საკითხავისასარგებლო

შავი მეტალის შესახებ

4f9af8647654

ბლექის ისტორია: ტერმინი Black Metal წარმოიშვა 1982 წელს როცა გამოვიდა ჯგუფ VENOM ის ამავე დასახელების ალბომი, ანუ შეიძლება ითქვას ამ ჯგუფმა შემოიტანა ეს ტერმინი ხმარებაში. ვენომი იმ დროისთვის ძალიან მძიმე და ქაოტურ მუსიკას უკრავდა, თრეშ სტილისტიკით თუმცა ეს ძალიან განსხვავდებოდა თრეშისგან, ზოგიერთი სწორედ ვენომს მიიჩნევს ბლექ მეტალის პირველი ლეგიონის ჯგუფად. ამ პერიოდში შეიქმნა ისეთი ჯგუფები როგორიცაა HELLHAMMER (1982), CELTIC FROST, BATHORY (1983), SODOM (1983), თუმცა შემდგომში CELTIC FROST და BATHORY ჩამოშორდნენ ბლექ სტილისტიკას, მიუხედავად ამისა ისინი მაინც ითვლებიან ბლექის ფუძემდებელ ჯგუფებად. თავდაპირველად ბლექი თავისი ჟღერადობით გავდა Thrash/Speed/Death-ს თუმცა მეორე ლეგიონის ჯგუფებმა რომლებიც 90 წლების დასწყისში დაიწყეს მოღვაწეობა მთლიანად შეცვალეს მისი განვითარების გზა და იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელ მიმდინარეობად ჩამოაყალიბეს, ეს ჯგუფებია DARKTHRONE, BURZUM ,MAYHEM, IMMORTAL, BEHERIT. მუსიკა უფრო მძიმე და სწრაფი გახდა ასევე დრამის პარტიები უფრო სწრაფი ასევე შეიცვალა ვოკალიც, ნუ ამ პერიოდის ბლექი ძალიან განსხვავდებოდა 80 იანი წლების ბლექისგან. ევროპაში ბლექ მიმდინარეობა მალე გახდა პოპულარული და სულ მალე შეიქმნა ისეთი ჯგუფები როგორიცაა MASTER’S HAMMER (ჩეხეთი) MORTUARY DRAPE (1984) იტალია, MYSTIFIER (ბრაზილია) NECROMANTIA (1989) და ROTTING CHRIST (1987) საბერძნეთი, SIGH (იაპონია). მესამე ლეგიონის ბლექ მეტალ ჯგუფები (90 იანი წლების პირველი ნახევარი)-EMPEROR , ENSLAVED (1991), GORGOROTH (1992) და SATYRICON(1991) ABIGOR (1993), SUMMONING (1993), DISSECTION(1989), MARDUK (1990) და LORD BELIAL (1992) ამ ჯგუფებმა ბლექი სულ სხვა დონეზე აიყვანეს, მუსიკა უფრო ხარისხიანი და მრავალფეროვანი გახდა, გამოიყენეს თანამედროვე ჟღერადობა და კლავიშის ძველი ჰარმონია რამაც უფრო საინტერესო გახადა ეს მიმდინარეობა. ამ პერიოდში გამოჩნდა ჯგუფები რომლებიც ფოლკს იყენებდნენ ბლექ მუსიკაში როგორიცაა ISENGARD, STORM,WONGRAVEN, VOND. მეოთხე ლეგიონის ჯგუფები (1995 წლიდან დღემდე)-ARCTURUS (ex.MAYHEM), CRUACHAN, CRADLE OF FILTH, PAZUZU,PARNASSUS, FALKENBACH, EMPYRIUM, BAL-SAGOTH და ა.შ. ამ ჯგუფებმა დაარღვიეს ყველანაირი სტერეოტიპი თუ შეზღუდვები, ისინი იყენებენ ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტს, მღერიან სხვადასხვა ტონალობაში ქლინით გროლინგით თუ სხვა ანუ ამ პერიოდში ბლექი გახდა იმ მიმდინარეობათ რომელსაც არანაირი ჩარჩოები არ გააჩნია ან იმდენად დიდია სივრცე რომ უბრალოდ არ ჩანს.

