კულტურა

ქარის ტურბინები თუ კარბონის ბოჭკოვანი ღეროები?

a8n5c

პროპერელიანი ქარის გენერატორების ნაცვლად, ახალი დიზაინის მქონე სისტემა, გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიას. რა იყო ტურბინების მთავარი პრობლემა? მას სჭირდებოდა გაცილებით დიდი ადგილი, ასევე გასათვალისწინებელი იყო ტურბინებს შორის დაშორება ერთმანეთისთვის ხელი რომ არ შეეშალათ, ამას ემატება ის ხმაური რომლებსაც ტურბინები გამოსცემენ და იმ ფრინველების სიკვდილი რომლებიც ტურბინებთან ახლოს აღმოჩნდებოდნენ. ახლა ტურბინებს ცვლის ღეროები. კომპანია Atlier DNA-იმ შეიმუშავა ახალი დიზაინი ქარის ენერგიის ელექტრო ენერგიად გადასაქცევად. დაგაინტერესათ? მაშინ განაგრძეთ სტატიის კითხვა.

3qnwa

შემოთავაზებული დიზაინი მოიცავს 1203 ღეროს. თითოეული გახლავთ 54 მეტრის სიმაღლის და გამგარებულია ფუნდამენტით რომლის სიგანე 10-დან 20 მეტრამდე მერყეობს. ღეროები შექმნილია კარბონის ბოჭკოსაგან რაც საშუალებას იძლევა ქარის პირობებში ღეროებმა მარტივად რხევა შეძლონ. ყველა ღერო აღჭურვილია ალტერნატიული ელექტროდთა შრეებით და კერამიკული დისკებით. წნევის ცვლილებასთან ან ღეროების გადახრასთან ერთად ხდება ამ დისკების კომპრესირება რაც წარმოქმნის მუხტებს.

იდეა დაიბადა მასშემდეგ რაც ეცადნენ ეპოვათ კინეტიკური მოდელები ბუნებაში რისი საშუალებითაც შეძლებდნენ ალტერნატიული ენერგიის წყაროს შექმნასა და გამოყენებას.

შემოთავაზებული მოდელი განლაგდება 26 კვადრატული კილომეტრის ფართობზე.

სისტემის მთავარი ხიბლი იმაშია რომ დაიკავებს ნნაკლებ ადგილს ვიდრე ტურბინები და ხახუნის ძალით  გამოწვეული დანაკარგი საერთოდ აღარ იარსებებს რადგან გადაცემებში ენერგია არ დაიკარგება ისე როგორც ეს ტურბინის ტრიალისას ხდებოდა.

გამომგონებლები ფიქრობენ რომ ასეთი დიზაინი არა უბრალოდ მოსახერხებელია არამედ ლამაზიც. იქ სადაც ეს ღეროები დამონტაჟდება შესაძლებელია განთავსდეს ფეხით სასეირნო პარკები. ადამიანებს კი ნამდვილად ესიამოვნებათ ასეთი დიზაინის მქონე პარკში სეირნობა. მითუმეტეს რომ პარკი არ იქნება გამწვანებას მოკლებული რადგან ღეროების ფუნდამენტებს ისეთი დიზაინი აქვთ წვიმის დროს მოსული წყალი ჩაიღვრება პირდაპირ იმ ადგილებში სადაც ადამიანებმა უნდა ისეირნონ და დაისვენონ შესაბამისად ადვილი იქნება იქ სხვადასხვა მცენარეებისა თუ გაზონების გაზრდა და მოვლა. მეცნიერები თვლიან რომ ასეთი პარკი განსაკუთრებით ლამაზი და რომანრიული იქნება ღამით რადგან ყოველ ღეროს თავზე აქვს ნათურები თვითმფრინავების გგასაფრთხილებლად მაგრამ ეს ასევე შექმნის ხელოვნური ღამის ცის იმიტაციას. რის შედეგადაც ქალაქის მაცხოვრებლებს შეეძლებათ ისეირნონ მათთვის პერსონალურად მორთული ცის ქვეშ

rvj07

კომპანიის თანამშრომლები ამბობენ რომ ასეთი დიზაინის მქონე პარკებს უკვე მალე ვიხილავთ ჯერ დუბაიში შემდეგ კი სხვაგანაც. ისინი ასევე აპირებენ ასეტი ღეროების წყლის ზედაპირზე განლაგებასაც.

მე ძაან მომეწონა დიზაინიც და იდეაც  იმედია თქვენც :)

წყარო: ბლოგი mecnieri.co.cc , Discovery Science და მე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button