ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ჩემი საიდუმლო მე (ტრანსგენდერი ბავშვების ცხოვრება)

6d71c653429b
ტრანსგენდერი ნიშნავს ისეთ ადამიანს,რომელსაც მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული, შინაგანი სქესი აქვს,ანუ ჰგონია,რომ სხვის სხეულშია. თუ ბიჭია გოგო უნდა რომ იყოს, თუ გოგოა ტრანსგენდერი, უნდა რომ ბიჭი იყოს. პოსტში ასეთ ბავშვებზე იქნება საუბარი და ვეცდები დაგანახოთ მათი სამყარო

როცა ვიბადებით, თავიდანვე გარკვეულია,თუ რომელ სქესს მივეკუთვნებით, ბავშვი ან გოგოა, ან ბიჭი. როცა ვიზრდებით ჩვენ ვირგებთ სქესის შესაფერის ხასიათს, საქციელს, თვისებებს. გოგონები თამაშობენ თოჯინებით,იცვამენ კაბებს,მოსწონთ პრანჭვა და ა.შ. ბიჭები თამაშობენ მანქანებით,იცვამენ შარვლებს,არიან ფიზიკურად უფრო ძლიერები. მაგრამ არსებობენ ბავშვები,რომელთან გარკვეული პრობლემები აქვთ, ისინი ინტერესდებიან საპირისპირო სქესის აქტივობებით. ყველაფერ ამას კი ხშირად მივყავართ დასკვნამდე,რომ ბავშვი ტრანსგენდერია.

ასეთ ბავშვები ოჯახში დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან, საზოგადოების რეაქციის გამო ცდილობენ დამალონ შინაგანი ,,მე” და ამის გამო მათი ცხოვრება ჯოჯოხეთს ემსგავსება, აქვთ დეპრესია, ცდილობენ ეს ჩაახშონ ნარკოტიკული საშუალებებით და შესაძლოა ადამიანი სუიციდამდეც მივიდეს. დღესდღეობით უამრავი ტრანსგენდერი ბავშვი ჯერ კიდევ ნიღბავს საკუთარ თავს,ცდილობს დაუმალოდ საზოგადოებას ნამდვილი სახე, მაგრამ ჩვენ გავიცნოთ ისეთები,ვინც შედარებით თამამები აღმოჩნდნენ.

7c339b752d6d
გაიცანით, ეს ჯაზია, ის ჩვეულებრივი ამერიკული 4 შვილიანი ოჯახიდანაა,მაგრამ როგორც ჩანს ეს ოჯახი არც ისე ჩვეულებრივი გამოდგა,რადგანაც არც ისე ბევრია ისეთი მშობელი,რომელიც ბავშვზე სქესის შეცვლის ოპერაციას დათანხმდება. ჯაზის შემთხვევაში კი ზუსტად ასე მოხდა, ის ბიჭი იყო, როგორც კი ლაპარაკი დაიწყო,ცხადი გახდა,რომ თავისი სქესით აშკარად უკმაყოფილო იყო. ბავშვი ცდილობდა თავისი შარვალი კაბისთვის დაემსგავსებინა, როდესაც რაიმეზე შეაქებდნენ კარგი ბიჭი ხარო,ნათქვამს უსწორებდა, ბიჭი კი არა გოგოო ამბობდა.

დედა, რენე იხსენებს ერთ ამბავს, როდესაც ჯაზი 2 წლის იყო დედიკოს ერთი კითხვა დაუსვა,რამაც ქალი ლამის შოკში ჩააგდო. ,,დედა,როდესაც ფერია მოვა თავისი ჯადოსნური ჯოხით,ის ჩემს გენიტალიას შემიცვლის? ”

რენე ამბობს,რომ ოჯახის ექიმმაც უთხრა,საქმე ჩვეულებრივ ბავშვურ ხუმრობას არ ეხებოდა და ბიჭუნა სპეციალისტთან მიეყვანა.
ამის შემდგომ ბიჭი ექიმ მერლინ ვოლკერთან მოხვდა,რომელმაც საბოლოო დიაგნოზი დაუსვა. მერლინი აცხადებს: როცა მე და ჯაზმა ლაპარაკი დავიწყეთ, მივმართე როგორც ბიჭს (მოგეხსენებათ,რომ ინგლისურ ენაში ბიჭის მიმართ გამოიყენება he და გოგოს მიმართ she) ბავშვმა როცა მის მიმართ ნაცვალსახელი he დააფიქსირა, მაშინვე შეუსწორა: მე გოგო ვარ, ანუ she უნდა თქვათო.
შემდგომ ექიმმა თოჯინები გადმოიღო,რომელსაც მამაკაცის და ქალის გენიტალიები ჰქონდა და ჯაზს კითხვა დაუსვა,რომელი თოჯინა ჰგავდა მის სხეულს, ბიჭუნამ მამაკაც თოჯინას დაადო ხელი და თქვა: ეს ვარ მე ახლა. მერე გოგონას დაადო ხელი და თქვა: ეს მინდა რომ ვიყო.

