ცნობილმა ფოტოგრაფმა კრის რეინიერმა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში 7 წლის განმავლობაში იმოგზაურა,რათა ეს ფოტოები შეეგროვებინა. გაფრთხილება: პოსტში ხშირია შიშველი სხეულის ამსახველი სურათები.
თითოეული სურათი ადამიანთა ტრადიციებზე,მათ სურვილებსა და უცნაურ,ძველ სიმბოლოთა სხეულზე ასახვას გვიჩვენებს. კრისმა ბევრი საკვირველი რამ იხილა,მაგალითად ის,რომ ამ ტატუების უმეტესობა არ კეთდება თანამედროვე იარაღით,არამედ ზოგი ძველი ფრჩხილებით, ზოგი ბარაკუდას კბილებით,ან ალესილი ბამბუკის ჩხირებით და ა.შ. მელნის მაგივრად კი ბევრი შაქრის ლერწმის წვენს ურევდა მურს და ამას იყენებდა.
კრისის სურათები სან-დიეგოს ფოტოხელოვნების მუზეუმში გამოიფინა. ფოტოგრაფმა გამოუშვა წიგნი, სახელწოდებით Ancient Marks: The Sacred Origins of Tattoos and Body Marking, სადაც ახსნილია უძველესი ტატუებისა თუ სხეულზე სხვადასხვა ნიშნების მნიშვნელობები.
სან-დიეგოს მუზეუმის დირექტორმა განაცხადა: კრისი არ არის ანთროპოლოგი, მეცნიერს რომ გაეკეთებინა იგივე საქმე,ის მიიღებდა სულ სხვანაირ სურათებს სვირინგების გამოსახულებით და მეტი არაფერი,მაგრამ ამ ფოტოებს მოაქვთ დიდი გრძნობა,აღძრავს ემოციური კავშირებს.
იხილეთ სურათები და დატკბით, რა ნიშნებზეც მომეპოვება ინფორმაცია დავწერ და იმედია დაგაინტერესებთ.
ბურკინა ფასო,დასავლეთ აფრიკა. სახეზე ესეთი ნიშნები არამარტო სილამაზედ მიიჩნევა იქ,არამედ ამით არჩევენ რომელი სოფლიდან,კლანიდან თუ ოჯახიდანაა ადამიანი, ამის გაკეთება იწყება ბავშვობიდან და მოზრდილობაშიც გრძელდება. შეიცავს შავი მაგიის ნიშნებს,რათა დააფრთხოს ბოროტი სული.
ახალ გვინეაში მცხოვრები ქალი. სახეზე ასეთი სვირინგი მიუთითებს მისი ოჯახის წარმომავლობას.
სამხრეთ ეთიოპია,მურსის ტომი. პატარაობიდანვე იდგამენ ასეთ ,,თეფშებს” ტუჩებს შორის, მიიჩნევა როგორც მიმზიდველი სამკაული, შემდეგ თანდათან იზრდება ამ სამკაულის ზომა და ეს ასახვას ქალის სახეზეც ჰპოვებს.
სამხრეთ ეთიოპია, კაროს ტომის ფეხმძიმე ქალები. რაც უფრო მეტ შვილს აჩენენ, მათ ტანზე გამოსახული ნიშნების რაოდენობაც შესაბამისად იზრდება. ეს ნიშნები გამოხატავს ქალურობას, მათ ჯიშიანობას.
ასე, ბასრი საგნით სხეულის ამოჭრა-დამახინჯება უფრო მუქი კანის ხალხშია გავრცელებული,რადგანაც სვირინგი კარგად არ აჩნდება მათ კანს.
სამხრეთ მალი, დოგონის რეგიონი. კადრზე დაფიქსირებულია ერთ-ერთი ფესტივალის ნაწილი. მებრძოლებს აცვიათ მძიმე სამოსი,უკეთიათ უცნაური ნიღბები და ცეკვავენ ბინდის შუქზე დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად.
სამხრეთ ეთიოპია,ლალიბელას რეგიონი. ქალები ხშირად თავიანთი რელიგიური მრწამსის პატივსაცემად სხეულებს კომპური ქრისტიანული ჯვრის გამოსახულებით იმშვენებენ. (უმეტესად ეს ნემსით კეთდება)
ტიმბუქტუ მეჩეთი, მალი. პარასკევი მუსულმანებისთვის წმინდა დღეა და მრავალი მორწმუნე დროს ლოცვასა და მედიტაციაში ატარებს.
ახალგაზრდა ბერი, ტაილანდი. ბუდისტური სიმბოლოები აქვს გამოსახული.
ტაილანდელი ბერი. ბუდიზმი, ტაილანდში ხშირად აერთიანებს ცხოველთა თაყვანისცემის ელემენტებს,რაც ამ ბერის სხეულზეც აისახება.
