ემოციური ემოცია
პოსტი გეძღვნებათ თქვენ, ყველაზე უცნაური საიტის ყველაზე ემოციურ მკითხველებს.
არ არსებობს ადამიანის ცხოვრება ემოციების გარეშე. ხშირად ამბობენ რა უემოციო ადამიანიაო, ალბათ ის უემოციობაც ერთგვარი ემოციაა, არაფრის განცდის ემოცია… იგი გვეხმარება ადამიანებთან და გარემოსთან ურთიერთობაში, მისი დამალვა შეუძლებელია, თვალები, ტუჩები ამხელს ყველაფერს…
ყველაზე ლამაზი ემოცია ალბათ მაშინაა როდესაც ვინმეს ვახარებთ *-*
სიყვარული – ეს ყველაზე ემოციური ემოციურობაა…
სიცილი – ყველაზე მხიარული ემოციაა.
ემოცია გადამდებია, თუ თქვენს გარშემო ადამიანები დადებით ემოციას ამჟღავნებენ, თქვენც ნებით თუ უნებლიედ დადებითად იმუხტებით… უყურო ბედნიერ ადამიანს, ეს უკვე ბედნიერებაა…
ემოცია მრავალფერია… თუ თქვენ არ შეგიძლიათ გამოხატოთ ის სიტყვებით, მაშინ გამოხატეთ ფერებით, ფორმებით…
ტირილი – ეს ყველაზე მარტივი გზაა გათავისუფლდეთ ცუდი ემოციებისგან… იტირეთ! დიახ იტირეთ და თქვენ გულზე მოგეშვებათ…
თუ მამაკაცი ტირის, არ იფიქროთ ის აუცილებლად სუსტია, ტირილი ყველაზე ძლიერებსაც შეუძლიათ.
… იემოციეთ ხალხნო და გაილამაზეთ ცხოვრება! *-*
…იმედი მაქვს სულ პატარა დადებითი ემოცია მაინც გაგიჩნდათ ამ პოსტის ნახვის შემდეგ :kiss: