მისტიკასაკითხავისასარგებლო

უძველესი რელიგიები (ნაწილი 2)

3d97c2a3bc2d
წინა პოსტში ვისაუბრეთ ჰინდუიზმსა და იუდაიზმზე. ამჯერად ყურადღება ბუდიზმსა და ჯაინიზმზე გავამახვილოთ. მაშ ასე:

ბუდიზმი

232aae859d29

სიდჰა გოვინდა გაუტმა ბუდა ბუდიზმის დამაარსებელია. ის ნეპალში 2500 წლის წინ დაიბადა. იგი შეძლებული უფლისწული იყო. სქოლასტიკოსმა, მათემატიკოსმა და ლინგვისტმა სიცოცხლე ტანჯვისაგან თავის დახსნას მიძღვნა. გადმოცემის თანახმად, ერთხელ მას ტყეში სეირნობისას გაუტამას თემის განდეგილი ბერები შეხვდნენ. მათი ცხოვრების წესით მოხიბლულმა უფლისწულმა, მამას ნებართვა სთხოვა მათ გაჰყოლოდა. მიხედავად მამის წინააღმდეგობისა, ის მაინც შეუერთდა ბერების ჯგუფს. სასახლის დატოვების შემდეგ სიდჰართაა გაუტამა გახდა. მან დაიწყო უსახლკაროდ ცხოვრება და ჭეშმარიტების ძიება. იგი მძიმე მარხვაზე იყო, რის გამოც ფისიკურად ძალიან დასუსტდა.

06c6c98d2f5f

მაგრამ მან ვერ შეძლო ამ გზით სულერი სიმშვიდის მოპოვება, ამიტომ მან ვაჭრობა დაიწყო და მალე გამდიდრდა კიდეც. იგი საკმაოდ გავლენიანი ადამიანი გახდა, მაგრამ მალევე მიატოვა ცხოვრების ეს წესი და მოგზაურობა დაიწყო.

aa3361ab33bb

ექვსი წლის შემდეგ ის ბოდჰის ხის ქვეშ დაჯდა. მთელი ღამე ბოროტ მარას ებრძოდა. საშინელი დემონების, მშვენიერი ქალების ცდუნებას გაუძლო და, როცა გათენდა, ის ბუდა გახდა, გონება გასხივოსნებული ადამიანი ( ბუდა გასხივოსნებას ნიშნავს). იგი ქადაგებდა და ამ გზით ხალხს თავის მოძღვრებას ასწავლიდა. იმას, რაც შემდგომში ბუდიზმის საფუძველი გახდა.

0946e51b83a0

ბუდიზმში ოთხი უზენაესი ჭეშმარიტება არსებობს:

პირველი: ტანჯვა არსებობს;

მეორე: არსებობს ტანჯვის მიზეზი;

მესამე: არსებობს ტანჯვისაგან გათავისუფლების გზა;

მეოთხე: ტანჯვის დასრულება რვაგზის ბილიკის გავლითაა შესაძლებელი.

რვაგზის ბილიკი – ეს არის ის რვა “მცნება”, რომლის დაცვა ყველა ბუდისტის ვალია:

  1. ჭეშმარიტი ხედვა;
  2. ჭეშმარიტი აზრები;
  3. ჭეშმარიტი სიტყვა;
  4. ჭეშმარიტი ქმედება;
  5. ჭეშმარიტი ძალისხმევა;
  6. პატიოსანი შემოვავალი;
  7. ჭეშმარიტი პასუხისმგებლობა;
  8. ჭეშმარიტი კონცენტრაცია.

5a4280d3b2a1
ბუდისტური კანონის ბორბალი ( მას სიცოცხლის ბორბალსაც უწოდებენ). განასახიერებს დაბადების, სიცოცხლის, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების ციკლურობას, საიდანაც თავის დაღწევა მხოლოდ ნირვანითაა შესაძლებელი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანური საჭიროებანი თუ სურვილები ქრება და ღმერთთან კავშირს ამყარებ. სულის განსაწმენდათა და ღმერთთან დაახლოვებისათვის ბუდისტები ხშირად მიმართავენ მედიტაციას.

ბუდიზმი აზროვნების ორ მთავარ სკოლად გაიყო: მაჰაიანა და თერავადა. მაჰაიანა ბუდიზმი ძვ.წ. საუკუნეში ინდოეთს ჩრდილო-დასავლეთიდან ნეპალში, ტიბეტშ, ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და ვიეტნამში გავრცელდა. მისი მიმდევრები ბუდას მრავალბუნებიანობას აღიარებდნენ. მათ ბოდჰისატვას მიმდევრებს უწოდებენ. ისინი გაოღვიძების გზაზე დგანან, გონების სინათლისაკენ მიილტვიან. ორივე სასულიერო ფენა, ბერებიცა და უბრალო ბუდისტი მიმდევრებიც საგჰას, ანუ ბუდისტური ღვთისმსახურების ნაწილად ითვლებიან.

რაც შეეხება თერავადას, იგი შრი-ლანკაში, კამბოჯასა და ლაოსში გავრცელდა. მისი მიმდევრები თვლიან, რომ ბუდა განსაკუთრებული ადამიანი იყო და არა ღმერთი. იგინი მიიჩნევენ, რომ საგჰა მხოლოდ ბერებს ეხება.

მოძღვრება, რომელსაც ბუდა ქადაგებდა, ინდოეთის საზღვრებს გასცდა და შორეულ აღმოსავლეთსს მიაღწია. ბუდიზმი გავრცელდა აზიის სხვადასხვა ნაწილშიც.
0d5b3a3d85aa
დღეს-დღეობით ყველაზე მეტი ბუდისტი ჩინეთშია ( 110 მილიონი ადამიანი), შემდეგ მოდის იაპონია ( 70,5 მილიონი) და ტაილანდი ( 52,5 მილიონი). ამჟამად ბუდიზმი ერთ-ერთ დიდ და უძველეს რელიგიას წარმოადგენს, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ჰყავს თავისი მიმდევრები.

ჯაინიზმი:

24182178073d

ჰინუიზმისა და ბუდიზმის მსგავსად, ჯაინიზმიც ინდოეთში წარმოიშვა. მისი დამაარსებელია უფლისწული მაჰავირა ( ძვ.წ. 599-527 წწ).

e1067c43f08e

მან ბუდას მსგავსად, პრივილეგიებით სავსე ცხოვრება მიატოვა და მოხეტიალე ბერი გახდა. 12 წლიანი მარხვისა და მედიტაციის შემდეგ მისი გონება გასხივოსნდა. ჯაინიზმს ჰინდუიზმსა და ბუდიზმთან ბევრი საერთო აქვს, მაგრამ მათ შორის დაახლოვებით ისეთივე განსხვავებაა, როგორიც ქრისტიანობასა და იუდაიზმს შორის.

67321b869622

მაჰავირა მეფე სიდჰართას და დედოფალ ტრისალას ვაჟი იყო. ბუდას თანამედროვემ, მანაც უარყო მდიდრული ცხოვრება და ასკეტი გახდა, 30 წლის ასაკში მიატოვა ოჯახი და ქონება. ბუდასავით მანაც მიაღწია გონების გასხივოსნებას. მაჰავირა და ბუდა ღმერთები არ არიან, მაგრამ მათი გამოსახულებები და ფიგურები ტაძრებშია მოთავსებული.

ჯაინიზმს გააჩნია ხუთი პრინციპი, რომელიც ამ რელიგიის ქვაკუთხედია:

  1. აჰინსა: არ მიაყენო ვნება არც ერთ ცოცხალ არსებას. ჯაინიზმის მიმდევრები ატარებენ ერთგვარ პირბადეს იმისათვის, რომ უნებლიედ არ გადაეყლაპოთ ცოცხალია არსება, მწერი.
    054b093cf694
    ეს ნიშნავს მკაცრ ვეგეტარიანელობას და კიდევ აზრის, სიტყვისა და ქცევის სრულ უვნებლობას.
  2. სატია: არ მოიტყუო, ყოველთვის ილაპარაკე უვნებელი სიმართლე.
  3. ასტეია: არ მოიპარო და უნებართვოდ არ აიღო არაფერი.
  4. ბრაჰმაჩარა: უმანკოება; ხორციელი სიამოვნების დათმენა. ჩვეულებრივ მოკვდავებისათვის იგი სექსუალურ ცხოვრებას მხოლოდ ქორწინებაში ცნობს, ბერებსა და მონაზვნებს ქორწინება ეკრძალებათ.
  5. აპარიგრაჰი: არ ფლობდე არაფერს, უპოვარება. გამოეყავი ადამიანებსა და დათმე მატერიალური ნივთები.

2d6c3fbfe380
ზემოთ მოცემული სილუეტი გამოხატავს გათავისუფლებულ სულს ( ანუ სიდჰას). ჯაინებს სჯერათ, რომ სანამ ადამიანის სული კარმისგან( ბედისწერისგან) არ გათავისუფლდება, ხელახლა შობის ციკლი გრძელდება ( ისევე, როგორც იყო ჰინდუიზმსა და ბუდიზმში).სიდჰა თავისუფალია შობის და სიკვდილის ციკლისგან. იგი ვერ გრძნობს სიხარულს, დარდს, სიამოვნებას, ტკივილს და მარადიულ ნეტარებაშI ცხოვრობს. გარდაცვალების შემდეგ უფლისწული მაჰავირა, როგორც დედამიწაზე 5 ნაირი სიბრძნის მფლობელი და მასწავლებელი, ტინტანკარად გამოაცხადეს.

ebd448c8b486

სურათი გამოხატავს ადამიანის სხეულს. ჯაინებს სჯერათ, რომსხეულს ენერგიის ცენტრები აქვს, რომელსაც ჩაკრები ეწოდება (სანსკრიტზე იგი ბორბალს ნიშნავს). ასრებობს 7 მთავარი ჩაკრა: 6 სხეულშია, მე-7 კი თავზე, ზევიდანაა განლაგებული. ითვლება, რომ ჩაკრების აღქმა ბგერით, სინათლითა და ფერითაა შესაძლებელი. ჩაკრებზე ზემოქმედებით ადამიანს კურნავენ.

21cbf3cc3bab

ჯაინებმა დიდი წვლილი შეიტანეს ინდური კულტურის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებაში. ამ მიმდინარეობის წარმომადგენელი იყო მაჰათმა განდი. დღეს-დღეობით 8დან 10 მილიონამდე ჯაინია. ისინი არიან მკაცრი ვეგეტარიანელები და თავს იკავენებ ფესვიანი ბოსტნეულის ჭამისაგანაც. არ ჭამენ, არ სვამენ და არ მოგზაურობენ მზის ჩასვლის შემდეგ. დღეს ყოველთვის მზის ამოსვლამდე იწყებენ.

წყარო: მსოფლიოს ისტორია,   en.wikipedia.org, bhavanajagat.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button