კამბოჯელი კაცი. ბუდისტური და ბრაჰმანული ელემენტები ერთმანეთშია შერწყმული,რასაც სამხრეთ აზიის ტომთა დასახლებებში დიდი ისტორია აქვს.
დაიაკის მებრძოლთა სვირინგი, ბორნეო.
დაიაკის ხალხი ცდილობს არ დაივიწყოს თავისი კულტურა და ასე, სვირინგის სახით გამოხატავენ კავშირს ძველ ტრადიციებთან და ისტორიულ ფესვებთან.
მაორელი კაცის სვირინგი (ანუ იქაურად მოკო)
ისინი სხეულის ნაწილებიდან თავს თვლიან ყველაზე წმინდად. რადგანაც სვირინგის გაკეთება თავიდან სისხლის დენას იწვევს,ტატუს გამკეთებლები ,,ტაპუ” ადამიანებად ითვლებიან. ეს კი მათ ენაზე განმარტოებულს,წმინდას ნიშნავს. მაღალი რანგის მაორებს სახეზე სვირინგი აუცილებლად უნდა ჰქონდეს, ის ვინც ამის გარეშე დადის ითვლება,რომ არანაირი სოციალური მდგომარეობა არ აქვს. არსებობს გარკვეული აკრძალვები ტატუირების სრული პროცესის დასრულებამდე. მაგალითად აკრძალულია სექსუალური კონტაქტი, ასევე მყარი საკვების ჭამა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სანამ ტატუირებით გამოწვეული ჭრილობები არ მოურჩებათ ხოლმე სახეზე,მანამ საჭმელს საერთოდ ვერ ჭამენ. მთელ სახეზე სვირინგის გაკეთება კი შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია,მოითხოვს კარგ ხელოსანს,რადგან მან უნდა იცოდეს და შეისწავლოს სახის ძვლების აგებულება,შემთხვევით ზიანი რომ არ მიაყენოს ადამიანს.
კუნა, ორი და (პანამა,კოლუმბია)
კუნას ინდიელები ცნობილნი არიან სხეულზე სხვადასხვა ნიშნის გაკეთებისა და ცხვირზე უცნაური საყურეების ტარებით. ეს ალბინოსი ტყუპი დებიც ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენენ. ცნობილია რომ კუნას ხალხში ძალიან მაღალია ალბინოსთა რაოდენობა.
თანამედროვე პრიმიტივისტები– ასე ჰქვია მათ მოძრაობას. ეს ერთ-ერთი სუბკულტურაა,რომელიც სვირინგისა და პირსინგების პოპულარიზაციას მოიცავს. პრიმიტივისტებს სჯერათ,რომ სხეულზე სხვადასხვა გვაროვნული ტრადიციული ნიშნების ასახვა დაეხმარება მათ დაუკავშირდნენ დანარჩენ მსოფლიოს და ხაზი გაუსვან ადამიანის ინდივიდუალურობას.
მაორელი ბანდის წევრები, ახალი ზელანდია.
მაორელებს სვირინგის კეთების უძველესი ტრადიცია აქვთ,სანამ ევროპაში ტატუირებას დაუშვებდნენ,ისინი მანამდე დადიოდნენ მოხატულები. სურათზე გამოსახულ კაცებს აქვთ როგორც ტრადიციული,მაორული სვირინგი,ანუ მოკო, ასევე ამერიკის შავი ძალის მოძრაობის სიმბოლოები.
იაკუძას წევრები, იაპონია.
იაკუძა (yakuza, ヤクザ ან やくざ) – წარმოადგენს იაპონურ კლანურ ორგანიზაციას , რომელშიც გაწევრიანებულები არიან მთელი რიგი ადამიანები , რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ერთ ერთ მსხვილ კრიმინალურ დაჯგუფებას. იაკუძას ყველა წევრს ტანი ათასგვარად აქვს მოხატული. მოხატვის პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია,ზოგი 2 წელსაც ანდომებს.
კაცი ,,Haida” სვირინგით.
სახელწოდება Haida მომდინარეობს სიტყვიდან Hidery, რომელიც ,,ხალხს” ნიშნავს. ჰაიდას ტომი ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს უძველეს მოსახლეობად ითვლება. მათ თავიანთი ენაც ჰქონდათ,რომელიც ახლა გადაშენების პირასაა. ჰაიდელებს ხშირად საშინელ მებრძოლებად მოიხსენიებენ. ჰაიდაში შესაძლოა სხვადასხვა საგნები მრავალფეროვნად მოხატული შეგხვდეთ, მაგალითად აქ ხშირია ცხოველების,ფრინველების, მითიური გმირებისა და ზღვის არსებების დახატვა ამა თუ იმ საგანზე. ასევე ძალიან პოპულარულია არწივისა და ყორნის დახატვა. საერთოდ ჰაიდელთა მოსახლეობა ორად იყოფა,ერთს არწივი ჰქვია, მეორეს ყორანი. ამ დაჯგუფებებს საკუთარი სიმბოლოები აქვთ,რომელიც ხშირად აღიწერება მათ ტანზე. სვირინგს იკეთებენ ყველგან, ზოგჯერ თითებზეც კი.
