ბათუმში მიმდინარე პროექტები – ნაწილი 4
ამ პოსტით დავასრულებ ბათუმში მიმდინარე პროექტების შესახებ.
შევაჯამებ ამ პოსტით ყველა პოსტს. არ ვიცი თქვენი აზრი, ალბათ დამეთანხმებით, ყველას უხარია, რომ ასეთი იქნება ბათუმი, მიუხედავად იმისა, ბათუმელი იქნები თუ თბილისელი. ჩვენ ქართველები ვართ და ეს ჩვენ გვეკუთვნის ყველას. ფიზიკურად ჩვენი რო არაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერ შედეგს არ მოგვიტანს. მოგვიტანს და ძალიან დიდ შედეგს, უბრალოდ კინკლაობას ჯობია, ერთად დავდგეთ, ყველამ შევუწყოთ ხელი, რომ მსოფლიოს ვანახოთ ეს ყველაფერი.
P.S. დავამატებ კიდევ ერთს, ბევრი ხვდება ალბათ, რატომ ბათუმი. მიზეზი ბევრია. ერთ-ერთი ისაა, რომ ამ გზით შევძლებთ ჩვენი კუთხეების დაბრუნებას და არა ომით.
ვისაც ძველი პოსტები არ უნახავს, დავდებ დანარჩენი პოსტების ლინკებს.
ბათუმში მიმდინარე პროექტები – ნაწილი 1
ბათუმში მიმდინარე პროექტები – ნაწილი 2
ბათუმში მიმდინარე პროექტები – ნაწილი 3
ეს იქნება ჩოგბურთის კლუბი, თუ არ ვცდები, ისევ ბულვარში ძველის ადგილას ააშენებენ.
ეს ალბათ სავაჭრო ცენტრი იქნება, სად იქნება არ ვიცი.
ესეც სავაჭრო ცენტრი იქნება.
ეს პროექტი კეთდება მგონი გოდერძის უღელტეხილზე, საკმაოდ დიდი პროექტია საზამთრო კურორტისათვის.
ამ შენობის დანიშნულება არ ვიცი. წესით ბულვარში ადრე მდებარე საზაფხულო თეატრის ადგილზე უნდა აშენებულიყო კოლორადებთან. მგონი ეს პროექტი საერთოდ შეაჩერეს, რამდენი ხანია დევს პროექტი და ჩამიჩუმი არ ისმის.
გულის გახეთქვის საშუალება :D “ციცინათელა”. მდებარეობს ქობულეთის შესასვლელში და ძალიან კაი ატრაქციონებია :) ადრენალინის უებარი წყარო :)
ეს მონუმენტი მომწონს ძალიან, ადგილმდებარეობა ჩემთვის უცნობია.
ბათუმის იტალიური პიაცა :D მდებარეობს ძველ ბათუმში საკმაოდ დიდი და ლამაზი კომპლექსია.
განახლებული თეატრი, რომელიც მოაოქროვეს როგორც ვიცი :D რამდენად შეესაბამება სიმართლეს არ ვიცი და მის წინ მდებარე პარკი. (მომიტევეთ რა დაარქვეს ამ პარკს არ მახსოვს :D)
ესეც ძალიან ლამაზი პროექტია, მარა არაფერი არ ვიცი ამის შესახებ, სად უნდა იყოს ან რა უნდა იყოს.
და ბოლოს დავასრულებ ყველასთვის ნაცნობ რადისონის სასტუმროთი. მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს გარე ფასადზე მუშაობა. სავარაუდოდ 2012-ში გაიხსნება.მდებარეობს ძველი სასტუმროს “მედეას” ადგილას. ბევრს მოსწონს მისი მიხრილ-მოხრილობა, ბევრს კიდე არა :D მე მაგალითად მომწონს :)
წარმატებები ყველას. მადლობა ყურადღებისათვის :)
წყარო www.investadjara.ge