ადამიანის შესაძლებლობები – მზერის ძალა #1
ერთ-ერთი სკოლის მოსამზადებელ კლასში 6 წლის გოგონამ “დანაშაული ჩაიდინა”. აი რა მოხდა სკოლაში ხატვის გაკვეთილზე: კლასელმა ბიჭმა ამ გოგონას ფანქარი წაართვა. გოგონამ შეჰყვირა და დაჟინებით შეხედა თანაკლასელს. ბიჭს მაშინვე გაუვარდა ხელიდან ფანქარი და ყვირილი მორთო. როდესაც მასწავლებელმა მიირბინა, ნახა, რომ ბიჭს ხელი დამწვარი ჰქონდა.
– “რითი დაგწვავდა?” ჰკითხა გაოცებულმა მასწავლებელმა.
– “თვალებით”, – განაგრძო ტირილი ბიჭმა.
გოგონას დედისთქმით გოგონა ზალიან ჭკვიანი და დამჯერი იყო, თუმცა იმასაც დასძენს, რომ მას ერთი გადახრა ჰქონდა: 3 წლამდე ვერცერთ სიტყვას ვერ ამბობდა, სამაგიეროდ თუკი რამეს მოინდომებდა, შეხედავდა ხოლმე ოჯახის რომელიმე წევრს და უსიტყვოდ გადასცემდა თავის სათქმელს. ასე ხვდებოდნენ ხოლმე ახლობლები, როდის შიოდა, წყიროდა და ა.შ.
***
ცნობილი მწერლის სტეფან კინგის რომანის “ცეცხლის გამომწვევის” მთავარი გმირი პატარა გოგონაა. ბავშვს საგნების აალების ფსიქიკური უნარი აღმოაჩნდა და ამან ხიფათში ჩააგდო. რადგან ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გოგონას იარაღად გამოყენება გადაწყვიტა. ბუნებრივია, მკითხველთა უმრავლესობა ამ რომანს გამოგონილად თვლის. ასეც არის, ოღონდ იდუმალი ნიჭი, რომელიც სიუჟეტს საფუძვლად უდევს მართლაც არსებობს. ამ ფენომენს არაერთი მაგალითი განამტკიცებს.
***
1965 წელს პარიზის ერთ-ერთ დისკოთეკაზე საშინელი ხანძარი მოხდა, – დაიღუპა 20 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 100ზე მეტი. ხანძრის მიზეზი, როგორც დაადგინეს ჭერზე არსებული ადვილად აალებადი სსაშვენისების დაწვა გახდა, თუმცა ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციაში ახალგაზრდა ჟან დიუკელი გამოცდხადდა და ხანძრის გაცენა საკუტარ თავზე აიღო. მისი მონათხრობიდან გამომდინარე, ტრაგედიის წინა დღეს იგი მეგობარ გოგონას ეჩხუბა და შეიტყო, რომ შეყვარებული ცეკვებზე სხვა ბიჭთან ერთად აპირებდა წასვლას. შურისძიების მიზნით მან დისკოტეკის დაწვა გადაწყვიტა. ამისთვის კი ქუჩაში დადგა, ენერგიის კონცენტრაცია მოახდინა და დისკოტეკისკენ აზრობრივი ბრძანებების გაცემა დაიწყო! პოლიციაში გააწყვიტეს, რომ ბიჭი შეურაცხადი იყო და შინ გაუშვეს. შემდეგ მის მშობლებს დაუკავშირდნენ და ურჩიეს, რომ ბავშვი ფსიქიატრთან მიეყვანათ. ერთი კვირის შემდეგ ყმაწვილმა თავი მოიკლა და მასთან ერთად დაიმარხა პასუხი იმ საიდუმლოსთან დაკავშირებით რამდენად შერესაბამებოდა მისი მონათხრობი სიმართლეს.
