უცნაური

კაცი, რომელიც თავის ტყუპ ძმას მუცლით ატარებდა

Image Hosted by ImageShack.us

ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში, ცხოვრობდა კაცი სახელად ბაჰგატი, ბაჰგატი ყოველთვის უჩიოდა იმას, რომ მას არანორმალურად დიდი მუცელი ჰქონდა, თუმცა არასდროს უფიქრია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი შემთხვევა იყო კაცობრიობის ისტორიაში. თავად ამ ადამიანს თუ დავუჯერებთ, რაც უფრო იზრდებოდა მისი მუცელი, იმის მაგივრად, რომ მას თავი უფრო ძლიერად ეგრძნო ის სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა, საბოლოოდ მოხდა ისეც, რომ მან საკუთარ მუცელში შენიშნა, რომ რაღაც მოძრაბოდა. ბაჰგატი მივიდა ექიმთან და რა საკვირველია აუტანელი ტკივილების შემდეგ ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაჰგატი გაეკვეთათ. გაკვეთის შემდეგ კი საოცარი რამ აღმოაჩინეს. ბაჰგატის მუცელში მისი ტყუპი ძმა იყო. დიახ ასეც ხდება. საქმე ის არის, რომ ძალიან იშვიათად, იმდენად იშვიათად, რომ ამის მხოლოდ თითზეჩამოსათვლელი მაგალითი არსებობს შესაძლებელია, რომ ერთი ტყუპის ცალი მეორეს მუცელში ჩაიკეტოს. ვინაიდან ნაყოფი ტყუპის მუცელში ვერ ახერხებს ისე ზრდას, როგორც დედის მუცელში მისი ზომების გაზრდას წლები ჭირდება, მაგრამ ზრდის პროცესტან ერთად იზრდება მეორე ტყუპის მუცელიც, ტყუპს, რომელიც მუცლის შიგნით იმყოფება მიაქვს მისი ძმისგან როგორც საკვები, ასევე ჰაერი, ასევე სისხლი და საბოლოო ჯამში პარაზიტად ყალიბდება, რომელიც უნდა ამოიჭრას მუცლიდან.

მსგავსი ამბები

Back to top button