ახალი ამბებისასარგებლო

ინტელექტუალური თამაში-რა? სად? როდის?

42d85b2e75ae

ეს არის პირველი ჩელენჯ ლიგის კითხვები, რომელიც გუშინ გაიმართა.17.10.10

1. ამის სხვადასხვა ნაირსახეობა ყველა თქვენგანს უნახავს. პირველად ის გამოიყენა (და ფაქტობრივად შექმნა) სკოტ ფალმანმა, რომლის სურათსაც თქვენ ახლა ხედავთ. როგორც თვითონ აღიარებს, იმ დროს არც კი უფიქრია, რომ რაიმე განსაკუთრებული შექმნა. ეს რომ მცოდნოდა, ამბობს იგი, იმ წერილის ზუსტ თარიღს მაინც შევინახავდიო. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ის ორი სიმბოლო, რომელიც ამის ყველაზე გავრცელებულ ნაირსახეობებში გვხვდება.

2. ამ პროდუქტის წარმოების დაახლოებით მეოცე დღეს რძის მჟავის მარილები დუღდება, შედეგად კი წარმოიქმნება პროპიონის და ძმარმჟავა. პროპიონის მჟავა რძემჟავა კალციუმს შლის, რის შედეგადაც სხვა ნივთიერებებთან ერთად ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ეს უკანასკნელი პროდუქტის მიკროფორებში გროვდება და მათ გაფართოებას იწვევს. შედეგად ჩნდება ის, რაც ამ პროდუქტის დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს. დაასახელეთ ქვეყანა, რომელსაც ეს პროდუქტი უკავშირდება.

3. სკოლის მოსწავლეებისთვის ამ ძალზე საჭირო მეთოდის ხელოვნებას ყველაზე კარგად ტომ სოიერი ფლობდა. ალბათ ყველა ჩვენგანს მიუმართავს ამ მეთოდისთვის, რათა არ წასულიყო სკოლაში. დაასახელეთ ამის მეცნიერული სახელწოდება

4. XV საუკუნისთვის იტალიურ ქალაქებში არსებობდა ობოლ ბავშვთა სამეცნიერო და მუსიკალური სასწავლებლები. ამ სახელწოდების სასწავლო დაწესებულებები თითქმის ყველა თანამედროვე მოზრდილ ქალაქში გვხვდება. რა სასწავლებლებზეა საუბარი?

5. ავსტრალიაში ეს უკანასკნელად მოხდა 1927 წელს, თურქეთში – 1923 წელს, რუსეთში – 1918 წლის 12 მარტს. ამერიკაში, საფრანგეთსა და ინგლისში ეს მეოცე საუკუნეში არ მომხდარა. რომელ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მოხდა ეს უკანასკნელად.

6. გერმანული კინოს ვარსკვლავს, ზარა ლეანდრეს, ჰკითხა ერთხელ გებელსმა: ზარა, თქვენი სახელი ებრაული ხომ არ არის? ზარა დაეთანხმა და საპასუხო კითხვით მიმართა, რითიც სიტუაციიდან თავის დაძვრენა შეძლო. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ კითხვა, რომლითაც ზარამ გებელსს მიმართა.

7. როდესაც კალიგულამ ეს ბეის ყურეზე გააკეთა, ხალხმა იფიქრა, რომ ეს იყო სპარსეთის მეფის, ქსერქსეს მიბაძვა. მაგრამ რეალურად ეს იყო ძალების დემონსტრირება ჩრდილოელი ტომების მიმართ. ამ მოქმედებამ გამოიწვია პურის მწვავე დეფიციტი რომში. დაასახელეთ ამის მიზეზი.

8. I მსოფლიო ომის დასასრულს ფრანგებმა და იტალიელებმა ჰაერში გაბატონება მოახერხეს. თუმცა საუკეთესო პილოტი უპირობოდ მანფრედ ფონ რიხტჰოფენი იყო. (მან 89 ობიექტი ჩამოაგდო). თვითმფრინავის ფერისა და თავისი წოდების გამო მას მოიხსენიებდნენ იმ მეტსახელით, რომლითაც მოიხსენიებენ თანამედროვე ძალზე ცნობილ გერმანელს. დაასახელეთ ეს მეტსახელი.

9. ერთხელ მეგობრებმა ფეხმარდ ალექსანდრეს გამოსაცდელად ჰკითხეს: ოლიმპიური შეჯიბრებების დროს რბენაში ხომ არ მიიღებ მონაწილეობასო? – სიამოვნებით, – მიუგო ალექსანდრე მაკედონელმა – თუკი ჩემი მეტოქეები ისინი იქნებიანო. ვინ იგულისხმა ალექსანდრე მაკედონელმა?

10. ქართულში შემოსული ეს ძველი სპარსული სიტყვა თარგმანში ნიშნავს „ტახს“. თბილისში ერთ-ერთი ადგილი ამ სახელწოდებას ატარებს. ქართლის ცხოვრების მიხედვით ასე ერქვა IV საუკუნეში მოღვაწე ქართლის მეფეს. ამ გვარით კი ცნობილია მეოცე საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარი. დაასახელეთ მხატვრის სახელი და გვარი, რომლითაც მას ჩვენ ვიცნობთ.

11. 1768 წელს კუნძული კორსიკა აჯანყდა საფრანგეთის წინააღმდეგ. კორსიკელები შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდნენ ფრანგებს. ყველა კორსიკელი იმ რწმენით მიდიოდა ომში, რომ ან გაემარჯვა, ან ცოცხალი აღარ დაბრუნებულიყო. როდესაც ტყვედ წაყვანილ კორსიკელს ჰკითხეს: -„როგორ ომობთ, თქვენ ხომ ჰოსპიტალებიც კი არ გაქვთ? რას შვრებით, როცა დაიჭრებითო?“ მან უპასუხა: …
რა უპასუხა კორსიკელმა მებრძოლმა?

12. ინდიელთათვის, შემდეგ კი გაუჩოთათვის, ეს ძალზედ მოსახერხებელი ნივთი იყო: კარგ ამინდში იყენებდნენ შარფად (კაშნედ), ცუდ ამინდში – ლაბადად, ღამე კი – დასაფარებლად. რაზეა საუბარი?

13. ეს მოძრაობა აღმოცენდა მე-18 საუკუნის ინგლისში. მისი მიმდევრები ერთიანდებოდნენ პრინციპით „ძმობა, სიყვარული, თანასწორობა და ურთიერთდახმარება.“ ლონდონელი მქადაგებლის, ჯეიმს ანდერსონის მიხედვით ისინი არც მთლად ათეისტები უნდა ყოფილიყვნენ და არც რელიგიის გარეშე მდგარი თავისუფლად მოაზროვნეები. ისინი თაყვანს სცემდნენ ღმერთს, როგორც სამყაროს დიდ „არქიტექტორს“. რა მოძრაობაზეა საუბარი?

14. რომელი ტრადიცია, რომელიც მომდინარეობდა 1870 წლიდან, დაარღვია რომის პაპმა პავლე VI-მ (1963-78)?

15. ერთხელ დირიჟორ არტურო ტოსკანინის ჰკითხეს, თუ რამდენ ენას ფლობდა. მაესტრომ უპასუხა: ლამაზ ქალთან ფრანგულად ვსაუბრობ, ფინანსური საკითხების გადაჭრისას – ინგლისურად, კონფლიქტის დროს გერმანულს ვიშველიებ. ყურადღებით, შეკითხვა: რომელ ენას იყენებდა ტოსკანინი, როდესაც წვერის პარსვისას ლოყას გაეჭრებოდა?

მსგავსი ამბები

Back to top button