არქივი

სიმების თეორია

f4fb092cb5c2
რთულია დაწერო ისეთ რამეზე რაც მეცნიერებისათვისაც კი ბოლომდე აუხსნელი და გაუგებარია და ბევრი სკეპტიკურადაც კი არის განწყობილი, დაუმატეთ ამას ისიც რომ სკოლაში ფიზიკას “არვწყალობდი” და ალბათ მიხვდებით რა სიძნელეებთან მიწევს გამკლავება, მაგრამ თუ სირთულეების გეშინია ვერც ვერაფერს ვერ მიაღწევ, ამიტომ გადავწყვიტე შევჭიდებოდი თემას რომელმაც უნდა გადაატრიალოს ჩვენი ცოდნა ფიზიკის შესახებ.

e441c00a0347

როდესაც XX საუკუნის უჭკვიანესი ადამიანი ალბერტ აინშტაინი თავისი სიცოცხლის ბოლოში იყო მან დაიწყო ახალი თეორიაზე მუშაობა რომლის მიზანიც იყო იმის დამტკიცება რომ სამყარო არა ქაოსური და შემთხვევითობებზე დამყარებული წარმონაქმნია, არამედ ის მოწესრიგებულია და შემთხვევითობა აქ არაფერშუაშია, მას სურდა მეცნიერული გზით დაემტკიცებინა ის რასაც რელიგიები რწმენით ცდილობდნენ ახსნას ანუ სამყარო უმაღლესმა გონმა შექმნა გააზრებულად და მეთოდურათ და არა რაღაც შემთხვევითობამ, სურდა ეჩვენებინა რომ სუბატომური ნაწილაკებით დაწყებული გალაქტიკებით დასრულებული ყველაფერი უნივერსალურ კანონებს ემორჩილება. რამდენიმე წელი “ებრძოდა” ის გამოთვლებს და ფორმულებს მაგრამ უშედეგოთ, მან ვერ შეძლო იმის დამტკიცება რომ სამყარო “წესრიგმა შვა და არა ქაოსმა”. ამ მიმართულებით კვლევას “ყველაფრის თეორიის” ძებნა შეარქვეს და დღევანდელ დღემდე ფართო სამეცნიერო წრეებში “მუდმივი ძრავის” რანგში გადიოდა ანუ მეცნიერული ფიქცია.
ფუნდამენტური პრობლემა ის არის რომ სუბატომური ფიზიკა ანუ კვანტური მექანიკა და დანარჩენი სამყაროს ფიზიკა ანუ კლასიკური მექანიკა, ანუ ფარდობითობის თეორია ერთმანეთისგან განსხვავებულია და ერთმანეთთან დაკავშირება ურთულესია, როგორც მიჩიო კაკუმ თქვა (ამ კაცზე ცოტა მოგვიანებით) “ეს იგივეა რომ ვეშაპი და იხვნისკარტა ერთმანეთზე გადააბა სკოჩით “.

6b0d781fdfcd

ალბერტ აინშტაინის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე 1954 წელს ფრანგმა და შვეიცარიელმა ფიზიკოსებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ის რასაც ვერ ახერხებდა ეს გენიოსი ადამიანი და დაარსეს ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია შემოკლებით CERN. დღეს რომ კოლაიდერი ვიცით სულ ყველამ ეკუთვნის ამ ორგანიზაციას, ალბათ არ იცოდით რომ ის არ არის პირველი მანამდე კიდევ 6 უფრო მცირე ზომის კოლაიდერი არსებობდა .  კოლიდერის ერთ – ერთი მაგრამ არა ერთადერთი მიზანი არის რომ დააკავშიროს კვანტური მექანიკა კლასიკურ მექანიკასთან, ზუსტად ამ საქმეში არის ჩართული იაპონური წაროშობის ამერიკელი ფიზიკოსი მიჩიო კაკუ (რომელიც სტეფან ჰოკინგთან ერთად ითვლება თანამედროვეობის უდიდეს ფიზიკოსად) თვლის რომ იპოვა პასუხი, სანამ კოლიდერი დაამტკიცებს ან უარყოფს მის მოსაზრებას მისი თეორია მხოლოდ ჰიპოთეზა არის და მეტი არაფერი, ვიცი რომ დიდი შესავალია მაგრამ ეს იმისათვის რომ უკეთესად აღიქვათ ამ ჰიპოთეზის მნიშვნელობა, დავიწყოთ!

46b81c0ec14b

მიჩიო კაკუ და სხვა ბევრი ფიზიკოსი მიიჩნევს რომ როდესაც დავშლით კვარკს (პროტონის შემადგენელს) და ელექტრონს აღმოვაჩენთ მოვიბრირე სიმს, ის თუ როგორ ვიბრირებს ანუ რა სიხშირით და რა მიმართულებით განსაზღვრავს მატერიის არს და სახეს, ანუ რომ შევძლოთ ვაშლის სიმის ვიბრირების სიხშირის და მიმართულების შეცვლა შეიძლება მივიღოთ… ბრილიანტი ან რამე სხვა იმიტომ რომ კვარკებიდან დაწყებული ატომით გაგრძელებული და მატერიით დასრულებული ყველაფერი შეიცვლება.

7c6349303689

თუ ეს ჰიპოთეზა ჭეშმარიტია ე.ი უმაღლესი გონი უკრავს ვიოლინოზე რომელსაც ეს სიმები აქვს და ასრულებს შედევრს რომელსაც ქვია სამყარო, ხოლო დიდ აფეთქება სხვა არაფერია თუ არა პირველი სიმის “აჟღერება” (ცოტა ოდენი პოეზია არ გვაწყენს) დიდი აფეთქება ტყუილად არ მიხსენებია, მიჩიო კაკუს თქმით სიმების თეორია დაამტკიცებს რომ დიდი აფეთქება ნამდვილად მოხდა და ის არ იყო შემთხვევითი.
ხო როდესაც მე ვთქვი სამყარო რათქმაუნდა ვიგულისხმე 10 განზომილებიანი ჰიპერ სივრცე… აჰა, აჰა ზუსტად ეგეთი სახე მქონდა მეც პირველად რომ გავიგე ეგ და იმ მეცნიერებსაც ვინც მიჩიო კაკუსგან პირველად გაიგო ეგ ტერმინი. აქამდე ვიცოდით რომ არსებობდა 4 განზომილება 3 სივრცითი და ერთი დრო მაგრამ გამოდის რომ გვაქვს 10 განზომილება, ამ თემას ცალკე პოსტი ჭირდება და ამიტომ ძალიან მოკლედ ავხსნი სიმის ვიბრირებისათვის არ არის საკმარის 3 სივრცითი და ერთი დროითი განზომილება საჭირო კიდე 6 განზომილება რომ მან იმოძრაოს, ეს მათემატიკურად ამოხსნა ბატონმა კაკუმ და მისმა თანამოაზრეებმა.
მიჩიო კაკუ ამბობს რომ მისი თეორიას ექნება პრაქტიკული გამოყენებაც შესაძლებელი იქნება სხვა პარალელურ სამყაროებში მოგზაურობა.
და ბოლოს მიჩიო კაკუს ბოლომდე არ ამოუხსნია ეს განტოლება, ჯერ ვერ “ჩავიდა” ბოლომდე, მაგრამ ფაქტია რომ მსოფლიოში ბევრი ელოდება საბოლოო ფორმულას რომელიც როგორც მიჩიო კაკუ თვითონ ამბობს არ უნდა აღემატებოდეს 1 ინჩს სიგრძეში.

მსგავსი ამბები

Back to top button