გართობა

ძაან მაგარიაა:))))

40227e5afec9

– გინდა მძღოლი გავაგიჟოთ? – ჩასჩურჩულა გიომ ანუკის.
– როგორ?
– ჩშშ.. ოღონდ არ დაიბნე და ამყევი.
– კაი.
გიომ თვალი ჩაუკრა, მერე სერიოზული სახე მიიღო და ხმამაღლა, მძღოლის გასაგონად თქვა:
– ანუკი, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა…
– რა იყო?
– არ ვიცი როგორ გამიგებ, შეიძლება ცუდად გამიგო, მაგრამ ესე გადავწყვიტე…
– მითხარი.
– უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და…
– და?
– ცოლად უნდა გამომყვე.
– რაა?!
– უნდა მოგიტაცო.
– გაგიჟდი??!
– არა, სერიოზულად გეუბნები! ახლავე, ამ ტაქსით!
ანუკიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და თავი ჩაღუნა. მძღოლი გაოცებული ისმენდა ამათ ლაპარაკს, თან სარკეში იყურებოდა დაბნეული თვალებით. გიო უცებ გადაიხარა და 50 ლარიანი დაუდო მუხლებზე, ანუკის რომ არ დაენახა, ისე.
– კაი, არ გინდა რა, ნერვიულობას აზრი არა აქვს, კარგად იქნება ყველაფერი.
– ჩემები რას იტყვიან?! – ანუკიმ თავი ხელში აიყვანა და თამაში განაგრძო.
– შენ ტელეფონს გამორთავ, მე ბიჭები მყავს გაფრთხილებული, თუ რამეა დამირეკავენ, არაუშავს, ინერვიულოს მამაშენმა ორი-სამი დღე.
– მომკლავს.
– ნუ სულელობ.
– და სად ვიქნებით ეს ორი-სამი დღე?
– საგურამოში, ბიძაჩემის სახლის გასაღები მაქვს.
– არავინ არ იქნება?
– არა.
– მაინც მეშინია, ამას ვერც ვიფიქრებდი…
– ნუ გეშინია, – ჩაეხუტა გიო, – ხო ხედავ, ტაქსისტიც კეთილი კაცი შეგვხვდა და გვეხმარება.
მძღოლმა გაიღიმა.
– მგონი არ გამოგვივიდა, ხო? – გიოს ყურთან მიიწია ანუკი.
– გამოგვივიდა, – კმაყოფილი სახით უპასუხა გიომ.
ამ დროს, ანუკიმ შენიშნა, რომ უკვე გვარიანად გასცდენოდნენ მის სახლს.
– სად მივდივართ? – იკითხა დაეჭვებულმა.
მანქანა დიღმის ტრასას გასცდა და საგურამოსკენ გადაუხვია.

245804eab701

Back to top button