ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

ჩინელები ისევ გვაოცებენ

ჩინელები აგრძელებენ ჩვენს გაოცებას. მართალია, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი უკვე წარმატებით ყიდიან ტელეფონებს ჩაყენებული საპარსით, აღარაფერია გასაკვირი იმაში, რომ მათ გამოუშვეს მსოფლიოში პირველი ტელეფონები ჩაყენებული . . . სიგარეტის ასანთებით.

ამ ტელეფონით სიგარეტის ანთება მარტივიცაა – დაახლოებით იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ავტომობილის. ამისათვის საჭიროა, გადავწიოთ დამცავი შრე და ჩავდოთ სიგარეტი. თუმცა ეს ცოტა სწრაფად უნდა გავაკეთოთ, თორემ ტელეფონის აკუმულატორი დაჯდება. სხვა მხრივ, ტელეფონი გარეგნულად ძალიან ჰგავს ნოკიას, აქვს 1.3 მეგაპიქსელიანი კამერა, 2.4 დიუმიანი ტაჩ-სქრინ ეკრანი, 2 სიმ-ბარათის მხარდაჭერა, Bluetooth, FM რადიო და უკრავს MP3 და MP4 ფორმატებს.

მისი ფასი US$113.99 :D

:)

:)

:)


:)

მოპოვების წყარო NONE.GE

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close