ტრაგედიიდან რამდენიმე წლის შემდეგ სპოეციალისტების ჯგუფმა დაწვრილებით გამოიკვლია დიუკოლის საქმის მსალები და აღნიშნა, რომ მასში არსებობდა რამოდენიმე ისეთი მომენტი, რომელზედაც პოლიციამ ყურადღება არ გაამახვილა.. უპირველეს ყოვლისა დიუკოლმა ზუსტად დაასახელა აალების ადგილი, ასევე დაწვრილებით აღწერა ხანძრის პირველი წუთები. რაც შეუძლებელი იყო სცოდნოდა და მეორეც – ამ ბიჭთან დაკავშირებით ადრეც დაფიქსირებულა მზერით საგნების აალების უნარი. ასე მაგალითად, ერთ-ერთმა მისმა კლასელმა მკვლევარებს უამბო, რომ მეექვსე კლასში ჟანი ნიძლავზე, მზერის დახმარებით ქაღალდებს წვავდა. უფროსკლასებში კი ისიც შეეძლო მოზრდილი ხე გაეხვია ცეცხლის ალში.
***
აშშ-ში საგნების უკონტაქტო აალების ფენომენს უფრო სერიოზულად ეკიდებიან. ჯერ კიდევ 1927 წელს ამერიკული გაზეთები მითხველს მოუთხრობდნენ იმის შესახებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი პირადად იკვლევდა ფენომენს და პირადად ეკონტაქტებოდა ა. ანდერვუდს, რომელსაც შეეძლო ხანძრის გაცენა მზერის კი არა… სუნთქვის დახმარებით!
ყველაფერი კი იქინდა დაიწყო, რომ ერთხელ ექიმ ლ .ლუდმანთან ახალგაზრდა ზანგი მივიდა და დახმარება სთხოვა. ექიმის მონათხრომის მიხედვით, თული ანდერვუდი, ე.ი. ახალგაზრდა ზანგი ცხვირსახოცს ცხვირზე მიიდებდა და ასე დაიწყებდა სუნთქვას, რამდენიმე წამში ცხვირსახოცს ცეცხლი ეკიდებოდა. გამოკვლევებზე ანდერვუდი მთლიანად შიშვლდებოდა, ყელსა და პირში სოდიან წყალს ივლებდა და ისე ატარებდა ექსპერიმენტებს, რათა ყოველგვარი ფალსიფიკაცია გამოერიცხა. და მაინც, ფაქტი იყო , რომ სუნთქვის საშუალებით მას ქარალდების და ქსოვილების დაწვა შეეძლო. ექიმები აიძულებდნენ პირშის ხვადასხვა სახის ხსნარები გამოევლო, ცაეცვა ქირურგიული ხელთათმანები, მაგრამ შედეგი იგივე რცებოდა. ავადმყოფი იძულებული იყო ძალიან ფრთხილად ესუნნთქა, რომ ხანძარი არ გაჩენილიყო. ეს შემტხვევა იმიტაც არის უნიკლაური, რომ ანდერვუდი ხანგრძლივ სამედიცცინო გამოკვლევაზე დათანხმდა, რომლის ანგარიშებსაც “მიჩიგან მედიკელი” და სხვა გამოცემები აქვეყნებდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, ანდერვუდის ფენომენს ახსნა ვერავინ მოუძებნა.
დღეს აშშ-ში არსებობს ასოციაცია, რომლებიც თავს “ფრთხილად მსუნთქავებს” უწოდებენ. ამ ასოციაციის პრეზიდენტი, სიეტელი ჯიმი ბორისონი ირწმუნება, რომ ერთხელ, თავის განუმეორებელი უნარის წყალობით ბანდიტებისაგანაც კი დაიცვა თავი. როდესაც რამით უცნობმა პირებმა მისი გაზარცვა მოინდომეს, ბორისონმა ღრმად ამოისუნთქა და მძარცველებმა სახესა და სხვეულზე მძიმე დამწვრობა მიიღეს. ამასთან დაკავშირებით მათ ძარცვის მსხვერლს პოლიციაში უჩივლეს. ჯიმი ბორისონი ხშირად ახდენს ფენომენალური უნარის დემონსტრირებას ავტორიტეტული ექსპერტ-მედისკოსების წინაშე.