ვაზ 2109 ვაზ 21099
თხოვნა იყო ინფორმაცია ვაზ 2109 ვაზ 21099 შესახებ
LADA Samara-დღესდღეისობით ასე უწოდებენ საბჭოთა და შემდგომ რუსული ავტო მრეწველობის ერთ-ერთ პირმშოს ვაზ 2109 და ვაზ 21099. ის იწარმოებოდა ვოლგის ავტოქარხანაში 1984 წლიდან. ის არის მოდელი, რომელიც ვოლგის ავტოქარხანამ დაამზადა იტალიური ფიატის მოდელის ანალოგად. Fiat 124 საბჭოური მოდელი ყველაზე პოპულარული იყო მთელს საბჭოთა კავშირში.
შიდა გაყიდვისას ავტომობილს Лада Спутник იყენებდნენ, ხოლო იმპორტზე კი Samara გაჰქონდათ.
1991-1993 წლებში ვაზ 2109 ფეისლიფთინგი განიცადა, რის შემდეგადაც შეიქმნა ახალი, სედანის ტიპის ვაზ 21099.
1997-2005 წლებში ჩატარდა მასიური რებრენდინგი და ყველა მოდელმა სედანიდან დაწყებული სამკარიანი ჰეჩბეკით დამთავრებული ახალი სახე მიიღო. მანქანებში წინა ფანრებს ზომები შეუმცირეს, დაუყენეს ახალი ბამპერები,ფერების ახალი კოლექცია, განახლებული სალონი და სპოილერი უკანა კარებზე.
თავის დროზე Спутник იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მანქანა. შემდგომ რუსულ მსუბუქ ავტოწარმოებაშიც ის ითვლებოდა მოდელად, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხვნა იყო საზღვარგარეთ.
ამ მოდელისათვის დაამზადეს ოთხცილინდრიანი ბენზინის 1.3 ლიტრიანი ძრავა, ხოლო მოგვიანებით კი 1.1 და 1.5 ლიტრიანი ძრავები. 1994 წლიდან დაიწყეს ახალი ძრავების დაყენება ბენზინის მიწოდების ახალი სისტემით.
P.S. სამწუხაროდ მეტი ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელი