გასართობისურათებიუცნაური

ვეფხვების ტაძარი

Image.geotorrents.com

დასავლეთ ტაილანდში, საი იოკის მხარეში მდებარეობს ბუდისტური ტაძარი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს. ტაძრის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ჩვეულებრივ ბუდისტ ბერებთან ერთად მოთვინიერებულ ვეფხვებს შეხვდებით.

ადგილობრივები ყვებიან, რომ 1999 წელს ბრაკონიერებმა რამდენიმე ვეფხვი დახოცეს და მათი ნაშიერები სოფელში წამოიყვანეს. ერთი მათგანი მოკვდა, დანარჩენებსაც რომ იგივე არ მოსვლოდათ, რამდენიმეს თავში აზრად მოუვიდა იქვე მდებარე მონასტერში მიეყვანათ. ბერებმაც სიხარულით მიიღეს პატარა სტუმრები. ტაძარში გაზრდილი ვეფხვები თვინიერებით და ალერსით გამოირჩევიან, უცხოებს არ ერჩიან. 2009 წლის დეკემბრის მონაცემით, მათმა რიცხვმა უკვე 50-ს მიაღწია

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა არ ჩაუტარებიათ, უცნობია რა ჯიშის ვეფხვები არიან. ვარაუდობენ რომ ისინი მიეკუთვნებიან ინდონეზიურ ან მალაიურ სახეობებს. მხოლოდ ერთი მათგანი, მეკი არის ბენგალიური ვეფხვი.

ცხოველები დროის უმეტეს ნაწილს გალიებში ატარებენ. მათი ძირითადი საკვებია ქათმები, ძროხის ხორცი და კატები :lol2: ოღონდ ეს ყველაფერი ეძლევათ მოხარშული სახით, რათა სისხლის გემოს არ მიეჩვიონ. ბერები ვეფხვებს ყოველდღე აბანავებენ და ასეირნებენ. ტაძრის ფინანსური აღრიცხვის მიხედვით, ერთი ვეფხვის შენახვა დღეში 100 დოლარამდე ჯდება.

Image.geotorrents.com

სტუმრებისთვის ტაძარი 12 საათიდან 5–მდე ღიაა. მათი რაოდენობა დღეში 300-დან 600-მდეა, ზოგჯერ 800-საც აჭარბებს. ტაძარში შესვლა სულ რაღაც 9 დოლარი ღირს.

Image.geotorrents.com

როგორც ადამიანები და ნებისმიერი ცხოველი, ზოგჯერ ვეფხვებიც ცუდ ხასიათზე არიან, თუმცა არცერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმესთვის ზიანი მიეყენებინოთ.

ტაძრის ოფიციალურ საიტზე შესასვლელად დააწკაპუნეთ აქ

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

:(

მსგავსი ამბები

Back to top button