გასართობირეკორდებისაკითხავი

ოქროს მონოპოლი

:wtf: დიახ. ეს ის არის რასაც თქვენ ფიქრობთ.ოქროსგან დამზადებული მონოპოლი. ინფორმაცია გაგრძელებაში.

ნორმალური მონოპოლის ფული სულ 20 000 “ფეიკ” (ტყუილი)  დოლარის ღირებულებისაა,  ხოლო ამ  მონოპოლის  ფულის ღირებულება 2 მილიონი ნამდვილი ამერიკული დოლარია. :no: :shock:

სან ფრანცისკოელმა იუველირმა სიდნეი მობელმა ეს მონოპოლის სეტი შექმნა ოთხმოციან წლებში, როდესაც გაიგო, რომ ლონდონში მონოპოლის ტურნირი ტარდებოდა. ამის შექმნას მოანდომა ერთი წელი და ამ დაფაზე სულ ერთხელ არის ნათამაშები – მობელი შეეჯიბრა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ედუარდ ჰითს.

როგორც ვოლ სტრიტ ჟურნალი იუწყება, 84 წლის მობელს თავის კარიერაში ბევრი უცნაური ნივთი გაუკეთებია. მაგალითად:  ალმასის იო-იო და თაგვის დასაჭერები, ოქროს ტუალეტზე დასაჯდომი და აშ.  ეს მონოპოლი მისი გაკეთებული პირველი დაფის თამაში არაა, მას ასევე აქ დამზადებული სამკაულებით “შემოსილი” ნარდი, დომინო, ჭადრაკი…

შეიძლება გაგიჩნდეით კითხვა: – რატომ ღირს ეს მონოპოლის ასეთი ძვირი? ამის პასუხია ის, რომ  ამ მონოპოლის ყველა ნაწილი არის 18 კარატიანი ოქროთი დამზადებული.  დაფა შემკულია 165 ძვირფასი ქვით. მხოლოდ ორი კამათელი ერთად 10 000 დოლარის ღირებულებისაა.

ეს მონოპოლის სეტი განთავსებულია ამერიკის ფინანსის მუზეუმში, ნიუ იორკში. მობელი ამბობს, რომ ის ამას არასდროს გაყიდის.

იმედია დამიფასებთ და გამომიქვეყნებთ. ჩემით გადავთარგმნე (Say No to Copy&Paste! :ae: )

მსგავსი ამბები

Back to top button