ყველაზე მონახულებადი ადგილები
ჟურნალმა “ფორბს” გამოაქვეყნა ყველაზე მონახულებადი ადგილების 50-ეული :) გასაკვირია,მაგრამ პირველ ათეულში არც გიზას პირამიდები,არც ლუვრი და არც ჩინეთის დიდი კედელი შევიდა…აი ათეულიც
10.პარიზის დისნეი-ლენდი
ორი თემატიკური პარკით,სასტუმროს კომპლექსი 6 ოტელით,დისნეი-ვილეჯი მაღაზიებით,კაფე და რესტორნები,კემპინგი,ყინულის საციგურაო მოედანი,ტბა,გოლფის მოედანი და რამოდენიმე საცურაო აუზი.
9.პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
ამას კომენტარი არ სჭირდება
8.ტოკიოს დისნეი-ლენდი
ამერიკულის ზუსტი ასლი,მაგრამ უფრო სუფთა :) ამასთან ერთად,მისი სტუმრები უფრო ხმადაბლა ყვირიან ერთ-ერთ ატრაქციონზე რომელსაც კოსმიური მთა (Space Mountain) ჰქვია.
7.ხიდი “ოქროს კარიბჭე” სან-ფრანცისკოში
ეს დაკიდული ხიდია,რომელიც აერთებს სან-ფრანცისკოს მის ახლომდებარე პატარა ქალაქთან.ასევე აქვე მდებარეობს სახელგანთქმული ციხე ალკატრასი.ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ხიდია.
6.ნიაგარას ჩანჩქერი
ყველაზე ძლიერი ჩრდილოეთ ამერიკაში.ის ჰყოფს ნიუ-იორკს ონტარიოს პროვინციისგან.ყველაზე კარგი ხედი ზუსტად კანადური მხრიდან “იხსნება” ამ ჩანჩქერზე.
5.კალიფორნიის დისნეი-ლენდი
რომელიც 1955 წლის 17 ივლისს გაიხსნა,თვით დისნეის ხელით.გახსნის ცერემონია ტელევიზიით მიჰყავდა აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს მსახიობ რონალდ რეიგანს.
4.ტრაფალგარის მოედანი
ლონდონში,ეს დასახელება მიიღო ადმირალ ნელსონის გამარჯვების შემდეგ ტრაფალგარის ომში( თუ ბრძოლაში) 1805 წელს.
3.დისნეი-უოლდი(დიახ უოლდი)
ფლორიდაში იკავებს ტერიტორიას,დაახლოებით ორი მანჰეტენის ხელას.
2.ნაციონალური მემორიალური პარკი(ვაშინგტონი)
იქ აუცილებლად მიდიან ფოტოს გადასაღებად ახლად შეუღლებულები
1.თაიმს-სკვერი(ნიუ-იორკი)
ეს მოედანი მანჰეტენის ცენტრალურ ნაწილშია.რომელიც მდებარეობას მეშვიდე ავენიუს და ბროდვეის გადაკვეთაზე.ამ მოედანმა ეს დასახელება მიიღო,აქ მდებარე The New York Times-ის ოფისისგან.ეს ქალაქის ერთადერთი რაიონია,სადაც მისი მცხოვრებლები,ვალდებულნი არიან გამოფინონ ნეონის შუქის რეკლამების ბილბორდები.
საინტერესოა არა? :) თურმე დისნეი-ლენდები ყველაზე პოპულარულები არიან :)
BY ნაწკა