საკითხავიუცნაური

ყველაზე უცნაური ფობიები (შიშები)

Image Hosted by ImageShack.us
პაპოფობია ანუ რომის პაპის შიში
ამ ფობიით დაავადებული ადამიანები არც თუ ისე ხშირად შეგხვდებათ ქუჩაში, მითუმეტეს საქართველოში შეიძლება საერთოდაც ვერ ნახოთ,მაგრამ ევროპის ქვეყნებში ასე თუ ისე მაინც არის გავრცელებული ეს შიში. პაპის შიში ადამიანში გამოვლინდება ხშირი სუნთქვით, გულის აჩქარებით, ცივი ოფლის დასხმით, ხშირად გულის წასვლითაც კი და ნუ გეგონებათ, რომ ამ ფობიით შეპყრობილ ადამიანებს ასეთი რამეები მხოლოდ რომის პაპის დანახვის შემთხვევაში მოსდით, არა საკმარისია მათ გვერდით ჩაიაროს კათოლიკური ეკლესიის ენბლემით მოხატულმა მანქანამაც კი, რომ ისინი საშინელ დღეში ვარდებიან.

არქიბუტუროფობია ანუ მიწის თქხილის კარაქის სასაზე მიკრობის შიში

Image Hosted by ImageShack.us

ამ მეტად სასაცილო ფობიით ცნობილი მულტფილმის სიმპსონების გმირი ჰომერი ავადმყოფობს. ეს სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ამ ფობიით დაავადებულ ადამიანებს ეშინიათ იმის, რომ მათ სასაზე მიეკრობათ მიწის თხილის კარაქი რაც გაგუდავთ მათ.

ტრიქოფობია ანუ თმის ცვენის შიში

Image Hosted by ImageShack.us

ამ ფობიით საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია გატანჯლი და კიდევ ბევრს გატანჯავს, ასახსნელი ბევრი არც არაფერია, უბრალოდ ადამიანებს ეშინიათ, რომ ისინი თმას დაკარგავენ.

ნომოფობია ანუ მობილურის დაფარვის ზონიდან გასვლის შიში

Image Hosted by ImageShack.us

ამ ფობიით შეპყრობილი ადამიანები ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ საშინლად იტანჯებიან, იმ შემთხვევაში, თუ მათი მობილური ტელეფონი არ იჭერს ან დაჯდა ან უბრალოდ გაფუჭდა ისინი საშინელ პანიკაში ვარდებიან და ეს პანიკა 24 საათის განმავლობაში გრძელდება, რაც ხშირად ფატალურ შედეგს იწვევს.

ეფებიფობია ანუ თინეიჯერების შიში

Image Hosted by ImageShack.us

ეს ფობია ამერიკელმა მეცნიერებმა სულ რამოდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც მათთან უამრავი მოხუცი, მიდიოდა, რომელიც ამბობდა, რომ მათ საშინლად ეშინიათ ახალგაზრდების დიახ ეს ფობია არამარტო თინეიჯერებზე ვრცელდება არამედ ნებისმიერ ახალგაზრდაზე და იგი ყველაზე ხშირად 50 გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ.

სკოპოფობია ანუ შიში იმის, რომ დაგინახავენ

Image Hosted by ImageShack.us

ეს ადამიანები ძალიან იტანჯებიან, რადგან მათ პანიკური შიში აქვთ იმის, რომ დაინახავეთ. ხოლო თუ ამ ფობიით შეპყრობილი ადამიანი ხალხმრავალ ადგილას მოხვდება ის აუცილებლად ცუდად გახდება.

პაგოფობია ანუ გადაყლაპვის შიში

Image Hosted by ImageShack.us

მე თუ მკითხავთ ყველაზე გაწამებული ადამიანები არიან, რადგან მათ არც საკვების და არც წყლის მიღება არ შეუძლიათ დიდი ძალისხმევისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე. ასეთი ადამიანები ხშირად კარგავენ წონას და ირებენ თხევად საჭმელს, რაც უფრო უადვილებთ მათ გადაყლაპვას.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close