არქივი

ხელოვნური სიცოცხლე (Discovery News)

s1erb

Discovery-ს ახალი ამბებიდან ვიგებთ რომ ბიოქიმიისა და გენური ინჟინერიის საზღვრები ძალზედ ფართოვდება. ექსპერტები ვარაუდობენ რომ სულ ახლო მომავალში დაახლოებით 2013-დან 2020 წლამდე ხელოვნური სიცოცხლის შექმნა ჩვეულებრივი ამბავი გახდება. ამაში არ იგულისხმება სიცოცხლის კომპიუტერული და რობოტიზებული სიმულაცია. ეს იქნება ხელოვნური უჯრედებისაგან შემდგარი ნამდვილი ცოცხალი ორგანიზმი, დასრულებული გენეტიკური სისტემით და მეტად დახვეწილი ვიდრე ადრინდელი არაცოცხალი ქიმიური ელემენტები.

„როგორც ჩანს ეს ძალიან დიდი გამოწვევა იქნება და ყველას აინტერესებს საბოლოოდ რა მოჰყვება ამას“ ამბობს Mark Bedau, პროფესორი ფილოსოფიაში. იტალიური კომპანოა ProtoLife ერთერთია იმ ჯგუფში რომელიც ცდილობს შექმნას ხელოვნური სიცოცხლე. „ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე რომელმაც შესაძლოა ფუნდამენტურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება – ფაქტობრივად ისე რომლი წინასწარმეტყველება და ვარაუდიც კი შეუძლებელია“

Bedau აღწერს 3 ძირითად წინააღმდეგობას რისი გადალახვაც მოუწევთ მეცნიერებს სრულყოფილი სიცოცხლის შექმნაში: პირველი ეს არის მემბრანის შექმნა, გადარჩევადი გამომყოფი და შემწოვი ბარიერის შექმნა რომელიც საშუალებას მისცემს სხვადასხვა საჭირო ნივთიერებებს, უჯერდში შეიწოვებოდნენ და უჯრედიდან გამოიყოფოდნენ. ამ მემბრანამ ასევე უნდა შეასრულოს სხვა უჯრედებთან კომუნიკაციის ფუნქციაც. მეორე წინააღმდეგობა გახლავთ გენეტიკური სისტმემის შექმნა რომელიც საშუალებას მისცემს ამ უჯრედს გაიზარდოს, განიცადოს სხვადასხვა სახის მუტაცია და ჰქონდეს უნარი რეპროდუქციისა (გამრავლდეს) და მესამე გახლავთ ნივთიერებათა ცვლა, ფუნქცია უჯრედისთვის რომელიც საშუალებას მისცემს მას მიღებული საკვები ნივთიერებები გადამუშაოს და  მისთვის საჭირო ენერგიად აქციოს (ისევე როგორც სხვა ბუნებრივ ცოცხალ ორგანიზმებში)

Jack W. Szostak-იც გენეტიკის პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში და მკვლევარი  Howard Hughes-ს  სამედიცინო ინსტიტუტში, ასე ვთქვათ: კიდევ ერთი ახალწვეულია ხელოვნური სიცოცხლის შექმნაში.  მან და მისმა კოლეგებმა გამოსცეს სამეცნიერო ნაშრომი სახელად „სიცოცხლის სინთეტიზაცია“ რომელშიც განხილულია ევლუციისა და მემბრანული ბიოფიზიკის ის მიღწევები რომელიც რეალურად წარმოსადგენს ხდის ხელოვნური უჯრედების შექმნას.

„ხელოვნური უჯრედების შექმნა მოგვცემს პოტენციალს რომ გამოვკვეთოთ ჩვენი (ადამიანების) ახალი მიმართულება სამყაროში და დავიმკვიდროთ მეტად ღირსეული ადგილი“ ამბობს Bedau „ეს ფაქტი წაშლის უამრავ მისტერიულ შეხედულებას სამყაროს შექმნაზე და ჩვენს როლზე ამ სამყაროში“.

ბიოლოგები რომლებიც მუშაობენ სინთეთიკური ორგანიზმების შექმნაზე ნამდვილად წააწყდებიან წინააღმდეგობებს რელიგიური ლიდერებისგან. რომის პაპმა ბენედიქტ XVI-ემ უკვე გაკიცხა მათი მცდელობა, მან თქვა: „მოდიფიცირება თუ შექმნა სიცოცხლისა ღმერთის ნებაა“ და შეუტია მისი თქმით „ჭკუიდან გადასულ, სულით ავადმყოფ, რისკიან და საშიშ“ მეცნიერებს რომლებიც „ცდილობენ დაიკავონ ღმერთის ადგილი“

ბიოეთიკის ცენტრის დირექტორმა Art Caplan-მა კი ამის საპასუხოდ განაცხადა რომ „თუ ვინმე გენეტიკურ ინჟინერიას საზღვრებს დაუწესებს ეს იქნება ადამიანის ისტორიაში ყველაზე დიდი, დამასამარებელი შეცდომა. ძალიან ბევრი კარგი და სასარგებლო დაიკარგება. ჩვენი ყველაზე დიდი იმედი ვებრძოლოთ საშინელ დაავადებებს, ვირუსებს რომლებიც გააწამებენ ჩვენ შვილებს, გენეტიკური მანიპულაცია და ინჟინერიაა. მე და თქვენ გავხდებით გენეტიკური რევოლუციის მოწმენი და ვნახავთ რომ მისი საშუალებით შევძლებთ შევქმნათ გაცილებით უსაფრთხო საკვები, აღმოვფხვრათ ისეთი დაავადებები როგორიცაა დიაბეტი, სხვადასხვა უჯრედული დარღვევები სისხლში, მალარია, ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები გრიპები, შიდსი, და კიდევ ძალიან ბევრი საშინელი დაავადება რომელიც ჩვენი ამჟამინდელი მსოფლიოს რეალობაა. ეს და კიდევ მრავალი რამ გახლავთ გენეტიკური ინჟინერიის სარგებელი. ყველაზე დიდი სარგებელი კაცობრიობის ისტორიაში. ადამიენები შევძლებთ თავი ავარიდოთ ამ დაავადებებს და ეს ჩვენი ყველაზე ახლო რეალობაა.“

იმედია მოგეწონათ პოსტი მე პირადად ძალიან მომწონს გენეტიკური ინჟინერიის გზით სხვადასხვა განუკურნებელი დაავადებების თავიდან არიდების იდეა. წარმოიდგინეთ რამდენი ჩვენთვის ახლობელი ადამიანი გათავისუფლდება ასეთი მტანჯველი დაავადებებისაგან. თქვენი არ ვიცი მარა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

წყარო: მე, ჩემი ბლოგი mecnieri.co.cc და Discovery Science

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button