მე მინდა შემოგთავაზოთ პატარა ინფორმაცია ქალაქ ოიმიაკონზე. ეს ქალაქი მდებარეობს რუსეთში, კერძოდ კი ციმბირში. ამ ქალაქის სხვებისგან გამორჩევა მარტო იმითაც შეიძლება რომ არის ყველაზე ცივი ქალაქი მთელს დედამიწაზე.
მინიმალური ტემპერატურა დაფიქსიებულია -77,8 ცელსიუსი. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ეს ასევე ერთადერთი ადგილია, სადაც ტემპერატურის ამპლიტუდა 100 ცელსიუსს აღემატება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ქალაქის მაქსიმალური ტემპერატურა +34,6 ცელსიუსია. ზაფხული მართალია ხანმოკლეა, მაგრამ ამ დროს იქ ცხოვრება კოშმარია. კოღო და ქინქლა იმ რაოდენობითაა, რა რაოდენობითაც თოვლი ზამთარში. ეს ქალაქი ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზეა, ანუ დაახლოებით 4 მთაწმინდის სიმაღლის.
P.S. მე ვეცადე რომ კარგი პოსტი დამედო და დანარჩენი თქვენ შეაფასეთ