საკითხავისასარგებლოუცნაური

მსოფლიოს საოცრებები

პოსტში დაწრილ მსოფლიო საოცრებათა შესახებ არ არის გამორიცხული ჯერ არაფერი იცოდეთ. საოცრებებზე თუ მიდგა საქმე, ყველას კარგად ცნობილი “7 საოცრება” მოაგონდება. მაგრამ მსოფლიო დიდია, 7-ზე ბევრჯერ მეტი გასაოცარი რამ არსებობს და არც ქვემოთ მოყვანილი ადგილები ჩამოუვარდება მათ სილამაზითა და სიდიადით.

ბრინჯის ტერასები. ფილიპინები. ( Rice Terraces – Philippines )

ეს ადგილი 2000 წელს ითვლის. იგი მთაზე არაჩვეულებრივად, ჩუქურთმებივით არის გამოკვეთილი. მას მსოფლიოს მე-8 საოცრებასაც უწოდებენ. ფიქრობენ, რომ ტერასები მინიმალური ხელსაწყოების საშუალებით, მეტწილად ხელით აშენდა. იგი ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე მდებარეობს და დაახლოებით 10 360 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ტერასების წყლით მომარაგება უძველესი სარწყავი სისტემის საშუალებით ხდება, რომელიც მის თავზე არის მოთავსებული. ადგილობრივებს აქ ბრინჯი და ბოსტნეული მოჰყავთ. შედეგი კი ას არის, რომ ეს საოცარი ადგილი შეიძლება ეროზიის მსხვერპლი გახდეს, ამიტიმ მას რეკონსტრუქცია და მოდმივი მოვლა ესაჭიროება.

სინგირია. შრი-ლანკა. (Sigiriya – Sri Lanka)

სინგირია, რომელსაც სხვაგვარად ლომის მთასაც უწოდებენ უძველესი ციხესიმაგრის ნანგრევებს წარმოადგენს შრი-ლანკას ცენტრში. იგი გარშემორტყმულია ბაღების, რეზერვუარებისა და სხვა და სხვა სახის სტრუქტურების ფართო ქსელით. სავარაუდოდ სინგირია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 477-445 წლებშია აგებული, მეფე კასაპა I-ის დროს.

ჰერკულესის კოშკი. ესპანეთი. (Tower of Hercules – Spain)

ჰერკულესის კოშკი ძველი რომაული შუქურაა ნახევარკუნძულზე, რომელიც ქალაქ ლა-კურუნიადან დაახლოებით 2,4 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს. მისი სიმაღლე 55 მეტრია და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროს გადაჰყურებს. კოშკის ასაკი 1 900 წელს ითვლის. იგი რესტავრირებულ იქნა 1791 წელს და დღეს დღეობით იგი კვლავ შუქურად გამოიყენება.

ტორუნი. პოლონეთი. (Toruń – Poland)

ტორუნი ქალაქია ჩრდილოეთ პოლონეთში, მდინარე ვისლის სანაპიროზე. არქეოლოგების დასკვნით პირველი დასახლება აქ ქალაქში 1 100 წლით თარიღდება. 1230-31 წლებში აშენდა სხვა და სხვა დატვირთვის მქონე შენობები, ხოლო 1 280 წლისთვის უკვე დასრულებული სახე მიიღო და შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრიც გახდა. როგორც სურათზე ჩანს, ტორუნი საკმაოდ ლამაზი ქალაქია, რომლის მონახულებაც ნამდვილად ღირს.

ყვავილების ველი. ინდოეთი. (Valley of Flowers – India)

ე.წ “ყვავილები ველი” გამორჩეულად მშვენიერი, ზღ. დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარე საოცარი ადგილია. თავისი “ნაზი” ლანდშტაფტით, ლამაზი მდელოებით, ულამაზესი ყვავილებითა და გასაოცარი მშვიდი გარემოს წყალობით იგი უამრავი ადამიანის გულს ატყვევებს. ეს მდელო ას სხვა და სხვა სახის ყვავილებს აერთიანებს, რომლებსაც განსაკუთრებელი, დამახასიათებელი ფერი აქვთ. ყვავილების ველი 1982 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა და ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ადგილადაა აღიარებული.

მეტეორა. (Metéora)

მეტეორა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც საბერძნეთში მდებარეობს. იგი განთქმულია თავისი ადგილმდებარეობით – მთის სვეტების თავზე. ეს ეს კომპლექსი 24 მონასტრისგან შედგება. თითოეული მათგანი ბუნებრივი ქვიშაქვისგან არის აგებული. 24-დან დღესდღეობით მოქმედი მხოლოდ 6-ია. ამხელა სიმაღლეზე ასვა სპეციალური კიბეებითა და ბადეებით ხდება. მეტეორას კომპლექსში სამონასტრო ცხოვრება X საუკუნიდან დაიწყო. 1989 წელს იგი შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

Natia Bregadze | Create Your Badge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close