გამოგონებასაკითხავისასარგებლო

იარაღი(ТТ)

ხოდა რავიცი…იმედია დაგაინტერესებთ…ერთს რომ ნამდვილად დააინტერესებს ვიცი

ეს იარაღი იყო შექმნილი ცდების შედეგად,რომელიც 1920იანი წლებში ტარდებოდა,თვითდატენვითი იარაღის შექმნის მიზნით,რომელიც უნდა შემოსულიყო ძველი “ნაგანის” რევორველის შესაცვლელად(1895 წლის ტიპის).საზღვარგარეთული,ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო მაუზერი ც-96.1920იან წლებში ის დიდი რაოდენით იყიდებოდა და წითელ არმიაში სათანადოდ შეაფასეს მისი 7,63 მილიმეტრიანი ვაზნა.

იყო გამოცდილი რამოდენიმე იარაღი,სხვადასხვა აგებულების.საბოლოოდ არჩეული იქნა ფიოდორ ტოკარევის(Фёдор Токарев) იარაღის მოდელი. 1920-32 წლებში იყო გამოშვებული რამოდენიმე ათასი ეგზემპლარი.თუმცა ტესტებმა გამოავლინა რიგი დარღვევები.ტოკარევმა შეიტანა ცვლილებები აგებულებაში და 1934 წელს ეს პისტოლეტი მიღებული იყო აღჭურვილობაში ТТ-33-ის სახელით.მისი მრავალი ეგზემპლარი იქნა გამოშვებული სამამულო ომამდე.1941 წლის 22 ივნისს წითელი არმიის აღჭურვილობაში 600 000 ასეთი იარაღი იყო.ომის დროს წარმოება კიდევ უფრო გაიზარდა.ТТ გამოყენებული იყო ვერმახტში Pistole 615(r)-ის სახელწოდებით.

1946 ТТ მოდიფიცირებული იქნა,რითაც შემცირდა მისი ღირებულება.გარეგნული ცვლილება უმნიშვნელო იყო.სსრკ-ში ТТ-ს წარმოება 1952 წლამდე მიმდინარეობდა,მერე მაკაროვის 9მმ-იანი პისტოლეტი შემოვიდა,მაგრამ ТТ-ს იყენებდნენ არმიაში 1960იან წლებამდე,მილიციაში კი 1970იანებამდე.ის ასევე გამოიშვებოდა ლიცენზიით უნგრეთში,პოლონეთში,რუმინეთსა და იუგოსლავიაში.იმპორტული ТТ-ების უმეტესობა 7,63მმ-იანი ვაზნებით იყო გამოშვებული,მაგრამ რამოდენიმე კომერციული მოდელები იყო 9X19მმ-იანი პარაბელუმით.ТТ დღემდე არის რამოდენიმე ქვეყნის სამხედრო აღჭურვილობაში.

90იან წლებში ТТ პოპულარული გახდა ქილერებში.ეს ფაქტები გვხვდება ლიტერატურულ ნაწარმოებებში,რომელიც ამ დროისთვისაა მიძღვნილი.მას აძლევენ რამოდენიმე დახასიათებას: ძლიერი ვაზნა,რომელიც აძლევს ტყვიას ადვილად გაიაროს დაბრკოლებები და მსუბუქი ბრონიჟილეტები…და ასევე იგი იაფია და მისი შოვნა საკმაოდ ადვილია(ე.წ. შავ ბაზრობებზე),ამიტომაც არის საშუალება მისი ერთხელ გამოყენების და დანაშაულის ადგილზე დატოვების.

საკმაოდ კარგი იარაღია ჩემის აზრით….მადლობ რომ წაიკითხეთ და იმედი მაქვს მოგეწონათ….

BY ნაწკა

პ.ს. სფეშალ ფორ ველოცირაპტორ :D

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close