გართობა

Zippo

b156dacb820f

სანთებელების ლეგენდა… მე მგონი ეს მართლა ლეგენდაა და ამერიკის ნაწილი, ამერიკის ისტორია…

ისტორია დაიწყო შორეულ 1932 წელს, როცა ჯორჯ გრანტ ბლეისდელმა (George Grant Blaisdell) სრულიად შემთხვევით იხილა მისი ავსტრიული პროტოტიპი… ვნახოთ რას გვიამბობს პატივცემული ვიკიპედია :)

“1932 წელს დიდი დეპრესიის დროს, ამერიკელ მენავთობეთა ქალაქში ბრედფორდში(პენსილვანიის შტატი),  ხის უბრალო საცეკვაო კლუბში მივიდა ვინმე ჯორჯ ბლეისდელი. ის იყო უბრალო ნავთობისამრეწველო დანადგარების მწარმოებელი კომპანიის მფლობელი. მას ახალგაზრდობიდან ჰქონდა ურთიერთობა ლითონთან, კარგად იცნობდა მის თვისებებს და ჰქონდა გამომგონებლობისკენ მიდრეკილება.

ჯორჯს სწრაფად მობეზრდა ცეკვა და პოლიტიკაზე ცარიელი საუბარი (ჩვენებურად ლაყბობა) და გავიდა კლუბის  ვერანდაზე მოსაწევად. იქ მან ნახა თავისი მეგობარი დიკ დრესერი, რომელიც ცდილობდა მოეხსნა თავსახური თავისი ძველი ავსტრიული სანთებელისთვის. დიკი საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო და ჯორჯმა თავს უფლება მისცა მისთვის ეკითხა: “რატომ არ შეიძენ უფრო პრეზენტაბელურ სანთებელას?” დიკმა როგორც იქნა თავი მოხსნა თავის სანთებელას და გააჩხაკუნა ბორბალუკა. მიუხედავად საკმაოდ ძლიერი ქარისა სანთებელა აინთო, დიკმა მშვიდად გააბოლა და  ჯორჯის პასუხად ჩაიბურტყუნა: “იმიტომ რომ მუშაობს”. იმ წამს ჯორჯს თავში გაუელვა: “სანთებელა, აი რა ჭირდება ადამიანს მიუხედავად მისი მატერიალური მდგომარეობისა” და მას შემდეგ იგი გამუდმებით ფიქრობდა ისეთი სანთებელის შექმნაზე, რომელიც იქნებოდა დაზღვეული, გამძლე და ყველასთვის ხელმისაწვდომი.”

თავიდან ჯორჯ ბლეისდელი აპირებდა ამერიკულ ბაზარზე გაეყიდა ავსტრიული სანთებელები და მათი მთელი პარტია დაუკვეთა. მაგრამ აქ მას გაოგნება ელოდა: მან ვერ შეძლო გაეყიდა ერთი სანთებელეც კი. ავსტრიული სანთებელები ამერიკის ბაზრისთვის მიუღებელი გამოდგა, ამერიკელები უნდობლად ეკიდებოდნენ უცხოურ ნაწარმს, რომელიც სრულყოფილებისგან შორს იდგა. მაშინ ჯორჯმა გადაწყვიტა დაეხვეწა სანთებელები, გააკეთა ოთხკუთხა ფორმის და გადასახდელი თავსახურით, ისე რომ მისი გამოყენება შესაძლებელი ყოფილიყო ერთი ხელითაც, სხვა მხრივ კი შეუცვლელი დატოვა მისი ყველა დეტალი, თვით ნახვრეტების რაოდენობაც კი ქარისგან დამცავ კედელუკაზე. ჯორჯი მიხვდა რომ  შექმნა ზუსტად ის, რაც ჭირდება უბრალო ადამიანს, რომელიც იყენებს სანთებელას.

თავიდან ბლეისდელი აპირებდა დაერქმია თავისი ნაწარმისთვის  Zipper (რაც ნიშნავს ელვას) უბრალოდ იმ მიზეზით რომ მას ამ სახელის ჟღერადობა მოსწონდა, მაგრამ ეს სახელი დაკავებული აღმოჩნდა და ჯორჯი შეჩერდა Zippo-ზე. სანთებელა ღირდა 1.95 დოლარი, წარმოება სწრაფად იზრდებოდა და 1933 წლის სამ მარტს ჯორჯმა აიღო პატენტი ნომრით 2032695 ზიპოს სანთებელის კონსტრუქციაზე.

თავიდან წარმოება მაინც მოკრძალებული იყო, ზიპოს საწარმოში სულ ექვსი ადამიანი მუშაობდა…

მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოების მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა ახალი მოდელების და დიდი სარეკლამო კამპანიის გამო, ორმოციანი წლების დასასრულის და ორმოცდაათიანების დასაწყისის ბევრი მოდელი წარმოადგენს ძალიან ძვირადღირებულ საკოლექციო ექსპონატს და დიდი იშვიათობაა, ბევრი მოხატულია ხელით და წარმოადგენენ ნამდვილ შედევრებს, ამავე დროს დაიწყო სხვადასხვა კომპანიის ლოგოების და ისტორიული მოვლენების გამომხატველ გამოსახულებებიანი სანთებელების წარმოების ტრადიცია სუვენირების სახით, რაც დღემდე აქტუალურია.

კონსტრუქცია და წარმოების ტექნოლოგია ოდნავ შეიცვალა 1937 წელს, გახდა ოდნავ მომრგვალებული ფორმის.

მეორე მსოფლიო ომის დროს საერთოდ შეწყდა წარმოება ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის და კომპანია მთლიანად გადაერთო  შეიარაღებული ძალებისთვის წარმოებაზე, არ გაუყიდია ერთი სანთებელაც კი სამოქალაქო პირებზე. იმ პერიოდში გამოშვებული ყველა სანთებელა დაფარული იყო შავი საღებავით, რომ მტერს არ შეემჩნია ამერიკელი ჯარისკაცი სანთებელის ბრჭყვიალით და თვითონ სანთებელა ყოფილიყო დაცული ჟანგვისგან. ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ის იქცა თავისებურ რელიქვიად, თილისმანად, შორეული სამშობლოს სიმბოლოდ. ასევე აქტუალური იყო სანთებელები ვიეტნამის ომის დროს, ჯარისკაცები სანთებელებს და იარაღს ერთნაირად თითქმის უფრთხილდებოდნენ.  “ომგამოვლილი” სანთებელები მეტად ძვირად ფასობს კოლექციონერებში, ბევრ მათგანზე დახატულია ან გრავირებულია სხვადასხვა წარწერა, სურათი. ჯარისკაცები აწერდნენ სახელებს, ლოზუნგებს და ადგილებს, სადაც იბრძოდნენ…

ამ სანთებელას მართლა უამრავი ლეგენდა უკავშირდება, ზოგიერთი იყო სარეკლამო ტრიუკი, რომელიც უბრალოდ მის თვისებებს ამჟღავნებდა, ზოგიერთი კი მის ექსტრემალურ პირობებშიც კი დაზღვეულობას ეხება. მაგალითად: ორმოცდაათიან წლებში იყენებდნენ ასეთ სარეკლამო ტრიუკს: სანთებელას ამაგრებდნენ ვენტელატორის ფრთებზე, ის კი არ ქრებოდა. დაპატენტებულია  მისი თავსახურის გახსნის ხმა, ეგრეთ წოდებული ზიპო კლიკი. ალბათ ყველაზე დიდი სარეკლამო სვლა იყო მისი მუდმივი გარანტიით გაცემა, თუკი “ნამდვილი” ზიპოს მფლობელი ხართ დაზიანების შემთხვევაში გამოგიცვლიან სრულიად უფასოდ.

იგი ფართოდ გამოიყენება ფილმებში (“კერკეტი კაკლები”, “კრიმინალური საკითხავი”, “ცოფიანი ძაღლები”, “კონსტანტინე: ბნელეთის მბრძანებელი”), ასევე მუსიკაში (ერიკ კლეპტონი იყენებდა ფილმისთვის “სასიკვდილო იარაღი 2”-ს საუნდტრეკის შექმნის დროს მის რითმულ ჩხაკუნს, სიდ ბარეტი (pink floyd) იყენებდა მას სლაიდ გიტარაზე დაკვრისას სპეციფიური ბგერის მისაღებად(ჩვეულებისამებრ სლაიდ გიტარაზე დაკვრისას იყენებენ სპეციალურ ლითონის მილს, რომელსაც იკეთებენ თითზე)). ზიპო არის ძლიერი, მამაკაცური ნატურის სიმბოლო, კოვბოური და ბაიკერული სტილის უცვლელი ატრიბუტი…

Zippo-ს ყველა მოდელი დამზადებულია ბრედფორდში, პენსილვანიის შტატში Zippo Manufacturing Company-ს მიერ. ყველა მოდელს და ყველა სანთებელას აქვს საკუთარი შტამპი ფსკერზე

60e50c86cda0

ზიპოს მუზეუმი… პენსილვანია, ბრედფორდი

85a1e9d5d987

ხელით მოხატული
b6c3d172e7bf

9526625ed555

ლითონის გრავირება

eaf41d0de547

37844d9a019d

c34bc7f0b69b

0d164dfb92db

უბრალოდ ზიპპო

efbdfaf26853

6ad00f8a3100

ლევან მჟავანაძე

ხოო, რაავი რაა.

მსგავსი ამბები

Back to top button