არქივი

შენ შეუკვეთე ყავა რომელიღაც პარალელურ სამყაროში :)

psn2v

დავიწყებ იმით რომ Stephen Hawking-მა გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება. მან თქვა რომ ადამიანებმა არ უნდა ეცადონ უცხოპლანეტელებთან დაკავშირება.

გააგრძელეთ :)

ეს იმ ფონზე რომ მისმა თეორიებმა მთლიანად შეანჯღრია ადამიანების ხედვა სამყაროსთან, მის შექმნასთან და იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ არ ვართ მარტო ამ სამყაროში. ჯერ მხოლოდ მისი წიგნით  (The Grand Design) რომელიც დაიწერა Leonard Mlodinow-ის თანაავტორობით და ბესტსელერი გახდა, Hawking-მა გამოიწვია მორწმუნეთა დიდი პროტესტი. კერძოდ კი პროტესტი გამოწვეული იყო წიგნში შემდეგი განცხადების გაჟღერებასთან დაკავშირებით: „სამყარო იმ კეთილმოსურნე შემოქმედის გარეშე რომელმაც შექმნა ყველაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ. რაიმე ზე-ძალის ჩარევა სამყაროს შექმნაში საჭიროებას არ წარმოადგენდა.“ ეს განცხადება და მთლიანად წიგნი ერთგვარი გამოწვევა იყო მთელი კაცობრიობის მიმართ. Hawking-ი ამბობს რომ შესაძლებელია აიხსნას დასაბამი და ფიზიკის კანონები – შემოქმედის ჩარევის გარეშე. მაგრამ მოდით ახლა Hawking-ის რელიგიურ შეხედულებებზე სუბარს თავი დავანებოთ, უცნაურის ადმინისტრაციამ წესების დაუმორჩილებლობაში რომ არ ჩამითვალოს და გადავიდეთ ამ პოსტის მთავარ სათქმელზე და იმაზე თუ რატომ დავიწყე იგი უცხოპლანეტელებით.

ალბათ ასე-თუ ისე წარმოგიდგენიათ როგორია ჩვენი სამყარო. მე კი მცირედ იერარქიულ ექსკურსიას მოგიწყობთ ამ წარმოდგენის გასაფართოებლად, მათთვის ვისთვისაც რაღაცეები ჯერ კიდევ გაუგებარი რჩება. ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე რომელიც არის პლანეტა ჩვენს მზის სისტემაში. მაგრამ ბუნებრივია რომ მზის სისტემებიც უამრავი და სხვადასხვაგვარია და როგორც პლანეტები მზის სისტემებში, თავის მხრივ მზის სისტემები გალაქტიკებში უნდა წარმოვიდგინოთ. გალაქტიკები და გალაქტიკათ-შორისი ადგილები კი თავის მხრივ ქმნიან ერთ დიდ სისტემას, რომელსაც ჩვენ სამყაროს ვუწოდებთ. რომ შეგიქმნათ წარმოდგენა სამყაროს სიდიდეზე ასეთ მაგალითს მოგიყვანთ: შეეცადეთ წარმოიდგინოთ დედამიწის ზომა, შემდეგ შეეცადოთ წარმოიდგინოთ რამდენად მასიური იქნება პლანეტა რომლის ზომაც 1 მილიონ დედამიწას ჩაიტევს. და იცით თუ არა რომელია ასეთი ზომების მქონე უახლოესი პლანეტა? ეს გახლავთ მზე J ის დედამიწაზე 1 მილიონჯერ დიდია. და ახლა რომ წარმოვიდგინოთ სამყაროს ზომა საჭიროა წარმოვიდგინოთ 500 მილიარდი და მეტი გალაქტიკა რომელიც მზეზე გაცილებით დიდ პლანეტებსაც კი შეიცავს. ქვემოთ მოცემულია სურათი რომელზეც თითოეული მანათობელი ყველაზე პატარა წერტილიც კი გალაქტიკებს აღნიშნავს. მემგონი ძაან დავღეჭე მაგრამ ვითვალისწინებ იმ ფაქტს რომ ამ სტატიას შეიძლება სკოლის დაბალკლასელებიც კითხულობდნენ და ჩემი სურვილია ყველა დავაინტერესო .

zgojd

ამის შემდეგ კი Stephen Hawking-ი და თანამედროვე მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის რომ ლოგიკურია, რომ თუ არსებობს პლანეტა, შემდეგ პლანეტათა რაღაც სისტემა, შემდეგ გალაქტიკები და მათი ერთობლიობა, თუ არსებობს ისეთი ცნება როგორიცაა სამყარო მაშინ უნდა არსებობდეს რაღაც ცნება რაც ერთიანობაში მოიყვანს მრავალ სამყაროს. ანუ მეცნიერები ფიქრობენ რომ ჩვენი სამყაროს გარდა სხვა სამყაროებიც არსებობს. მათი მტკიცებით ეს მრავალსამყარული ხედვა არ არის რაღაც საოცრება და მოგონილი მითი. პირიქით ეს ლოგიკური გაგრძელებაა ამ იერაქიისა და ბუნების მთავარი საიდუმლობები და თავად ბუნება შეიძლება აიხსნას მრავალსამყარული ხედვით.

