ენერგეტიკული სასმელები
ჰმ…მიყვარს ენერგეტიკულ სასმელები..თუმცა ძაალიანაც არ ვეტანები…საქართველოში ცოტა არ იყოს,უხარისხო შემოდის…მოდით გაგარკვევთ ენერგეტიკული სასმელების რაობაში
* ენერგეტიკული სასმელები,ყველა გამონაკლისის გარეშე კოფეინს შეიცავს.
* ენერგოტონიკი მოქმედებს დაახლოებით 3-4 საატი,მაშინ როდესაც უბრალო ყავა სულ რამოდენიმე საათი.
* ყველა ენერგოტონიკი იყოფა ორ კატეგორიად: 1)სადაც უფრო მეტი კოფეინია და 2) სადაც უფრო მეტი ნახშირწყლები და ვიტამინებია.
* “კოფეინური” სასმელები უფრო მათ მოუხდება,ვინც ბევრს მუშაობს,ხოლო ვიტამინო-ნახშირწყლიანი- მათ,ვინც ცხოვრებას უბრალოდ აქტიურად ატარებს.
* ენერგეტიკული სასმელები შეიცავენ B ჯგუფის იშვიათ ვიტამინებს.
* ძილიანობას იწვევს ორგანიზმში ნეირომედიატორების ნაკლებობა,ხოლო ამინომჟავები,რომლებიც სასმელების შემადგენლობაში შედის,ავსებენ მათ დანაკლისს.
* სჯობს დალიოთ ენერგეტიკულ სასმელები გუარანას(არ ვიცი მემგონი ასეა ქართულად) შემადგენლობით,ვიდრე უბრალო ყვა,რადგანაც გუარანა არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.
* ვიტამინებს,რომლებსაც შეიცავს ენერგოტონიკი,არ შეუძლიათ შეცვალონ მულტივიტამინური კომპლექსი.
* სჯობს,ალკოჰოლს არ აურიოთ ენერგოტონიკი,კოფეინი და ალკოჰოლი ხომ ანტიპოდებია- ერთი აფხიზლებს,ხოლო მეორე- ადუნებს.თანაც,კოფეინი აორმაგებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ტვინზე.
* ენერგეტიკულ სასმელებში არის კარნითინი.ეს ბუნებრივი კომპონენტია,რომელიც ამცირებს კუნთების დაღლილობას.
* ასევე ენერგეტიკული სასმელები შეიცავენ ტაურინს,ეს ამინომჟავაა,რომელიც კუნთოვან ქსოვილებში გროვდება.ყოველდღიურად ადამიანი პროდუქტებთან ერთად 200-300 გრ. ტაურინს იღებს.ეს ამინომჟავა აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას.
* გუარანა და ჟენშენი,რომლებიც ამ სასმელებში გვხვდება- სამკურნალო მცენარეებია.მათ გააჩნია მატონიზირებელი თვისებები.შესაძლოა,ხალხს სჯერა მათი მოქმდების,მხოლოდ ეგზოტიკური დასახელების გამო…
* ენერგეტიკების შემადგენლობაში ასევე არის ერთი ნივთირება,რომელსაც ინოზიტი ქვია.მაგრამ,როგორც აღმოჩნდა ინოზიტი,სპირტის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.თუმცა მწარმოებლები ამტკიცებენ,რომ ის ღვიძლს აქტიურ მუშაობაში ეხმარება…რავიცი რავიცი…
* არ გადააჭარბოთ კოფეინის სადღეღამისო დოზას- ეს მხოლოდ საშუალო სტატისტიკური 2 ბანკა(თუ რაცაა :))
* ორზე მეტი ბანკის ზედიზედ მიღების შემთხვევაში,თქვენ უფრო დაღლილობას იგრძნობთ…რადგანაც ჩვენი ორგანიზმის რესურსები უკვე დახარჯულია.
* ენერგეტიკის მოქმედების დამთავრების შემდეგ,ორგანიზმს სჭირდება დასვენება და რელაქსაცია.
* სპორტის შემდეგ,არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ენერგოტონიკი- არავინ იცის რა რესურსები გააცნია თქვენს ორგანიზმს.
* ადამიანისთვის სასიკვდილო დოზა- დაახლოებით 10 გრ. კოფეინია(150 ასეთი ბანკა).
* გახსოვდეთ,რომ ენერგეტიკული სასმელების მიღებისას,ორგანიზმი თავის თავს ატყუებს.ისინი მართლაც აფხიზლებენ,მაგრამ ეს მხოლოდ ხელოვნურია.მაგრამ,თუ მაინც იღებთ ენერგეტიკებს,სწორად მაინც მიიღეთ :)
ესეც თქვენ…20 ფაქტი მათზე :) იმედია დაგაინტერესათ… :)
BY ნაწკა