უკატეგორიო

ახალი სახე

ab651620de2f

ჯეიმს მაკის,ვიეტნამის ომის ვეტერანის ცხოვრება ისე არ წარიმართა როგორც თავად ისურვებდა, მას საშინელი კატასტროფა შეემთხვა,რამაც ფაქტიურად ძირფესვიანად შეცვალა მისი მომავალი.

ჯეიმსი მეტროს ელექტრო მატარებლის წყალობით დაიწვა 2005 წლის 30 ივნისს და დაკარგა ცხვირი,ლოყები, ზედა ტუჩი,ძვლები,რამდენიმე კუნთი და ნერვი. რა თქმა უნდა ამ კატასტროფის შემდეგ მისთვის სახლიდან გასვლა არც ისე ადვილი იქნებოდა. როდესაც ბავშვები უცხვირო ადამიანს ხედავდნენ კიოდნენ და შველას ითხოვდნენ, ხალხი კი გაკვირვებული მისჩერებოდა.

ჯეიმსს ოპერაციაზე არც უფიქრია, ორი წლის განმავლობაში იმ სახით იცხოვრა,რომელსაც სურათებზე ხედავთ. 2007 წელს კი ტელევიზორში შემთხვევით უყურა გადაცემას სახის ტრანსპლანტაციის შესახებ, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა სახე გადაენერგა.

ადვილი არ ყოფილა დონორის მოძებნა,მაგრამ ჯეიმსს გაუმართლა და მისი დონორი სექს–რჩევების მიმომხილველი,მარკეტინგის წარმატებული ექსპერტი, ჰოლივუდში საკმაოდ ცნობილი ჯოზეფ ჰელფგოტია,რომელიც გულის ტრანსპლანტაციით გარდაიცვალა.
მისმა ოჯახმა და მეუღლემ,სუსანმა,არამარტო ჯოზეფის სახე გაიმეტა დონორობისთვის, არამედ გულიც სხვას მისცეს,რომელსაც ჯოზეფს უნერგავდნენ,სანამ გარდაიცვლებოდა.
ბოსტონის საავადმყოფოს ექიმებმა აღმოაჩინეს,რომ ჯოზეფისა და ჯეიმის სახის კანის შეფერილობა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს,თანაც ისინი ასაკით თითქმის ტოლები იყვნენ, ასე რომ ოპერაციაც გადაწყდა.

d083d4c50ec4

8ce3ebd0f81f

ოპერაცია 17 საათს გაგრძელდა და საავადყოფომ პაციენტს თანხა, 200 000 დოლარიც არ გადაახდევინა.

ოპერაციის შემდგომ კი ჯეიმსს სარკეში მოუნდა თავისი ახალი სახის დანახვა, ,,მინდოდა მენახა,როგორ გამოიყურებოდა ახალი ჯეიმსი” განაცხადა მან. შედეგით კი აღფრთოვანებული დარჩა,როგორც თავად პაციენტი,ასევე მისი ქალიშვილი,რომელიც მამის ახალი შესახედაობის დანახვაზე სიხარულით ტიროდა.

da418d88cc82

c4bee2f6fba6

7f62b3184bd6

cfe2f5ea2541

beda721bd636

შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოებს:

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button