არქივი

პატივცემული საზოგადოება ( კოზა ნოსტრა )

ef7b015c6b1d
ისევ ვაგრძელებ მაფის შესახებ პოსტების დადებას იმედა დაგაინტერესებთ.

მაფის წევრებს არ უყვართ სიტყვა ( მაფია ). ისინი უარყოფენი კიდეც ამ სახელს. მაფიის თაობაზე ერთი რეპორტაჟის გამო, რომელიც სიცილიაზე მომზადდა შვეიცარის ტელევიზიისთვის, დომინიკ ფერნანდესი დაახლოებით შემდეგს მოგვითხრობს: თუ სიცილიელს კითხავ, რას ფიქრობს მაფიაზე, იგი გიპასუხებთ: მაფია? ასეთი რამ მე არ ვიცი. მაშინ თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იგი მაფის წევრია. მაფიის წევრებსურჩევნიათ საკუთარ ორგანიზაციას პატივცემული საზოგადოება უწოდონ, რადგან სიტყვა მაფია მიაჩნიათ აბუჩად აგდებდ.
e24d2c9f891d
( ოჯახის მართვის სისტება )
ისტორიკოსები შეცადნენ განესაზღვრათ ( პატივცემული საზოგადოების ) შინაგანი სტრუქტურა და მისი ფუნქციონირების წესი. სამწუხაროდ, მათ ჯერ კიდევ ხელთ არ ჰქონდათ ვინმე სიცილიელი ვალჩის ჩვენებები, რის გამოც მათ მიერ გამოტანილი დასკვნები ხშირად წინაღმდეგობრივია. კერძოდ ისინი მივიდნენ ერთ თვალსაზრისამდე, ოჯახის განსაზღვრისას  კოსკასთან მიმართებაში. საერთოდ ოჯახი იგულისხმება სიტყვის ფართო გაგებითთ. ოჯახი-ეს ერთი ოჯახის  მხოლოდ ნათესავები როდი არიან, არამედ-მეგობრებიც. სიტყვა ( კოსკა ) უბრალო ენით ნიშნავს:  ( ნიახურს, არტიშოკს, ან ღორის ქადას ). მაფიის ენაზე იგი ჯგუფს ნიშნავს, რომელშიც სხვადასხვა ელემენტები  დაკავშირებული არიან ერთმანეთთან  ისე, როგორც ნიახურის  ერთ ღერზე გამოსხმული ფოთლები. ეჭვი იბადება იმის თაობაზე, რომ ან ოჯახი შედგება რამდენიმე კოსკადან, ან პირიქით – კოსკა აერთიანებს რამდენიმე ოჯახს, არსებოს ისეთი ვარაუდიც, რომ ეს ორი სიტყვა სინონიმებია.
2643797eca4f
ერთადერთი, რაც ეჭვს იწვევს ის არის, რომ რამდენიმე ოჯახი ან რამდენიმე კოსკა ქვნის ერთობას. უკეთესად ვიცით ერთი ოჯახის ან ერთი კოსკას შემადგენლობა. სათავეში დგას ( კაპო )-მთავარი, რომელსაც იმის და მიხედვით. თუ როგორ არიან მასთან დააახლოებულინი, ეძახიან დონს ან ძიას.საფუძველს შეადგენენ ( პიჩოტები ), ისინი ემსახურებიან ( მთავარის ) ხელქვეითებს, პიჩოტები მოვალენი არიან სრული მორჩილება გამოუცხადონ მთავარს, რომელიც განაგებს მათ სიცოცხლეს და სიკვდილს.  მთავარს და პიჩოტს შორის ზოგჯერ არის ერთი ან რამდენიმე შუალედური ელემენტი ( კაპორეჯიემ ) მაგრამ ეს ხდება ძალზე იშვიათად.სიცილიაში პრაქტიკულად ასეთი წოდება არ არის, მაგრამ იგი მეტად მნიშვნელოვანია ამერიკის მაფიაში.
b51769ca5d18
მთელი სიცილიის მაფიის თავში დგას ( ბელადი ) რომელიც არის უმაღლესი ხელმძღვანელი და არბიტრი. მთავართა უმრავლესობა, რომელთაც მეტნაკლებად საყურადღებო მნიშვნელობა აქვთ, ემორჩილებიან ( ბელადს ) მაგრამ იმ პირობით,  რომ მისი ძალაუფლება მეტისმეტად არ უნდა შეიჭრას მთავართა საკუთარ სფეროში.ხშირად უცდიათ მაფის წევრის იდიალური პორტრეტის დახატვა. ამისთვის უმეტესად მიმართავდნენ სიცილიის მაფიის სამი გამოჩენილი ხელმძღვანელის, სამი დონის: ვიტო კაშო ფეროს, კალოჯერო ვიცინის და ჯენკო რუსოს დახასიათებას, რომლებიც ნახევარი საუკუნის მანძილზე კუნძულის ნამდვილი პატრონები იყვნენ.
38ab6b68b0ef

       (  ვიტო კაშო ფერო )
4da4c1a47e4f

( კალოჯერო ვიცინი )

c65eefd41f92
( ჯენკო რუსო )
სამივეს თავისი საკუთარი ხასიათი ჰქონდა და თითეულის მართველობა გამოირჩეოდა რაღაც განსაკუთრებული თვითმყოფადობით, მაგრამ მიუხედავათ ამისა, მათ ბევრი საერთოც ჰქონდათ და სწორედ ამ საერთო თვისებების საფუძველზე შეიძლება შევადგინოთ მაფიის წევრის თავისებური პორტრეტი.ყურად საღებია მისი სასამართლო საქმე, ერთი შეხედვით მეტად უხვია, მაგრამ მისი გულდასმით შესწავლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მართლმსაჯულება მათ ცოტა რამეს თუ უსაყვედურებს. მართალია, მას მრავალჯერ აპატიმრებენ ქურდობის, ძარცვის და მკვლელობისათვისაც კი, მაგრამ თითქმის ყოველთვის ამართლებენ ( სამხილის უკმარისობის გამო ) განსაკუთრებით დამახასიათებელია ჯენკო რუსოს მაგალითი.1921 წლიდან 1942 წლამდე დონ კალოს მემკვიდრეს ოცჯერ მაინც წაიყვანეს ბრალდება, მაგრამ, თუ კარგად დაუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ მან ციხეში მხოლოდ ორი წელი გაატარა, ხოლო ამ პერიოდში მისი სიმდიდრე და ძალაუფლება კვლავ იზრდებოდა.

პ.ს კიდევ გაგრძელდება პოსტები კოზა ნოსტრაზე ვეცდები უფრო საინტერესო ისტორიები მოვძებნო.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button