რატომ იბადებიან ტრანსგენდერები?
დაზუსტებით არავინ იცის,რა ხდება,რა მიზეზით ჩნდება ბავშვი ტრანსგენდერად,მაგრამ არსებობს მხოლოდ თეორიები, ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად, ფეხმძიმობის პირველი 8 კვირის განმავლობაში ყველა ნაყოფი ერთმანეთს გავს (იგულისხმება ტვინი). მდედრობითი<< ეს არის ბუნებრივი პოზიცია ნაყოფისა,მაგრამ ამის შემდგომ ტესტოსტერონები ზვირთდებიან საშვილოსნოში და მამრობითი სქესის ნაყოფის ტვინიც იცვლება. ზოგიერთი მეცნიერი თვლის,რომ თუ დედის ორგანიზმში ამ მეტად გადამწყვეტ პერიოდში ჰორმონების რაოდენობა ბალანსური არაა,ეს თავის ასახვას ბავშვის ტვინზე ჰპოვებს და შესაძლოა მას არ ჩამოუყალიბდეს სქესის შესაბამისი ტვინი.

ჯაზის შემთხვევაში,მშობლებმა გადაწყვიტეს,რომ გაეგოთ თავიანთი ბავშვისთვის და დახმარებოდნენ მას. სახლში ის გოგოდ გამოაცხადეს და გოგოსავით აცმევდნენ. გარეთ ჯერ კიდევ ჰქონდათ პრობლემები, ბაღში მისცეს უფლება,რომ გოგოს ზედატანები ეტარებინა,მაგრამ კაბის ჩაცმის უფლება მას არ ჰქონდა. ოფიციალურად ჯაზი მაინც ბიჭად ითვლებოდა.

თუმცა ჯაზი არ იყო ბედნიერი,ის ხშირად თვალცრემლიანი მისჩერებოდა მეგობარ გოგონებს და უნდოდა მათსავით ეცეკვა ბალეტი,მანაირი კაბები სცმოდა, მშობლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, მათი ბიჭი გოგო უნდა გამხდარიყო.

მოკლედ ბავშვის ცხოვრება მთლიანად შეცვალეს,მისცეს უფლება ყოფილიყო გოგონა,ეტარებინა კაბები და სკოლაშიც ასე მიიყვანეს. მასწავლებელმა იცის,რომ ჯაზი სინამდვილეში ბიჭია,მაგრამ კლასელების უმეტესობას ამის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. ჯაზიმ გაიზარდა თმა, გაიკეთა საყურეები,აცვია კაბები და თავს ბედნიერად გრძნობს.

ჯაზიმ როდესაც ბაღში დადიოდა თავის ექიმს ნახატი დაუხატა, პატარა გოგო იყო გამოსახული,რომელსაც ბიჭივით ეცვა და ტიროდა. როცა ექიმმა კითხა,თუ რატომ ტიროდა გოგონა,ბავშვმა უთხრა: იმიტომ რომ უნდა გოგოსავით ეცვას.

ასეა თუ ისე ჯაზის ლამაზი კაბების მიღმა ბიჭის სხეული იმალება.
რენე: ერთხელ შუაღამისას ჯაზი ტირილით დაგვადგა თავზე და თქვა, დედა მე საშინელი სიზმარი ვნახე, ვითომ სახეზე მამასავით წვერი და ულვაში მქონდა, დედა არ მინდა წვერები,არა..

იმისთვის,რომ ჯაზის სიზმარი არ ახდეს,როცა ის მომწიფდება ჰორმონალურ თერაპიას გაივლის, რაც ექიმებს საშუალებას მისცემს, დაბლოკონ მამაკაცური ჰორმონების მოჭარბება,ანუ იზრუნებენ ბავშვს არ ამოუვიდეს თმა, არ განუვითარდეს კუნთები ზედმეტად. რამდენიმე წლის მერე კი ესტროგენების გააქტიურებას დაიწყებენ,რაც ჯაზის სხეულს საშუალებას მისცემს გოგონას ტანს დაემსგავსოს, კერძოდ იმით,რომ გაეზრდება მკერდი, სხეულის ცხიმი კი წავა თეძოებისკენ,რათა ეს უკანასკნელი ფორმით გოგოსას დაემსგავსოს. 18 წლისას კი ჯაზს შეეძლება სქესის შეცვლის ოპერაციაც გაიკეთოს. მშობლები აცხადებენ,რომ თუ მათი შვილი ასეთ ნაბიჯს გადადგამს,მხარს დაუჭერენ.

რენე: მე ყოველთვის ვამბობ,რომ წინა ხაზზე ვარ. ჯაზი ახლა დაცულია. მე ის ხანძარი თავიდანვე ჩავაქრე,რომელიც ჩემს შვილს დაწვას უქადდა. მინდა მას გზა გავუხსნა უკეთესი ცხოვრებისკენ,არამარტო მას,არამედ ყველა ტრანსგენდერ ბავშვს. მათი ბრალი არაა ასეთებად რომ გაჩნდნენ.

