არქივი

შოგი – იაპონური ჭადრაკი

shogi board by undercaffeinated d33ltha

შოგი, ასევე ცნობილი როგორც იაპონური ჭადრაკი ან გენერალთა თამაში, სტრატეგიული სამაგიდო თამაშია რომელსაც ორი ადამიანი თამაშობს. შოგი ძალიან გავს დასავლურ ჭარდრაკს(საერთაშორისო ჭადრაკს) და იაპონიაში ყველაზე პოპულარული თამაშია. შოგი იაპონიურად გენერალთა თამაშს ნიშნავს. (შო将)გენერალი, (გი棋) სამაგიდო თამაში.

 

 

shogi board by undercaffeinated d33ltha

შოგის წესები.

შოგის ორი მოთამაშე თამაშობს. სენტე先手 (შავი) და გოტე後手 (თეთრი). შოგის დაფის ზომაა 9X9. თითოეულ მოთამაშეს 20 ქვა აქვს. თამაშს იწყებს შავი.
1. 1 მეფე(ოშო王將) მოძრაობს ერთი უჯრით ნებისმიერი მიმართულებით. 
2. 1 ეტლი(ჰიშა飛車) მოძრაობს იმდენი უჯრით რამდენითაც სურს ნებისმიერ მხარეს დიაგონალების გარდა. დაწინაურებულ ეტლს შეუძლია იმოძრაოს ისევ ეტლის მიმართულებით + თითო უჯრა დიაგონალებზე.
3. 1 კუ(კაკუგიო角行) მოძრაობს დიაგონალებზე იმდენი უჯრით რამდენითაც სურს. დაწინაურებული კუს ემატება თითო უჯრა ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად.
4. 2 ვერცხლის გენერალი(გინშო銀将) მოძრაობს ნებისმიერი მიმართულებით თითო უჯრით, თუმცა არ შეუძლია წავიდეს უკან, ან გვერდებზე. დაწინაურებული  ვერცხლის გენერალი მოძრაობს ისე როგორც ოქროს გენერალი.
5. 2 ოქროს გენერალი (კინშო金将) მოძრაობს ნებისმიერ მხარეს თითო უჯრით, უკანა დიაგონალების გარდა. 
6. 2 შუბი(კიოშა香車) მოძრაობს მხოლოდ წინ იმდენი უჯრით რამდენიც სურს. დაწინაურებული შუბი მოძრაობს ისე როგორც ოქროს გენერალი.
7. 2 მხედარი(კეიმა桂馬) მოძრაობს ორი უჯრით წინ შემდეგ ერთი უჯრით ან მარჯვნივ ან მარცხნივ.( ისევე როგორც ჩვეულებრივ ჭადრაკში)
8. 9 პაიკი(ფუჰიო歩兵) მოძრაობს მხოლოდ წინ ერთი უჯრით. საერთაშორისო ჭადრაკისგან განსხვავებით პაიკი მოკვლა დიაგონალზე არ შეუძლია ის კლავს ისე როგორც მოძრაობს ერთი უჯრა წინ. დაწინაურებული პაიკი მოძრაობს ისე როგორც ოქროს გენერალი.

heiandaip

სხვა წესები

მეფისა და ოქროს გენერლის გარდა ნებისმიერ ფიგურას შეუძლია დაწინაურება თუ მოწინააღმდეგის ბანაკის ბოლო სამი უჯრიდან ერთ-ერთში მოხვდება. დაწინაურებულ ფიგურებს სხვანაირად მოძრაობა შეუძლიათ, თუმცა მოთამაშეს შეუძლია ქვა არ დააწინაუროს და იგივე ფიგურად დატოვოს თუკი ამას მისი სათამაშო სტრატეგია მოითხოვს.

საერთაშორისო და თქვენთვის კარგად ცნობილი ჭადრაკისაგან განსხვავებით, შოგი ძალიან რთული სათამაშოა რადგან მოთამაშეს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შემოიყვანოს მის მიერ მოკლული მოწინააღმდეგის ფიგურები და თავის მხარეს ათამაშოს, ეს კი საქმეს ძალიან ართულებს და სწორედ ამაშია შოგის ხიბლიც.

არალეგალური მოძრაობები

1. არ შეიძლება პაიკების ერთმანეთზე მიწყობა რიგში.
2. არ შეიძლება პაიკის გაცოცხლება “ქიში და შამათის” თქმისთვის.
3. არ შეიძლება ქვის გაცოცხლება თუკი მას არ აქვს შემდეგში სვლის გაკეთების საშუალება. მაგალითად თუკი მე გავაცოცხლებ პაიკს, შუბს ან მხედარს მიწინააღმდეგის ბანაკის მეცხრე უჯრაში მათ საშუალება არ ექნებათ რომ იმოძრაონ.(ამ შემთხვევაში დაწინაურება არ მოქმედებს, რადგან თუკი უკვე მოკლულ ფიგურას გააცოცხლებთ და მოწინააღმდეგის ბანაკის მეშვიდე, მერვე ან მეცხრე უჯრაში მან ერთი სვლა მაინც უნდა გააკეთონ რომ დაწინაურდნენ. ხოლო თუკი ცოცხალი ქვა მოხვდება დამაწინაურებელ ზონაში იგი მაშინვე დაწინაურდება)

ამ წესების ცოდნა აუცილებელია რადგან  თუკი თქვენ არალეგალურ მოძრაობას შეასრულებთ მაშინვე დამარცხდებით.

შოგის თამაში შესაძლებელია ონლაინში საიტზე www.81dojo.com  

machvinio133

asdfasdf
Back to top button