გასართობისაკითხავისასარგებლო

რა? სად? როდის?

აბა საიტის ინტელექტუალებო შემოდით

1. თეთრი წეროები ზაფხულს ევროპაში ატარებენ, ხოლო ზამთარში კი მიფრინავენ აფრიკაში. ამისათვის მათ უნდა გადაუფრინონ ხმელთაშუა ზღვას, მაგრამ ისინი ამჯობინებენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებით ან გიბრალტარის გავლით მოხვდნენ აფრიკაში. რის გამო იგრძელებენ ისინი გზას?

2. სუვოროვი ამბობდა: “მე ვიყავი დაჭრილი 32–ჯერ: ორჯერ ომში და ათჯერ სახლში …” სად დაჭრეს სუვოროვი მისი თქმით, დარჩენილ ოც შემთხვევაში?

3. წყალში ის არ იღუპება ორ დღე–ღამეზე და მეტ ხანს. ბინადრობს ცხელ გარემოში, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია გაყინვის შემდეგ. მეცნიერებმა მის ორგანიზმში შეიყვანეს ყველაზე საშიში ბაქტერიები და ვირუსები, მაგრამ მასზე ამან არ იმოქმედა. მას შეუძლია გადაამუშაოს შხამიანი სოკოები, რომლისგანაც იღუპებიან ხოჭოები და ჭიანჭველები. ცოცხალი რჩება და მოძრაობს აგრეთვე რადიოაქტიური დასხივებისას, რომელიც 130–ჯერ აღემატება ადამიანისთვის სასიკვდილო დოზას. მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს ლეგენდა, რომ ის ხიფათის დროს თავს იკლავს თავისივე შხამით. დაასახელეთ რა არსებაზეა საუბარი?

4. შვიდი საოცრებიდან, რომელი მდებარეობდა თურქეთის თანამედროვე ქალაქის, ბოდრუმის ადგილას?

5. ერთხელ აგათა კრისტის შეეკითხნენ, საიდან მოაქვს მას თემები დეტექტივებისთვის. “ისინი მოდიან ჩემთან “ამ” დროს. ეს იმდენად მომქანცველი საქმეა, რომ თავში მომდის ყველაზე საშინელი აზრები,”– უპასუხა მწერალმა. რა იწვევდა მასში ასეთ რეაქციას?

6.ერთხელ აინშტაინს ჰკითხეს, რა იქნებოდა მესამე მსოფლიო ომის იარაღი. მან უპასუხა, რომ არ იცის, მაგრამ შეუძლია დაასახელოს მეოთხე მსოფლიო ომის იარაღი. რა დაასახელა აინშტაინმა?

7. რა გამოიგონა ვიქტორ ორვილმა ციხეში, რომელიც მოწყენილი აკვირდებოდა იატაკის კვადრატულ ფაქტურას?

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close