გასართობისაკითხავისასარგებლო

La Cosa Nostra

LA COSA NOSTRA მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ საიდუმლო ორგანიზაციად შეიძლება იქნეს აღიარებული

რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში მაფია უნივერსალურ ცნებად იქცა და სხვადასხვა კულტურების ყაიდაზე ადაპტირების პროცესი გაიარა, მაგრამ იტალიური მაფია, იგივე “კოზა ნოსტრა” (ჩვენი საქმე) მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მაინც ინარჩუნებს ამ “ინდუსტრიის” ლიდერის როლს. სწორედ ინდუსტრიის, რამეთუ მაფიამ დროთა განმავლობაში მსოფლიო მნიშვნელობის ფენომენად დამკვიდრება მოახერხა და დღესდღეობით, მილიონობით დოლარის შემომტანი წყაროა, რომლის დიდი ნაწილიც შოუ -ბიზნესთან არის დაკავშირებული და არა თავად მაფიის საქმიანობასთან ან წევრებთან. მიუხედავად იმისა, რომ მაფიის სამშობლო იტალია, კერძოდ კი სიცილიაა, აღნიშნული ფენომენის პოპულარიზაცია ძირითადად იტალიური წარმომავლობის ამერიკული მაფიის დამსახურებაა.

ამერიკული მაფიის ცენტრალური სტრუქტურა საკმაოდ მარტივია და მკვეთრად ვერტიკალური იერარქიულობა ახასიათებს, რომელიც შემდეგი მიმდევრობით არის ორგანიზებული:

Boss/ბოსი-ოჯახის უფროსი, რომელიც მეთაურის ფუნქციებს ასრულებს. ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან კრიმინალური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ნაწილი ბოსს ჩააბარონ ხოლო ბოსი, წევრების ხელშეუხებლობის გარანტია. ბოსი ირჩევა ოჯახის კაპიტნების(Capo) მიერ რის შემდეგაც, ბოსი საკუთარი ნებით ნიშნავს ბოსის თანაშემწეს(Underboss) და მრჩეველს(Consigliere).

Underboss/ბოსის თანაშემწე-ძირითადად დანიშნულია ბოსის მიერ და ითვლება მთავარ კაპიტნად რომელიც ყველა დანარჩენ კაპიტანს აკონტროლებს. ბოსის დაპატიმრების ან დაღუპვის შემთხვევაში, თანაშემწე ახალი ბოსის ყველაზე რეალური კანდიდატურაა.

Consigliere/მრჩეველი-ოჯახის კონსულტანტი რომელიც ხშირ შემთხვევაში ნდობით აღჭურვილი, კრიმინალურ საქმიანობას ჩამოშორებული პირია და ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციებს ასრულებს სხვადასხვა ნაკლებად მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.

Captain/კაპიტანი-ოჯახის ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური. ოჯახში საშუალოდ ექვსიდან ცხრამდე მცირე დაჯგუფებაა, ხოლო თითო დაჯგუფება ოციდან ოცდაათამდე კაცისგან შედგება. კაპიტანი ძირითადად ბოსის თანაშემწის მიერ არის წარდგენილი და ბოსის მიერ არჩეული.

Soldier/ჯარისკაცი-ოჯახში ოფიციალურად გაწევრიანებული ყოფილი ასოცირებული პირი. იმისათვის რომ გარკვეული პირი გახდეს ოჯახის ჯარისკაცი საჭიროა, რომ მან ასოცირებული წევრობის სტადია გაიაროს და “უნარიანობა” დაამტკიცოს. ოჯახში ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში, ასოცირებული წევრის კანდიდატურები წარდგენილია ბოსისთვის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ოჯახისთვის ახალი ჯარისკაცის შემატების თაობაზე.

Associate/ასოცირებული-აქვთ კავშირი ოჯახთან, მაგრამ არ არიან წევრები. ძირითადად უმნიშვნელო ფუნქციები აკისრიათ და ელემენტარულ დავალებებს ასრულებენ იმედით, რომ მომავალში გარჯა დაუფასდებათ და ოჯახის წევრები გახდებიან.

იტალიური წარმომავლობის ამერიკული მაფია 5 ოჯახად არის დაყოფილი, რომელთა ორგანიზების და თანამშრომლობის პრინციპების დანერგვის ინიციატივა, ლაკი ლუჩიანოს (სალვატორე ლუკანია) ეკუთვნის. 1930 წელს, 5 ოჯახს შორის გაუთავებელი კონფლიქტის შეჩერების და საერთო ძალისხმევით “უკეთესი მომავლის” შენების მიზნით, ლაკი ლუჩიანომ ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული “საბჭო” რომელიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა მომავალში და ქვემოთ მოცემულ ოჯახებს გაფართოვების საშუალება მისცა.

