საკითხავისასარგებლო

ადამიანის უსიამოვნო 7 ტიპი

f0ee07b33dbe
თუ ამ სიაში თქვენს თვისებას დაინახავთ, ეცადეთ გამოასწოროთ

მანიპულატორი
ადამიანები კარგად ჰყავს შესწავლილი. იცის, რა დროს როგორ მოიქცეს. იმას გაგაკეთებინებთ, რაც თვითონ სურს და ამით დაგაზიანებთ. მანამდე გატარებთ თავის ჭკუაზე, სანამ თქვენგან სარგებელი არ ექნება.

ნარცისი
ჰგონია რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს. ყველაფერში საუკეთესოა. ის მანიპულატორივით ცბიერი არაა, მაგრამ ისე იქცევა, რომ მისი სიამოვნებისთვის ყველამ მსხვერპლი გაიღოს.

პესიმისტი
ცხოვრებას ნეგატიურად უყურებს და ამის გამო შეიძლება დაგაავადოთ. ყველაფერში ცუდს ხედავს. მისგან მხოლოდ უარყოფითი ენერგია მოდის.

კრიტიკოსი
ყოველთვის ამტკიცებს საწინააღმდეგოს. მუდამ მზადაა კონფლიქტისთვის. არაფერი მოსწონს, ყველაფრით უკმაყოფილოა.

ოცნების ჩამკლავი :D
არ გაუმხილოთ საკუთარი იდეები. დაგარწმუნებთ, რომ არაფერი გამოგივათ, ვერაფერს მიაღწევთ, არარაობა ხართ. თუმცა შესაძლოა, თქვენი იდეები თვითონ გამოიყენოს.

თავხედი
ოჯახშიც და საზოგადოებაშიც თავხედურად იქცევა,. პატივს არ სცემს გარშემო მყოფებს. უფრო მეტიც, სხვებსაც ცუდი საქციელისკენ უბიძგებს. მისგან შეურაცყოფას და უზნეო საქციელს ყოველთვის უნდა ელოდოთ.

თვალთმაქცი
თქვენთან ურთიერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააბამს, თუ გამორჩენა ექნება. სინამდვილეში, თქვენი წარმატება შურს, წარუმატებლობა – უხარია. თავს ერთგულ მეგობრად გაჩვენებთ, შეგაქებთ, მაგრამ მხოლოდ – პირისპირ. ზურგს უკან გამცირებთ. შეიძლება, მეგობრებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ და ამას გვიან მიხვდეთ.

დაბოლოს, ვერც ერთი ტიპის ადამიანს ვერ გამოასწორებთ. რაც მეტ შენიშვნას იღებენ, მით უფრო ცუდები ხდებიან. წლების მატებასთან ერთად, ისინი უარესობისკენ იცვლებიან. ასე რომ, მოერიდეთ მათ!

იმედია მოგეწონათ.
BY ბერო.

ყველა პოსტი

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P
Back to top button