გასართობისაკითხავისასარგებლო

რა? სად? როდის?

ff17c48ae462

რა? სად? როდის? – კიდევ ერთი საინტერესო  შეკითხვების კრებული

1) ყველა თავის ინტერვიუში ეს პიროვნება ერთნაირად პასუხობს შეკითხვას ეთნიკური კუთვნილების შესახებ: “– მე იუგოსლავიელი ვარ, — ხაზს უსვამს ის — მამაჩემი ხორვატი იყო, დედა — სერბი, ცოლი კი მუსლიმანი მყავს”. დაასახელეთ ეს პარიზში მცხოვრები პიროვნება!

2)ვადიმ ნიკიტინი, მოსკოვის რამოდენიმე რესტორნის მფლობელი, თვლის, რომ ბორშჩის კარგან მომზადება უფრო რთულია, ვიდრე ბაყაყის ფეხების. ამ სიტყვებით იგი თითქმის იმეორებს კონფუცის ერთ გამონათქვამს. რატომ არის მისი აზრით კარგი ბორშჩის მომზადება ასეთი რთული?

3)აფრიკულ სპილოს — 1,5 მეტრი; ინდურ სპილოს — 0,5 მეტრი; მელია-ფენეკს — 15 სანტიმეტრი. ამ ცხოველებს კი ეს ორგანო აქვთ საშუალო ზომის, თუმცა ერთ-ერთ მათ წარმომადგენელს ჩაუტარეს დაკითხვა, რომლის ერთ-ერთ პუნქტს უნდა დაედგინა ამ ორგანოს უჩვეულოდ დიდი ზომის მიზეზი. ვინ ჩაატარა ეს დაკითხვა?

4)ამ ადამიანის მთელი ბიოგრაფია გაყალბებულია: მისი სახელი, დაბადების ადგილი, ბავშვობა და მის მიერ ჩადენილი გმირობანი. პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მან შექმნა ვ.შენდეროვიჩმა მოსწრებულად უწოდა “იდიოტიზმი მონარქიის ელემენტებით” და მაინც თანამემამულეების ადიდებენ მას, როგორც “მიწიური სამოთხის” შემქმნელს. დაასახელეთ ეს პიროვნება!

5)ერთ-ერთ ბანქოს აფორიზმში ნათქვამია:
”კარგი მოთამაშე ის არაა, ვინც იგებს კარგი კარტებით, არამედ ის, ვინც …”
დაასრულეთ ეს აფორიზმი.

6)ვინმე მორის მიჩტონს, გასული საუკუნის დასაწყისში, ნიუ–იორკის ერთ–ერთ უბანში გახსნილი ჰქონდა პატარა, საბავშვო მაღაზია, სადაც იგი ტკბილეულობით და სათამაშოებით ვაჭრობდა. თუმცა სახელი მან გაითქვა არა ტკბილეულობის წარმოებით, არამედ კლიფორდ ბერიმენის მიერ დახატულ, პოლიტიკურ კარიკატურაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქციით.
მაშ რისი წარმოებით გაითქვა სახელი მორის მიჩტონმა იმდროინდელ ამერიკაში?

7)1910 წელს კალაშნიკოვის ლუდისსახარშმა ქარხანამ რეკლამის წყალობით თავისი პროდუქციის წარმოება ორჯერ გაზარდა. მაინც რაზე იყო გამოსახული ეს რეკლამა, თუ მისი ტირაჟი 500 000 ერთეულს აღწევდა?

8)ესკიმოსებში და უკიდურესი ჩრდილოეთის სხვა ხალხებში მამაკაცისათვის ყველაზე სასურველ საცოლედ ითვლება მრავალშვილიანი ქვრივი. რატომ?

9)ინტერნეტში გამოქვეყნდა ახალი ლექსიკონი, რომელშიაც შევიდა 418 ინგლისური ლექსიკური ერთეული, 310 — ესპანური, დაახლოებით ამდენივე ჰოლანდიური. მე-6 ადგილზე გავიდა რუსული ენა 146 ერთეულით, ლიტვურ ენას წარმოადგენდა სულ 3 ერთეული, აი, ზულუსა და ურდუს ენები კი ლექსიკონში წარმოდგენილი არ აღმოჩნდა. რას შეიცავდა ეს ლექსიკონი?

10) ამ ცნობილი პოლიტიკოსის სამი გატაცება შეიძლება სამი სიტყვით მოვიხსენიოთ, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. ორ მათგანზე ძალიან უყვართ საუბარი ჟურნალისტებს, ხოლო რაც შეეხება მესამეს, ჟურნალისტები არც მასზე საუბარზე ამბობენ უარს, მაგრამ თავად პოლიტიკოსს ეს სულაც არ სიამოვნებს. დაასახელეთ ეს სამი სიტყვა.

წყარო: http://moazrovne.net/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close