რათქმაუნდა Hawking-ი არ გახლავთ პირველი ვინც ივარაუდა ალტერნატიული რეალობებისა და პარალელური სამყაროების არსებობა. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში კერძოდ კი იმ დროს როდესაც ქრისტეს შობამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 800-დან 1300 წლამდე (ზუსტი თარიღი ცნობილი არაა) Bhagavata Purana ჰინდუს რელიგიურ ტექსტში ნახსენებია რომ უამრავი სამყაროები იწყებენ არსებობას და როგორც სამყაროები ასევე მისი ახალი მცხოვრებნიც და ისინი მიემართებიან ერთი მიმართულებით. პარალელური სამყაროების თემა ბევრი მწერლისთვისაც აქტუალური იყო ჯერ კიდევ ახლო წარსულში. მაგალითად 1993 წელს Jack Womack-ის ნოველა  Elvissey სადაც დამაბრუნებელი ჯგუფი იგზავნება დედამიწის ალტერნატიულ ვერსიაზე.

ფიზიკაში კი მრავალი სამყაროს იდეა წამოყენებული იყო კვანტურ მექანიკაში 1957 წლიდან Hugh Everret III-ის მიერ იმ მიზეზით რომ აეხსნათ ისეთი აუხსნელი მოვლენები როგორიცაა რადიოაქტიური ატომის ლპობა. (მთლად ასეთი რაღაცების ახსნას ნუ მომთხოვთ ამდენი ფიზიკა ნაღდად არ ვიცი :P)

თეორიტიკოსების ვარაუდით  შესაძლებელია არსებობდეს უსასრულო რაოდენობა პარალელური სამყაროებისა, რომლებიც თავს იჩენენ ყველა შესაძლო გარემოებაში. Hawking-ის მოსაზრება ცოტათი განსხვავებულია და ის ამბობს რომ შესაძლებელია ჩამოყალიბდეს პარალელური სამყაროების სრულყოფილი დახასიათება და მისი თქმით იმდენი პარალელური სამყაროა რამდენიცაა 10 აყვანილი მეხუთასე ხარისხში და ყველაზე საინტერესო ისაა რომ ყველა სამყაროს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ფიზიკის კანონები გააჩნია.

ასევე არსებობენ მეცნიერები რომლებიც პარალელური სამყაროების არსებობას სულ სხვანაერად უყურებენ. გამოვყოფდი ერთ ჯგუფს რომლებიც ფიქრობენ რომ არა მარტო სამყაროების არამედ ყველა ჩვენგანის იდენტური ასლები არსებობს და ისინი ჩვენი სამყაროს პარალელურად ყოფნას განაგრძობენ. იდენტური ასლების რაოდენობა კი უსასრულოდ დიდია (წარმოიდგინე უსასრულო შენ რო არსებობდე და საკუთარ თავებს არ იცნობდე :D)

ასეა თუ ისე ამ უკანასკნელ მოსაზრებას მეტად ეჭვის თვალით უყურებენ ვიდრე Hawking-ისას. ეს იმიტომ რომ ვერ მივიდნენ ვერანაერ ისეთ გამოთვლებამდე რომელსაც შეიძლებოდა დაეთვალა კლონებისა და სლების რაოდენობა სამყაროში.

მოკლედ დაიჯერეთ იმის რისიც გინდათ მეკი ერთი ვიცი: ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ მშვენიერ და საოცრებებით სავსე სამყაროში რომ ერთი, ორი ან თუნდაც 1000 ადამიანის სიცოცხლეც კი არასაკმარისად პატარაა ამხელა სივრცესა და მოვლენებში ცნობისმოყბარეობის დასაკმაყოფილებლად და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს წინ მივიწევდე და რაც შეიძლება მეტს ვიგებდე ყველგან ყველაფერზე. ჩემი აზრით წმინდა მეცნიერული გონება ბავშვივით ცნობისმოყბარე გონებაა რომელიც მთავარი მამოძრავებელი ძალაა კაცობრიობის ისტორიაში… ჩვენს ისტორიაში… J.

ესეც ჩემი მორიგი პოსტი J იმედია მოგეწონათ და ცოტა მაინც ჩაგაფიქრათ ჩვენს ლამაზ სამყაროზე.

პოსტს ვურთავ რამოდენმე ლამაზ სურათს უბრალოდ განწყობისთვის და თქვენი თვალის გასახარად.

აი ისინიც:

tarlv

pcvzf

6iwzt

zk6sg

a0m9w

d0blk

2seby

ioq9t

77ugm

2dvvu

8kg48

yd822

qqyqv

3e666

h9py7

s3yrt

i1fvo

a33wf

წყარო: ჩვენ სამნი ანუ მე ბლოგი: mecnieri.co.cc და Discovery Science :)

მეცნიერი | Promote Your Page Too
166012193409287.2216.1664975763

მსგავსი ამბები

Back to top button