საკითხავისასარგებლო

ჩე გევარა_მოხეტიალე არისტოკრატი…

58452cab3f09

ჩემს ძარღვებში ირლანდიელი მეამბოხეების, ესპანელი დამპყრობლების და არგენტინელი პატრიოტების სისხლი ჩქეფს… ჩე გევარა.

6f5fc3d6f28c

ერნესტო გევარა ლინჩი 1928 წლის 14 ივლისს მოევლინა ქვეყნიერებას
დონ ერნესტო გევარა ლინჩისა და ვენესუელური წარმოშობის_ხულია დე ლა სერნას
ოჯახში არგენტინის ქალაქ როსარიოში.
,,ტეტე,, როგორც მას ბავშვობაში ეძახდნენ უაღრესად ნიჭიერი და ამავე დროს უცნაური ბავშვი იყო.
იყო უსაზღვროდ გულწრფელი და სიგიჟემდე უყვარდა სპორტი, მაგრამ მისი ფანატიკური გატაცება
ველოსიპედი იყო.მოგვიანებით ის მეგობართან ერთად მოპედით შემოივლის მთელ მსოფლიოს.
მას ბავშვობიდანვე დაყვა ასთმა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ტანჯავდა, თუმცა არასოდეს მალავდა ამას.
კარგ მოსწავლედ არასოდეს ითვლებოდა ,,ტეტე,, მაგრამ ავადმყოფობის გამო ხშირად უწევდა გაცდენა.
1941 წელს სწავლა განაგრძო კორდოვაში დეან-ფუნისის სახელობის სახელწიფო კოლეჯში.
ოთხი წლის შემდეგ მან დაამთავრა კოლეჯი და ადგოლობრივი ვი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე
მოეწყო.
სწორედ ამ პერიოდში შეარქვეს მას მეგობრებმა ,,ჩე,, რომელიც სამხრეთ ამერიკულ გრამატიკულ თავსართს წარმოადგენს, რომელიც აღტაცებას, გაოცებას და რიგ შემთხვევებში დათანხმებას აღნიშნავს.სწორედ ამ სიტყვის ხშირად ხმარებისთვის შეერქვა მას ეს მეტსახელი, რომელიც მთელი ცხოვრება თან გაყვა და დღესაც ასე იცნობს მთელი მსოფლიო.

1cbeb6ed994c

1951 წელს ჩე იწყებს მოგზაურობას ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სწორედ ამ დროს ჩამოუყალიბდა სურვილი დახმარებოდა ხალხს იმპერიალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მისი პირველი რევოლუციური ნათლობა 1954 წელს მოხდა გვატემალაში. 1956 წელს ჩემ გაიცნო შემდგომში მისი ერთგული მეგობარი და თანამოაზრე ფიდელ კასტრო, რომელიც ასევე გატაცებული იყო რევოლუციური იდეებით. იმავე წელს თანამოაზრეებთან ერთად იწყებენ პარტიზანულ ბრძოლას ბრძოლას ბოლივიაში_სიერა მაესტრეს მთებში ბოლივიის დიქტატორის ბატისტას წინააღმდეგ.
მის დაჯგუფებას ხალხმა ,,წვეროსნები,, უწოდა, ისინი მოსახლეობაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათ 1959 წელს ჰავანაშიც მოახდინეს გადატრიალება.
1959 წელს ჩე უდიდესი დამსახურების გამო კუბის ეროვნული ბანკის დირექტორად ინიშნება, სადაც ორი წელი მუშაობს ხოლო 1961 წელს მრეწველობის მინისტრად გადაყავთ.

e154c24a7b69

ჩეს ხუთი შვილი ყავდა, პირველი ცოლისგან ერთი, დანარჩენები მეორისგან.
პირველი ცოლი_პერუელი ჰილდა გადაე 1953 წელს გვატემალაში მოგზაურობისას გაიცნო, ისიც მეუღლის მსგავსად რევოლუციონერი იყო. მეორე ცოლი ალეიდა მარჩი კი კუბელი რევოლუციონერი გახლდათ, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, თუმცა ჩე ძალიან იშვიათად ჩნდებოდა სახლში, ის არცერთი შვილის დაბადებას არ დასწრებია.
მისი შვილი ალეიდა, რომელიც დღეს ცნობილი პედიატრია, იხსენებს როგორ მოდიოდა მათთან სახლში უცხო მამაკაცი, როგორ მოჰქონდა ბავშვებისთვის კანფეტები და როგორ ეფერებოდა მათ. ჩეს ეშინოდა შვილებს არ ეცნოთ და მისი და ფიდელის ადგილსამყოფელი არ გაეცათ. კუბიდან წასვლის შემდეგ აღარც უნახავს ისინი…

585eac8ab398

1965 წელს დაირხა ხმები ჩეს სიკვდილთან დაკავშირებით, ის გაუჩინარდა, მის სახელს დომენიკის რესპუბლიკაში მომხდარ არეულობებს უკავშირებდნენ, როგორც შემდგომ გაირკვა ეს უცნაური გაუჩინარება ახალი, უდიდესი რევოლუციური ბრძოლისთვის მზადება იყო. 1965 წლის სექტემბერში მაიორმა ჩე გევარამ კუბა დატოვა.

6b3208e43dd2

ისევ ბოლივია, ისევ სიერა მაესტრეს კლდეები… ეს მისი საბედისწერო ადგილი აღმოჩნდა. აქ შეეწირა მაიორი ბრძოლას იმპერიალისტი დამპყრობლების წინააღმდეგ.
შეუდრეკელი და შეუდარებელი იყო მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები, როცა დაჭრილი, ფეხებმოწყვეტილი თავის ორ ერთგულ მეგობართან ერთად დაატყვევეს და სოფლის სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჩაკეტეს. მან არავისთან ისურვა ლაპარაკი, მხოლოდ სკოლის მასწავლებელ ახალგაზრდა ქალს გაუღიმა და დაფაზე შემორჩენილ ორთოგრაფიულ შეცდომაზე მიუთითა და ესაუბრა ახალგაზრდობის განვითარების უდიდეს მნიშვნელობაზე.
ჯერ მისი მეგობარი მოკლეს, სანამ ავტომატის ხმა გაისმებოდა მან მოასწრო სიკვდილის წინ ხმამაღლა დაეყვირა: ,, ვამაყობ რომ ჩესთან ერთად ვკვდები…,,
ამერიკელი რეინჯერი შეეცადა მის დაკითხვას, მაგრამ მაიორი სდუმდა.
__ რაზე ფიქრობთ? _ კითხა ჩეს.
__ ვფიქრობ რევულუციის უკვდავებაზე, მესროლე შვილო ნუ გეშინია…_ გაამხნევა ჯარისკაცი, თუმცა ახალგაზრდა აკანკალებულმა ოფიცერმა ვერ გაბედა სროლა.
ამ დროს ოთახში შემოვარდა ამერიკელი უმცროსი ლეიტენანტი მარიო ტერანი და რამდენიმე გასროლით მაიორი ერნესტო ჩე გევარა სიცოცხლეს გამოასალმა.

a62692056fb0

ჩეს სიკვდილის შემდეგ ფარდა აეხადა საშინელ საიდუმლოს: მისი ვერაგული მკვლელობის შემდეგ ამერიკელმა აგენტებმა აიღეს მისი სახის ნიღაბი, მიცვალებულს მოკვეთეს ხელის მტევნები, სხეული კი სადღაც გადამალეს.
ხელები და ნიღაბი მათ სჭირდებოდათ როგოეც ნივთმტკიცება, რომ მაიორი მართლა მოკლული იყო, ეშინოდათ რომ ხალხი არ დაიჯერებდა ლეგანდარული რევოლუციონერის სიკვდილს.
1970 წელს ფიდელ კასტრომ ერთ-ერთი მიტინგის დროს კუბელ ხალხს აუწყა ჩეს ხელების მოკვეთის ამბავი:
ჩვენი ერის ტრადიციები ცნობილია, იგი ასაფლავებს თავის შვილებს, მაგრამ მე გეკითხებით თქვენ: რა ვუყოთ ჩეს ხელებს? ესაა ერთადერთი რამ რაც ჩვენ ჩე გევარასგან დაგვრჩა, შევძლებთ კი ოდესმე ვიპოვოთ მისი სხეული? მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი ხელები, რომლებიც კარგადაა შენახული, ამიტომაც მინდა ხალხს შევეკითხო_ რა ვუყოთ ჩეს ხელებს?
__ შევინახოოოოოთ, შევინახოოოოოთ_შეაზანზარა ქალაქი მილიონი ადამიანის შეძახილმა.
რევოლუციურმა კუბამ შეინახა ჩეს ხელები…
90f9cc335f9a

4642cdc6e12b

37615b919bca

61fcab7356ce

23d4669b9650

79af880bdb62

cf27b07bda0a

614b901c9b1d

ეს გახლდათ პატარა ეპიზოდები მისი ბიოგრაფიიდან, დღეს ის თავისუფლების, ბრძოლის და ვაჟკაცობის სიმბოლოა მთელს მსოფლიოში. თუ გსურთ დაწვრილებით მისი ბიოგრაფია და მოღვაწეობა გაიგოთ წაიკითხეთ გურამ ფანჯიკიძის წიგნი_ ჩე გევარა, დამიჯერეთ გაცილებით მეტს გაიგებთ ვიდრე ინტერნეტში.

წყარო: გ. ფანჯიკიძე_ჩე გევარა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close