სამხრეთ ეთიოპია, კაროს ტომის ქალი
ამ ტომში ასეთი ტრადიციაა: როდესაც ბიჭმა მოწიფულობის ასაკში უნდა შედგას ფეხი,რიტუალი სრულდება. იგი ზურგით მირბის ხარების ჯგროში, თუ წაიქცევა,მაშინ მისი ოჯახის სტატუსიც დაეცემა. რიტუალის დროს მამაკაცს ამხნევებენ დედა,დები,ცოლი, რომლებიც ზურგზე ეკლიან მცენარეებს ირტყამენ,რის გამოც საშინელი ნაწიბურები რჩებათ,მაგრამ ამით ამაყობენ კიდეც. თვლიან,რომ ნაწიბურები იმ ტკბილი დროს ახსენებთ,როდესაც მათი ბიჭი ნამდვილი მამაკაცი გახდა.
მალი, დოგონის რეგიონი
ქალის სხეულზე შრამები ასახავს მის ვიზიტს გრძნეულთან. როცა ცუდად არიან გრძნეულს მიმართავენ და ის უკეთებს ასეთ ნიშნებს, რათა გამოდევნოს სხეულიდან ავადმყოფობა.
ინდოელი გოგო
ინდოეთში ცხვირის ასეთი საყურე ქალის ერთ-ერთ ულამაზეს სამკაულად ითვლება.
გუჯარათი, დასავლეთ ინდოეთი
გუჯარათში ბევრი ისლამი ცხოვრობს, ქალებიც და კაცებიც ხშირად სხეულის დიდ ნაწილს ისვირინგებენ ძველი მოტივების გამოსახულებებით, მაგალითად როგორიცაა სიტყვა სვასტიკა, ის ,,კარგ ბედს” ნიშნავს.
ტაილანდი, ვეგეტარიანული ფესტივალი
ამ ფესტივალმა სათავე 1825 წელს აიღო, Kathu-ს რეგიონში მაშინ ჯერ კიდევ ჯუნგლები იყო და ამის გამო ცხლებე მატედ გავრცელებული გახლდათ. ისე მოხდა,რომ აქ საოპერო თეატრი მოგზაურობდა, თუმცა მოულოდნელად თეატრის ყველა წევრი ავათ გახდა. ვერც ვერავინ გაიგო რა ავადმყოფობა სჭირდათ. ბოლოს მათ ვეგეტარიანული დიეტის დაცვა გადაწყვიტეს, ორი იმპერატორის ღმერთების საპატივსაცემოდ
(Kiew Ong Tai Teh და Yok Ong Sone Teh). მალე ავადმყოფობა უეცრად გაქრა. ხალხი გაკვირვებული იყო, ავადმყოფობის გაქრობის ერთადერთ მიზეზად მათ ვეგეტარიანული დიეტა დაასახელეს და მისდამი დიდი რწმენით განიმსჭვალნენ.
ფესტივალის დროს ზოგიერთი მიმართავს მაზოხისტური წამების ხერხს, რომელიც ფოტოზეა ასახული. ამის მთავარი აზრი კი ხალხიდან ბოროტის განდევნა და ყველა საქმეში იღბალის მოტანაა.
ბუდისტი ბერი, კამბოჯა
ეს ერთ–ერთია იმ მცირერიცხოვანი ბუდისტი ბერებიდან,რომელიც Khmer Rouge-ს მიერ ადამიანთა მასობრივ წმენდას გადაურჩა. ბერის სვირინგი ასახავს ბუდისტურსა და კჰმერული რწმენის ნაზავს.
ტაილანდელი კაცი სპილოს სვირინგით
ის ტაილანდელები,რომელთაც სპილო საკულტო ცხოველად ჰყავთ,ხშირად სხეულზე მის სვირინგს იხატავენ პატივისცემის ნიშნად, ასევე სწამთ,რომ ამ გზით უფრო მჭიდროდ დაუკავშირდებიან სპილოს დიად ძალას.
შავი მაგიის სვირინგი
ტაჯ მაჰალი, აგრა, ინდოეთი. რამას მიმდევარი მორწმუნე
ეს ადამიანი ღრმად რელიგიური რაა ჰინდუ სექტის წევრია, მას მთელი ტანი დაფარული აქვს რელიგიური სვირინგებით,რომელიც რამას ეძღვნება.
სამოანელი კაცი
ქალი ზურგზე სვირინგით
მაროკო, აფრიკა.
ქალები რაიმე მნიშვნელოვანი ზეიმის,მაგალითად ქორწილის, ან რამადანის წინ ხელებს ასე იხატავენ,ამას ჰენნა ტატუ ჰქვია.
Anoushka Shankar – Ancient Love by iri_lekveishvili
…………………………………………………………………………………………………………………..