რეალობა თუ სამეცნიერო ფანტასტიკა…
ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ალიასკელი შამანები ატარებენ მაგიური კოცონის ანთების რიტუალ. ერთად იკრიბება რამდენიმე შამანი, აწყობენ შეშას ან ფიჩხს და როკვას იწყებენ. ერთი შამანი შეშის გროვიდან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით ზის და დაჟინებით უცქერს მას. დანარჩენები მის გარშემო “უცნაურ” მოძრაობებს ასრულებენ. მკვლევართა აზრით ისინი პირველ შამანს თავიანთ ენერგიას გადასცემენ. კოცონი ასეთი რიტუალიდან ნახევარი საათის შემდეგ ინთება. ზოგიერთ შამანს მარტოც შეუძლია ცეცხლის ანთება, მაგრამ ამის შემდეგ შეიძლება მძიმედ გახდეს ავად.
ცნობილია შემთხვევები, როცა შამანები კოცონს დიდ მანძილზეც ანთებდნენ. მაგალითად, რამდენიმე კილომეტრზე. დაახლოებით ასეთივე უნარს მიაწერენ ავსტრალიელ და აფრიკელ ჯადოქრებსაც. კუნძულ კალიმანტაზე კი, უძველესი ლეგენდის თანახმად, ოდესღაც მთელი ტომი ცხოვრობდა, რომლებიც თავიანთ კოცონს სწორედ ამგვარად ანთებდნენ და ცეცხლის გაჩენის სხვა საშუალებებს არც კი იცნობდნენ.
თანამედროვეობამ “ცეცხლის გამჩაღებელი” რამდენიმე ასეული ადამიანი დააფიქსირა. ასე მაგალითად, პარაგვაის ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრებ რიკარდო ანსელს, რომელიც ერთ-ერთ მსხვილ ბანკში მუშაობს, შეუძლია მზერის დახმარებით მცენარეები დაწვას. მისთვის საკმარისია, რომ ყვავილებს ან ბუჩქებს შეხედოს, რომ მცენარეები ყვითლდებიან, იჭმუჭნებიან და ალდებიან. თავად ანსელი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ იგი უბრალოდ უყურებს მცენარეს და ამ დროს არაფერს აკეთებს. მედიკოსებმა კი, რომლებმაც ბანკირი გამოიკვლიეს მის ორგანიზმში და თვალებში უცნაური ვერაფერი აღმოაჩინეს.
მსგავსი ნიჭი გააჩნია მონღოლეთის დედაქალაქში მცხოვრებ გოგონას, რაც მას ბევრ უსიამოვნებას უქმნის. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელ ამ გოგონას მასწავლებელმა რვეული ესროლა, რომელიც უცბად ცეცხლში აგეხვია და დაიფერფლა. მას შემდეგ გოგონას მახლობლად არსებული სხვადასხვა ნივთები ხშირად იწვებოდა და ოჯახის წევრებს უკვე სერიოზული ხანძრის გაჩენის ეშინოდათ. ისინი იურტაში ცხოვრობდნენ და იძულებული გახდნენ ნათესავებთან, მაღალსართულიან კორპუსში გადასულიყვნენ. მაგრამ მეზობლებმა ოჯახი აითვალწუნეს. გოგონამ ვერ აიტანა მათი მტრული დამოკიდებულეა და საავადმყოფოში აღმოჩნდა “ნერვიული აფეთქების დიაგნოზით” .ეს პირველი შემთხვევა არ იყო… თუმცა ფენომენით ბოლო ხანებში პრესაც დაინტერესდა. გაზეთ “უნენდის” ჟურნალისტებმა საკუთარი თვალით იხილეს როგორ იწვება გოგონას მახლობლად მდებარე საგნები. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ამრიგად გაჩენილ ცეცხლს წყალი არ აქრობს, მაგრამ ხანძრის დროს დამწვრის სუნი და კვამლი არ შეინიშნება. ფაქტი დადასტურებულია, თუმცა “ცეცხლოვანი ქალის” ფენომენი ამოუცნობი.
ისრაელში ცხოვრობდა ქალი, გოლდა კუცი, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე რამდენიმე ასეული ხანძრის მიზეზი გახდა. ჯერ კიდევ ბავშობაში, როცა სკოლაში სწავლობდა, გოლდა კლასელ გოგონას წაეჩხუბა. როცა თანაკლასელმა მას “ჩაარტყა”, დაზარალებულმა მრისხანე მზერით უპასუხა და მოულოდნელად თავდამსხმელის კაბას ცეცხლ მოედო. 30 წლის ასაკში გოლდას ბრალი დასდეს იმაში, რომ მან მეზობლის ბინაში გამოიწვია ხანძარი. ეს ფაქტი დადასტურდა კიდეც, ოღონდ ექიმებმა ისიც აღნიშნეს, რომ საბრალო ქალი ვერაფრით უწევდა წინააღმდეგობას ამ უზარმაზარ ძალას, მის ორგანიზმში რომ არსებობდა. საკმარისი იყო, რომ ვინმეზე გაბრაზებულიყო, რომ “მტრის” სახლი ცეცხლის ალში ეხვეოდა. არცთუ იშვიათად თავად გოლდაც გამხდარა საკუთარი ფენომენის მსხვერპლი.იმისათვის რომ მისთვის საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა არ აეკრძალათ, გოლდა კუცი ღამითაც კი მზის სათვალეს ატარებდა. მის სახლში ისეთი ავეჯი არ იდგა რომლის დაწვაც შეიძლებოდა. თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მან უფანჯრო ოთახში გაატარა, სადაც მიწის იატაკზე იძინებდა.
ადამიანის შესაძლებლობები – მზერის ძალა (1)