მოდი ვიმოგზაუროთ
ვისაც მოგზაურობა უყვარს,იმან ისიც უნდა იცოდეს, რომ სანამ ჩემოდანს ჩაალაგებს, აუცილებელია, ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს იმ ქვეყნის წესებზე, სადაც მიემგზავრება. ამით დროსაც დაზოგავს და პრობლემებსაც აიცილებს თავიდან.
თურქეთიდან არ გამოგატანენ ხალიჩას, თუ არ გექნებათ მაღაზიის ჩეკი. ასევე, აკრძალულია საიუველირო ნაწარმის ქვეყნიდან გატანა, თუ მათი ღირებულება 15 000$-ს აღემატება.
ეგვიპტიდან არ გამოგატანენ მარჯნის ნიჟარებს და, საერთოდ, ზღვის ფსკერიდან ამოღებულ ქვასაც კი.
ტაილანდიდან აკრძალულია არა მარტო ბუდას მოზრდილი ქანდაკების, არამედ არასერტიფიცირებული ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოტანაც.
წამლები ხშირად ხდება ქვეყანაში არ შეშვების მიზეზი. თუ რომელიმე მათგანი შეიცავს ნივთიერებას, რომელთა შეტანა აკრძალულია იმ კონკრეტულ ქვეყანაში, ან უნდა გადაყაროთ, ან იქ ფეხსაც ვერ შეადგამთ.
უნიკალური ქალაქი, რომელიც პირდაპირ ჯუნგლებში გადაგეშლებათ თვალწინ, არის ანგკორი. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 800 წელს აშენდა და დიდხანს იყო კამბოჯის დედაქალაქი. საოცარი შენობები, ტაძრები, ქუჩები… დღემდე არავინ იცის, რატომ მიატოვეს ის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მაგრამ ადამიანებს დღესაც შოკში აგდებს მისი სილამაზე-ჯუნგლებში ამოზრდილი მსოფლიოს მერვე საოცრება.
წყარო: ჟურნალი ,,თბილისელები’’