არქივი

დუბაი

d1b44197160e

დუბაი – არაბეთის გაერთიანებული საამიროების შვიდი საამიროდან ერთ-ერთი და ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი. მდებარეობს სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე არაბეთის ნახევარკუნძულზე. დუბაის მუნიციპალიტეტს ხშირად დუბაი-სითის უწოდებენ, მისი საამიროსაგან განსასხვავებლად

0117cded351f

დუბაი ეს ქალაქი-ფენომენია. დუბაიში მოქმედებს გადასახადებისა და ბიუროკრატიისგან თავისუფლების ფენომენი. ეს ქალაქი სპარსეთის ყურეში ყველაზე ცნობილია და საუკეთესო პირობებს ქმნის შოპინგისა და ზღვაზე დასვენებისათვის. ვერსად შეხვდებით ამდენ სავაჭრო ცენტრს და ასეთ დაბალ ფასებს მსოფლიო მარკების პროდუქციაზე. დუბაი ჯუმეირას რაიონი პლაჟზე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია. ეს მრავალკილომეტრიანი ქვიშიანი პლაჟია ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროებით, მათ შორის შვიდვარსკვლავიანი “ბურჯ ალ არაბითა” და ექვსვარსკვლავიანი “ჯუმეირა ბიჩით”. “შარჯში კულტურაა, დუბაიში კი გართობა”-ამბობენ არაბეთის გაერთიანებული ემირატების მოქალაქეები.

7fcab8cce0ab

მართლაც, რაც შეეხება ღამის კლუბებს, რესტორნებს, სპორტულ დაწესებულებებს, მაღაზიებს, ამ მხრივ დუბაი მართლაც პირველია. რა თქმა უნდა, ეს ქალაქი ძალიან კარგია კონფერენციების, გამოფენების, ბიზნეს-ტურებისათვის. დუბაიში ყველა პირობაა სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის, ესენია: ავიასპორტი, იალქნიანი სპორტი, ალპინიზმი, ზღვის თხილამურები, თევზაობა, ნადირობა და ა.შ. ამ ქალაქში ყოველწლიურად ტარდება ცნობილი სპორტული სანახაობა (გოლფი, ტენისი, ჯირითი), სადაც დიდი ფულადი პრემიებია დაწესებული. გერმანიაში ჩატარებული ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, დღეს დუბაი მსოფლიოში ცნობილი კურორტების ათეულის წევრია. არაბეთის გაერთიანებული ემირატების ეს ქალაქი ცნობილია თავისი საგზაო ქსელით, რომელიც ესკადებითა და გვირაბებით სულ უფრო თანამედროვე ხდება. არანაკლებ აღფრთოვანებას იწვევს ჯებელ ალიას და რაშიდის პორტები.

129cd45e3fb2

ბურჯ დუბაი – ამჟამად მშენებარე სუპერმაღალი ცათამბრჯენი დუბაის ახალ საქმიან უბანში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დასრულებული არ არის, ცათამბჯენი უკვე მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაღლივი შენობაა. დასრულებისას კი ის ყველაზე მაღალი ადამიანის შექმნილი სტრუქტული ნაგებობა იქნება. გეგმით შენობის დასრულება 2009 წელს უნდა მოხდეს და ის უზარმაზარი განვითარების გეგმის ნაწილია, რომელიც შეიხ ზაიედის გზასა და დოჰას ქუჩის გადაკვეთის რეგიონში ხორციელდება. შენობის მთავარი არქიტექტორი, სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ჩიკაგოს კომპანია Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM). გეორგ ეფსტათიუ კომპანიიდან SOM არის პროექტის მმართველი პარტნიორი, ხოლო ადრიან სმიტი (SOM-დან წამოსული) დიზაინის პარტნიორი. დამოუკიდებელი შეფასება მოახდინა კომპანიამ CBM Engineers Inc

999b480a58c6

ეს კი დუბაის ხელოვნური კუნძული…

Back to top button