5ca2825d6c17

ბლექი და სატანიზმი: ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი რადგან ბლექის ისტორიაში დიდ როლს თამაშობს. მართლაც პირველი ლეგიონის ჯგუფები VENOM,BATHORY, HELLHAMMER-ი ხშირად იყენებდნენ სატანისტურ ლირიკას თუმცა არ შეიძლება ამას ასე ერთსახად შევხედოთ, ეს ყურადღების მიქცევის მიზნით კეთდებოდა, მაგრამ ძირითადად ალბათ უფრო პროტესტის ერთგავრი ფორმა იყო რომელმაც ასეთი რადიკალური და ბევრისთვის მიუღებელი ფორმა მიიღო. თუმცა შემდგომ ისეთი ჯგუფი როგორიცაა BATHORY უფრო სხვა მხრივ განვითარდა და მისი თაყვანისცემის ობიექტი ვიკინგები და სკანდინავიური ღმერთები გახდნენ. თუმცა მეორე და ნაწილობრივ მესამე ლეგიონის ჯგუფები კვლავ სატანიზმს დაუბრუნდნენ, პირველი ჯგუფი რომელიც სიტყვებიდან საქმეზე გადავიდა იყო BURZUM, რომელსაც ბრალდება რამდენიმე ეკლესიის დაწვა და შეურაწყოფა. ყველაზე უცნაური ისაა რომ თავდაპირველად სატანიზმი იყო მუსიკალური ინდუსტრიის ნაწილი და თუნდაც ვენომი უფრო იუმორით უყურებდა ამას ვიდრე სერიოზულად მაგრამ მეორე ეშელონის ჯგუფებში სატანიზმმა და ტერორიზმმა ძალიან მოიკიდა ფეხი, კერძოდ მათ ჰქონდათ იდეოლოგია, მათი მიზანი იყო განედევნათ ქრისტიანობა სკანდინავიიდან კერძოდ ნორვეგიიდან და აღედგინათ ძველი ღმერთების ბატონობა ამ ტერიტორიაზე ეს ჯგუფები იყვნენ-BURZUM, MAYHEM, EMPEROR, DARKTHRONE, IMMORTAL ანუ ესენი შეიძლება ჩავთვალოთ იდეოლოგიურად ანტიქრისტიანულ ჯგუფებად. მაგრამ რეალურად ესენი არ იყვნენ სატანისტები, სატანიზმი ქრისტიანობასთან ბრძოლის იარაღი იყო, სკანდინავიაში ისტორიულად ყოველთვის ძლიერი იყო მითიური ღმერთებისადმი რწმენა, ქრისტემ ვერ შეცვალა ოდინი, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა რომ სწორედ სკანდინავიური ბლექ მეტალ ჯგუფები გამოირჩეოდნენ იდეოლოგიური სიმყარითა და აგრესიულობით. სხვა ქვეყნებშიც ბლექი ოკულტურ და სატანისტურ ელემენტებს შეიცავდა, შემდგომში ამას დაემატა ნაციონალური ელემენტებიც (ვიკინგ მეტალი). ყველაზე ნათელი წერტილი კი მესამე და მეოთხე ეშელონის ჯგუფებია რომლებიც სატანიზმიდან გადავიდნენ ნაციონალურ ტალღაზე და ისეთი ჯგუფები როგორიცაა GRAVELAND, BEHEMOTH, VARATHRON,PRIMORDIAL უკვე არა სატანას არამედ თავის ქვეყანას და კულტურას განადიდებდნენ, ასევე პოპულარული გახდა ტოლკიენის ნაწარმოებების ბლექ ლირიკაში გამოყენება და მათ მიხედვით ეპიკური ნაწარმოებების შექმნა, ამ პერიოდში ბლექი უფრო მისტიკური გახდა. თანამედროვე ბლექში კი სრული თავისუფლებაა და აქ გვხვდება როგორც ოკულტური შინაარსის ჯგუფები ასევე პირიქით შეიქმნა ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ბლექი, რომელმაც გარკვეულწილად დააბალანსა ბლექ სამყაროში არსებული სიტუაცია.

მსგავსი ამბები

Back to top button