არქივი

იტალიელი გაიძვერა

3d4691f8b197

ბოსტონის ბანკის რიგითი თანამშრომელის,კარლო პონზის მოგონილ მაქინაციას თავისი გენიალურობით ყველა განცვიფრებაში მოჰყავდა და მოჰყავს.

ეს ყველაფერი 1916 წლის ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო,როდესაც მუდამ პუნქტუალურმა ახალგაზრდამ,სამსახური მიატოვა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.ამის მიზეზი ის გახლდათ,რომ პონზიმ ერთი შეხედვით უბრალო აღმოჩენა გაკეთა.
იმდროინდელი საფოსტო კუპონები,რომლითაც წერილის გამგზავნი წინასწარ იხდიდა მოპასუხის წერილის საფასურს,სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად ფასობდა.მაგალითად ესპანეთში შეძენილი კუპონი შეერთებულ შტატებში სამჯერ უფრო ძვირი ღირდა.

ამ ფაქტით მიღებული სიხარული არც ისე დიდხანს გაგრძელდა,რადგან იმედი გაუცრუვდა.მთელ მსოფლიოში გამოშვებული კუპონების საერთო ღირებულება 75 000 დოლარს არ აღემატებოდა.მაგრამ გული მ აინც არ გაუტეხავს და თავისი ოთახის სარკმელზე აბრა გამოაკრა.”საერთაშორისო საფოსტო ოპერაციების ფირმა.”
პირველუ გარიგება პონზიმ თავის უახლოეს მეგობრებს ასე შესთავაზა.”თუ თქვენ ახლა მომცემთ 50 დოლარს,პირობას გაძლევთ,რომ სამი თვის შემდეგ დაგიბრუნებთ 75 დოლარს.მან მალევე იშოვა ბიზნესისთვის საჭირო “დიდი თანხა” 100 დოლარი.
ქალაქის იტალიურ კვარტალში რამდენიმე დღის ხეტიალის შემდგეგ კარლო პონზიმ,სამომავლო მაღალი პროცენტების შეპირებით,ასეულობით თანამემამულე დაარწმუნა და როცა ხმა დაირხა,ხალხი თავად მიაწყდა მას.

ნამდვილი ბუმი კი მაშინ დაიწყო,როდესაც პონზიმ ყველა მეანაბრეს ვალი დიდი მოგებით დაუბრუნა.
ამ ხრიკის საიდუმლო კი მთლად პრიმიტიული იყო.”ესესხე პეტრეს,და მიეცი პავლეს!”
დღითიდღე მზარდი კლიენტურისაგან მიღებული თანხით,პონზი თავისუფლად ისტუმრებდა მეანაბრეთა ვალებს,ამასთან მათი უმრავლესობა ისევ პონზის ფირმაში აბანდებდა ფულს.

ორიოდე თვის შემდეგ პონზის ოჯახი ბოსტონის მილიონერთა ოჯახში გადაბარგდა.კარლო პონზი ფულის თვლას ვეღარ აუდიოდა.მის სახლთან მუდამ უწყვეტი რიგები იდგა,რაც ამერიკისთვის დიდი იშვიათობა იყო.ის იძულებული იყო რამდენიმე თანამშრომელი დაექირავებინა.

რა მოხდა მას შემდეგ?
თაღლითმა იტალიელმა დაბანდებული ფულის პროცენტებით განაღდების ვადა ერთი თვით შეამცირა და მოგება 200 პროცენტით გაზარდა.
ქალაქი გადაირია,ბოსტონში ბანკების მოძრაობა ჩაკვდა ყველა პონზისთან მიიჩქაროდა,რომლის საბანკო ფილიალები აღმოსავლეთ სანაპიროს ჭორფლივით მოედო.
გაიძვერა იტალიელის სისტემა წააგავდა ველოსიპედის მართვის პრინციპს.”თუ გინდა არ წაიქცე,გამუდმებით უნდა
იმოძრაო!”

პონზიმ დაამუშავა და დაგეგმა პანამერიკის საფოსტო საინვესტიციო კომპანიის შექმნის იდეა.ამერიკის უმდიდრესი ბანკირები მასთან მდაბალი სალმის მისაცემად მიიჩქაროდნენ.
როგორც ყველა გენიალური თაღლითობა პონზის ბიზნესიც უმნიშვნელო შემთხვევამ გააცამტვერა.
თავისი დაბადების დღე,მილიონრად ქცეულმა კარლო პონზიმ ზღაპრული წვეულებით აღნიშნა.ამერიკის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები დიდ პატივად მიიჩნევდნენ მის წვეულებაზე მიწვევას.შეზარხოშებულმა კარლომ ერთ-ერთ საფოსტო ფირმის წარმომადგენელს სთხოვა,აეხსნა თუ როგორ უნდა გადაერიცხა რამდენიმე ატასი დლარი იტალიაში მცხოვრები მშობლებისთვის.მან აუხსნა პროცესი,მაგრამ ეჭვი დაებადა,ის ხომ მილიონებს სწორედ საფოსტო ოპერაციების მეშვეობით იხვეჭდა?!.
არც თუ ისე ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ მის საიდუმლოს ფარდა აეხადა და დააპატიმრეს.
ამბობენ,რომ ბოსტონს ასეთი შავი დღე არასდროს გასთენებია.თანაც საწყენი ის იყო რომ მთელ ქალაქს ვიღაც ცხვირმოუხოცავი იტალიელი ატყუებდა.

სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა,მაგრამ ორი წლის შემდგეგ ის იტალიაში გაასახლეს.მაგრამ მას კიდევ გაუმართლა და კარლო დუჩე მუსოლინის პირად მრჩევლად დანიშნეს.
მისი შემდგომი ბედი უცნობია.

წყარო: წიგნი ,,საქმოსნები და თაღლითები”

მსგავსი ამბები

Back to top button