ჯაზის ბავშვობა

cd363daca115

c096ce498ec2

6310673d1bf9

ae954df87c74

ადამიანი კი არა, ბუნება ირჩევს ვინ იქნება ტრანსგენდერი…

რაილი გრანტი – დაბადება სხვის სხეულში

c02332f65820
ეს რაილი გრანტია (გვარი შეცვლილია). სტეფანისა და ნილს ტყუპები შეეძინათ, გოგონა და ბიჭი. გოგოს ელი დაარქვეს,ბიჭს რიჩარდი. ელი ძალიან მხიარული, გახსნილი ბავშვი იყო, იგივეს ვერ ვიტყვით რიჩარდზე.
სტეფანი: მას დაბადებიდან დეფექტი ჰქონდა, ასე ვეძახით ჩვენ ამას, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ამაზე უფრო დიდი დეფექტი ქალისთვის,რომ გქონდეს პენისი, რიჩარდი სწორედ ასეთი შემთხვევაა.
როცა ბავშვი ორი წლის გახდა გადახრები მაშინ დაეტყო, მოსწონდა თავისი დის სათამაშოები,ტანსაცმელი.
დედას ეუბნებოდა: მე მინდა ჩემი დასავით ლამაზი ვიყო, დედა მე გოგო ვარ, მე კაბა მინდა.

როცა ბავშვები ორწლინახევრის იყვნენ,დედ-მამამ მხოლოდ მაშინ გააანალიზა,თუ რამხელა პრობლემასთან ჰქონდათ საქმე. რიჩარდს ხელში მაკრატელი უპოვნეს,რომლითაც პენისის მოჭრას აპირებდა და ხმამაღლა ყვიროდა, რომ ეს ,,რაღაც” მას არ უნდა ჰქონოდა.
ექიმმა მშობლებს ურჩია,რომ ესწავლებინათ ბავშვისთვის,თუ როგორ უნდა ეცხოვრა ბიჭად,მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. რიჩარდა დაბადების დღის გადახდაზეც უარი განაცხადა,რადგან იცოდა ბიჭის სათამაშოებს აჩუქებდნენ.

ბოლოს სტეფანიმ გადაწყვიტა რიჩარდისთვის ცოტა თავისუფლება მიეცა და კაბების ჩაცმის ნებართვა მისცა,ოღონდ მამისგან მალულად. დედა ყვება,რომ ბავშვი ამ პერიოდში განსაკუთრებით მხიარული და ბედნიერი იყო.

ბავშვის გაორებულმა ცხოვრებამ მშობლების ქორწინებასაც ბზარი გაუჩინა და ისინი კინაღამ ერთმანეთს დაშორდნენ.

რიჩარდი: დედა მე ისეთი გაბრაზებული ვარ ღმერთზე, მან შეცდომა დაუშვა, ბიჭად გამაჩინა,მე კი სინამდვილეში გოგო ვარ. ყოველ ღამე ღმერთს ვეხვეწები,რომ გოგოს სხეული მომცეს,მაგრამ როცა დილას ვიღვიძებ ისევ ბიჭი ვარ. დედა, ღმერთს არ უნდა გამოასწოროს თავისი შეცდომა.

ბავშვის ფსიქიკა თანდათან ირღვეოდა,მან ფანჯრიდან გადახტომაზე დაიწყო ლაპარაკი და მშობლების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა,რომ რაიმე არ ჩაედინა. შემდეგ გახშირდა ისტერიკული შეტევები და ერთხელაც მორიგი ისტერიკის დროს იძულებულნი გახდნენ საავადმყოფოში გადაეყვანათ,რადგან ბავშვი სულ გალურჯდა.

ამის მერე ექიმმა გასინჯა და დიაგნოზიც დაუსვეს, ის ნამდვილი ტრანსგენდერი იყო. აქედან დაიწყო მისი გოგოდ გადაკეთება.
7 წლისას უკვე ეცვა გოგონას კაბები, გაიზარდა თმა, გაიკეთა საყურეები,მაგრამ სკოლაში არც ისე მარტივად იყო ყველაფერი. ბევრი ბიჭს ეძახდა,ამას კი რაილი ძალიან განიცდიდა.
ყველაზე რთული წუთები ბიჭუნასთვის მაშინ დგებოდა,როცა თავის სხეულთან მარტო რჩებოდა, თუნდაც ბანაობის დროს. დედა ყვება,რომ რაილის სხეულზე შეხედვისაც ეშინოდა.

დღესდღეობით რაილი გოგოდ აგრძელებს ცხოვრებას,მათი ოჯახის მომავალი უცნობია, გაიკეთებს თუ არა რაილი ოპერაციას მომავალში არავინ არ იცის, ერთადერთი რაც მის მშობლებს სურთ,შვილის ბედნიერი მომავალია.

2bcb41438138

50f3c95fb1f9

f05729690529

სიუჟეტი რაილიზე

გაგრძელება იქნება…

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button