Bonano/ბონანო-ოჯახის სახელი დამკვიდრებული იქნა ჯო ბონანოს მმართველობის პერიოდში და შენარჩუნებულია დღევანდელ დღემდე. საყურადღებოა, რომ ჯო ბონანო ახალგაზრდა, 26 წლის ასაკში გახდა ოჯახის ბოსი და ამ მხრივ რეკორდის მფლობელია. საბჭოს ჩამოყალიბებამდე, ბონანოს ალიანსი ჰქონდა დადებული პროფაჩის ოჯახთან (მოგვიანებით კოლომბო) რის შედეგადაც დანარჩენი სამი ოჯახის აგრესიისგან დაცული იყო.

Colombo/კოლომბო-ოჯახს კოლომბო დაერქვა სამოციან წლებში როდესაც ბოსად არჩეული იქნა ჯო კოლომბო. 1961 წლამდე, კოლომბოს ოჯახი ცნობილი იყო პროფაჩის სახელწოდებით, რაც თავის მხრივ, ბოს ჯო პროფაჩის დამსახურებაა. მიუხედავად პროფაჩის წარმატებული კარიერისა, იგი არ სარგებლობდა პოპულარობით კოლეგებს შორის და პირველი რეალური შესაძლებლობისთანავე, მისი სახელი ჩამოშორებული იქნა ოჯახისგან.

Genovese/ჯენოვეზი-ოჯახის სახელი მოდის ბოს ვიტო ჯენოვეზისგან, რომელიც ორმოცდაათიან წლებში მართავდა ორგანიზაციას. საყურადღებოა, რომ ჯენოვეზის ოჯახი, აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ორგანიზაციად არის აღიარებული და პირდაპირ ასოცირდება ისეთ ფიგურასთან როგორიცაა ლაკი ლუჩიანო.

Gambino/გამბინო-ოჯახი საძირკველს იღებს ბრუკლინიდან და დაკავშირებულია უბრალო ნეოპოლიტანურ ბანდასთან პელეგრინო მორანოს ხელმძღვანელობით. აღნიშნული ბანდა, მოგვიანებით ჩამოყალიბდა ოჯახად და ფორმალური სახე მიიღო, ხოლო ორმოცდაათიანი წლებიდან, როდესაც ბოსი კარლო გამბინო გახდა, გამბინოს ოჯახად არის ცნობილი.

Lucchese/ლუკეიზი-ოჯახის პირველი ცნობილი ბოსი იყო ტომი რეინა, მაგრამ ოჯახის სახელი ასოცირდება ორმოცდაათიანი წლების ბოს, ტომი ლუკეიზისთან. აღნიშნული ოჯახი ძირითადად მანჰეტენზე მოღვაწეობდა და განსაკუთრებული სიფრთხილე ახასიათებდა, რითაც შეიძლება აიხსნასს მისი შემოსავლიანობა და ნაკლებად პრობლემატურობა.

როგორც ყველა საიდუმლო ორგანიზაციას, მაფიასაც აქვს გაწევრიანების რიტუალი რომელიც ოჯახთან ასოცირებული წევრის ჯარისკაცად მიღების დროს ტარდება. ახალი წევრი, მინიმუმ ოჯახის სამ წევრთან ერთად იკრიბება გასაიდუმლოებულ ადგილას. ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი, თითზე ჩხვლეტით გამოადენს სისხლს ახალ წევრს და აპკურებს რელიქვიურ სურათზე. ამის შემდეგ, აღნიშნული სურათი თავსდება ახალი წევრის ხელის გულზე, ეკიდება ცეცხლი და წვის პროცესში გადაწოდებულია ერთი წევრიდან მეორეზე, სანამ მთლიანად არ იქნება დაფერფლილი. ცეცხლის გადაწოდების პროცესში კი, დამსწრებნი ჩუმად იმეორებენ: “ისე დავიწვა როგორც ეს სურათი იწვის თუ ჩემს ფიცსა და ოჯახის ნდობას ვუღალატო”.

10 მცნება

( Ten Commandments) — არაოფიციალური კოდექსი
პირველად ეს დოკუმენტი 2007 წლის 5 ნოემბერს აღმოაჩინეს სიცილიელი კოზა ნოსტრას წევრის სალვატორე ლო პიკოლოს დაპატიმრებისას., რომელმაც თავის მხრივ ნათლიმამა ბერნარდო პროვენაცისაგან მიიღო.

არავის არ შეუძლია წარუდგეს ვინმე ”ჩვენთაგანის ” მეგობრებს, თუ არ იქნა წარდგენილი ვინმეს მიერ
არასოდეს არ შეხედოთ მეგობრების ცოლებს
დაუშვებელია შემჩნევა პოლიციელების გარემოში
არ იაროთ კლუბებში და ბარებში
თქვენი ვალია ყოველთვის კოზა ნოსტრას განკარგულებაში ყოფნა
დროულად გამოცხადდით დანიშნულ შეხვედრებზე
პატივი უნდა სცეთ ცოლებს
თუ გთხოვენ ნებისმიერ ინფორმაციას, უნდა უპასუხოთ გულახდილად
დაუშვებელია ორგანიზაციის სხვა წევრების ფულის მითვისება.

ესეც ოჯახები:
იტალიური:
კოზა ნოსტრა-სიცილია
კამმორა-კამპანია
ნდპანგეტა-კალაბრია
საკრა კორონა უნიტა – აპულია
სტიდდა – სიცილია

ამერიკული კოზა ნოსტრა:
5 ოჯახი
გამბინო, ბონანო, ჯენოვეზე, კოლომბო. ლუკკეზე.

ასევე საინტერესოა
იაკუძა- იაპონიაში
ტრიადა- ჩინეთში
ნარკოს -კოლუმბიაში და სხვ

რამოდენიმე სახალისო ფაქტი
იტალიელმა ავტორმა ავგუსტო კავადიმ ტურისტებისთვის გამოსცა წიგნი, რომელშიც სიცილიური მაფიისა და მისი წეს-ჩვეულებების შესახებაა მოთხრობილი. კავადი პასუხებს სცემს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და ერთგვარად აქარწცენზურაბს “კოზა ნოსტრას” შესახებ არსებულ მითებს.

წიგნს, რომელიც 55 გვერდისგან შედგება, “მაფია ტურისტებისთვის” ეწოდება. იგი ხუთ ენაზე-იაპონურად, გერმანულად, ინგლისურად, ესპანურად და ფრანგულადაა გამოცემული. გზამკვლევში მოთხრობილია, თუ რამდენად საშიშია სიცილიის ქუჩები და როგორ შეიძლება ამოვიცნოთ მაფიოზები გარეგნული იერით. ამას გარდა, ავტორი პასუხობს ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს, მაგალითად: მართალია, თუ არა, რომ “კოზა ნოსტრას” წევრები ქალებს, ბავშვებსა და საეკლესიო პირებს არ კლავენ.

გზამკვლევში ტურისტები ასევე ნახავენ იმ წიგნებისა და ფილმების სიას, რომლებიც მაფიის თემატიკას ეხება. მისი ღირებულება 4,5 ევროს შეადგენს.

ცერა თითი მაფიის სიმბოლო
იაპონელი პლასტიკური ქირურგები აქტიურად ეხმარებიან “განგსტერებს” საზოგადოებაში ინტეგრირებაში. იაპონელი “იაკუძები” ხშირად იჭრიან ნეკა თითს, მაგალითად, ბოსისთვის მადლიერების ნიშნად. მოჭრილი თითი იაპონიაში დიდი ხანია მაფიასთან ასოცირდება. მარია ნიინო, რომელიც ტოკიოში ერთ-ერთი კლინიკის მფლობელია, ამზადებს სილიკონის თითებს იმ “იაკუძებისთვის”, რომლებიც წარსულთან კავშირის გაწყვეტას აპირებენ და ამისთვის ნეკა თითის მოჭრის რიტუალს ასრულებენ. ხელოვნური თითების ბუნებრივისგან გარჩევა ძნელია. კლინიკას თავად პოლიციელებიც მიმართავენ. კლინიკის არსებობის განმავლობაში მას 450-მა განგსტერმა მიაკითხა.

ანალოგიური კლინიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-ჯერსში 1991 წელს შეიქმნა. იატაკქვეშა კლუბი ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ იმავე წელს აღმოაჩინა. გაირკვა, რომ კლუბის წევრთა რაოდენობა ათასს აღემატებოდა. ყველა მათგანი მკვლელი და ქურდი იყო.

გარეგნობა- ისტორიულად “კრიმინალურ მოდას” ქმნიდნენ ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები “შავი ვირთხები.” მოგვიანებით, “ვირთხების” საქმიანობა სიცილიურმა “კოზა-ნოსტრამ”, ნეაპოლიტანური “კამორამ” და კალაბრიულმა “ნდრაგეტამ” გააგრძელა. დღეს, დამნაშავისთვის გარეგნობის შეცვლის საკითხი მიღებული და აქტუალურია.

ბერნარდო პროვენცანოს მაგალითი, რომელიც რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის ჩატარების შემდეგ სამართალდამცველებს 46 წლის განმავლობაში წარმატებით ემალებოდა

სიკვდილი “დუმილის დაარღვევისთვის”
2005 წლის სექტემბერში მოსკოვის ცენტრში მოკლეს ცნობილი პლასტიკური ქირურგი ევგენი ლაპუტინი.

წყარო: offline.ge

:cool:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close