გართობა

სიმთვრალის 5 სტადია

7c3156e3b70b

პოსტი მათთვის, ვინც ერთხელ მაინც დამთვრალა და მათთვის, ვინც აწი აპირებს… ;)

სტადია №1. “ჭკუის კოლოფი”

ეს სტადია მაშინ დგება, როცა უაცრად ექსპერტები ხდებით ყველა საკითხში. მაშინ თქვენ უბრალოდ უშრეტი წყარო ხართ ინფორმაციის და გინდათ ამის შესახებ ყველას გააგებინოთ. გარდა ამისა, ამ სტადიაში ყოველთვის მართლი ხართ.
ადამიანი, რომელთანაც კამათობთ, აუცილებლად ცდება და თქვენ ცდილობთ მის დარწმუნებას სიმართლეში.
განსაკუთრებით საინტერესო ხდება სიტუაცია, როცა მოწინააღმდეგეც “ჭკუის კოლოფის” სტადიაში იმყოფება. მაშინ თქვენ, ორივე “არგუმენტირებულად” ცდილობთ დაამტკიცოთ საკუთარი სიმართლე.
ყველაზე საინტერესო და სახალისო კი ამ დიალოგის მოსმენა სხვებისთვისაა.

სტადია №2. “კრასავჩიკი” (რუსულად იმიტომ, რომ ქართულად არც ისე ეფექტურად ჭღერს – “ლამაზი მამაკაცი”)

ეს სტადია დგება, როცა თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ყველაზე ლამაზი მამაკაცი ხართ ირგვლივ ირგვლივ და ყველა მხოლოდ თქვენ გიყურებთ. ის იწყებთ ყველა ქალისთვის თვალის ჩაკვრას და თხოვთ მასთან ცეკვას. რა თქმა უნდა, ისინი ხომ მთელს საღამოს თვალს არ გაცილებდნენ? თქვენ ხართ საზოგადო ყურადღების ცენტრში. ეს ბუნებრივიცაა, თქვენ ხომ ყველაზე კარგი ქმნილება ხართ დედამიწაზე?
და უცებ იმასაც იხსენებთ, რომ თქვენ, ლამაზთან ერთად, ჭკვიანიც ხართ და ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ საუბარი.

სტადია №3. “მაყუთიანი”

ეს სტადია მაშინ დგება, როცა უეცრად ყველაზე მდიდარი ადამიანი ხდებით მსოფლიოში. თქვენ ყველას პატიჟებთ სასმელზე, ბარმენს თხოვთ ყველაფერი თქვენს ანგარიშზე ჩაწეროს (ქართულს სინამდვილეში ეს იქნება მაშინ, როცა თქვენ ცდილობთ მთლიანად გადაიხადოთ მთელი საძმაკაცოს თუ უბრალოდ, მეზობელი მაგიდის დანახარჯი).
ამ დროს თქვენ ნებისმიერს შეეკამათებით, რომ ზუსთად ბარის უკან დგას სატვირთო, მთლიანად “მაყუთით” სავსე. თან ამ დროს არ გავიწყდებათ, რომ ყველაფერი იცით და ყველა კამათში გაიმარჯვებთ.
ზუსტად ამ სტადიაში იწყებთ ფულის ფლანგვას, ხოლო ირგვლივ თქვენით ყველა აღფრთოვანებულია, რადგან თქვენ უკვე ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და მდიდარი ხართ.

სტადია №4. “სუპერმენი”

ამ სტადიის დროს თქვენ შეგიძლიათ ეჩხუბოთ ყველას, ვისაც მანამდე ეკამათებოდით, თქვენ ხომ მაინც არაფერი დაგიშავდებათ.
ამ სტადიის დროს თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ იმ გოგონას მეგობართან, რომელიც მთელი საღამოა თქვენითაა აღფრთოვანებული და ეთამაშოს მას ფულზე. თქვენ არ გაღელვებთ წაგებული თანხა, რადგან გჯერათ, რომ მთელ მსოფლიოში უმდიდრესი ხართ, თანაც თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მაინც არ წააგებთ.

სტადია №5. “უჩინარი”

ეს უკვე ბოლო სტადიაა. ამ დროს თქვენ შეგიძიათ ყველაფერი გააკეთოთ, რადგან მაინც ვერავინ დაგინახავთ.
თქვენს შეგიძლიათ ახვიდეთ მაგიდაზე და იცეკვოთ, შეგიძლიათ დარჩეთ მხოლოდ თეთრეულის ამარად, რათა კიდევ გააკვირვოთ ხალხი, რომელიც მთელი საღამოა ისედაც აღფრთოვანებულია თქვენით. თქვენ ისინიც კი ვეღარ გამჩნევენ, ვისაც მანამდე ეკამათებოდით.
თქვენ გახვალთ ქუჩაში და ბოლო ხმაზე იმღერებთ რომელიმე სიმღერას. რა თქმა უნდა, თქვენ ხომ ჭკუის კოლოფი ხართ და შესანიშნავად იცით ეს მელოდია. ამ დროს არავიზე ფიქრობთ, გგონიათ, რომ ვერავინ გხედავთ. ქრება თქვენი ყველა კომპლექსი და ყველაფრის გამკეთებელი ხართ (თითქმის ყველაფრის), რადგან ამის შესახებ მაინც ვერავინ გაიგებს.
და ბოლოს, რა თქმა უნდა, ამის შესახებ თავადაც არაფერი გახსოვთ…

მორჩა კინო :boli:

მსგავსი ამბები

Back to top button