არქივი

თამბაქო ამსხვრევს ძვლებს

8b968e14b501
მწეველთა საყურადღებოდ…

თურმე თამბაქო მარტო ყელს, ბრონქებს, ფილტვებს, სისხლს, კუჭს არ ემუქრება. ტეხასელმა მეცნიერებმა დააგინეს, რომ თამბაქოს მოყვარულებს ძვლოვანი ქსოვილი უსუსტდებათ, უფრო ადვილად იმტვრევიან, გამოსაჯანმრთებლად კი გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ.

მაგალითად, თუ მწეველი ფეხს მოიტეხს, არამწეველთან შედარებით ორჯერ მეტხანს მოუწევს თაბაშირით სიარული. ტეხასში 76 ადამიანს ლამის მთელი წელი აკვირდებობდნენ და როგორ გგონიათ, რა გაირკვა?არამწეველებს ძვალი დაახლოებით 146 დღეში შეუხორცდათ,მწეველებმა კი თაბაშირში სამი თვით მეტი გაატარეს.

თამბაქოს მოყვარულები, რაღა თქმა უნდა, უამრავ ისეთ ადამიანს გაიხსენებენ, ვინც მთელი სიცოცხლე ეწეოდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, მეცნიერებისა თუ ხელოვნების მწვერვალები დაეპყროთ. მაგრამ ეგებ მათაც შეეძლოთ, გაცილებით მეტხანს და საინტერესოდ ეცხოვრათ?

როდრიგო დე ხერესი, ესპანელი მოგზაური, ამერიკის მკვლევარი, ითვლებოდა პირველ ევროპელად, რომელმაც თუთუნი მოსწია. აი, რას წერდა ხერესზე მისი ცოლი: “ცეცხლს ყლაპავდა და კვამლს ცხვირიდან უშვებდა, ცხადია, ეშმაკს ჰყავს შეპყრობილიო.”

სერ ისააკ ნიუტონი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ფილოსოფოსი, სხვებზე მეტ თამბაქოს არ ეწეოდა, მაგრამ ისტორიაში მაინც შევიდა. როგორ გგონიათ, რატომ? ჩიბუხის ჩასაქრობად უყურადღებობის გამო, არც მეტი, არც ნაკლები, საცოლის თითები გამოიყენა.

d74ce8231b8b

ზიგმუნდ ფროიდი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. ყოველდღიურად 20 სიგარას ეწეოდა და ეს საქმიანობა არც მას შემდეგ შეუწყვეტია, რაც სასისა და ტუჩების კიბოთი დაავადდა.

09f448efd3c3

ფრიდრიხ ვილჰელმი, პრუსიის მეფე, საღამოობით ზედიზედ 32 ჩიბუხ თუთუნს ეწოდა.

e4980a12f822

სერ უინსტონ ჩერჩილი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლეგენდარული მწეველი გახლდათ. თუმცა, როგორც თვითმხილველები ირწმუნებიან, ცდილობდა დღეში 15 სიგარა ეკმარა

2cf1c82150d2

მარკ ტვენი, მწერალი, მხოლოდ სიგარას ეწეოდა. მწეველთა ისტორიაში იგი ამ ფრთიანი ფრაზით შევიდა: “თავი დავანებო მოწევას? ამაზე ადვილი რა არის! ეს 100-ჯერ მაინც მაქვს გაკეთებული!”

0235ba050845

მაგრამ ეს ცხადი თვითმკვლელობა (ისევე,როგორც მრავალი სხვა რამ) მხოლოდ გენიოსებს მიეტევებათ. ეცადეთ, უარი თქვათ თამბაქოზე. დღიური ნორმა რამდენიმე სიგარეტითაც რომ შეამციროთ, ესეც საკმარისია.

მსგავსი ამბები

Back to top button