საკითხავისასარგებლოუცნაური

ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები დედამიწაზე… (5 ნაწილი)

“ნადირობის სახეობებიდან ვერცერთი ვერ შეედრება ადამაინზე ნადირობას, მან ვინაც ინადირა შეიარაღებულ ადამიანებზე და გამოსცადა ეს გემო, მომავალში ყოველგვარ ინტერესს კარგავს, ნადირობის გარდა” – ერნესტ ჰემინგუეი. წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც  თავზარს სცემენ გარშემო მყოფებს და ითვლებიან ყველაზე სასტიკებად დედამიწაზე… 5 ნაწილი

1 ნაწილი
2 ნაწილი
3 ნაწილი
4 ნაწილი

მექსიკელი “ჩიკატილო” – ამ შემთხვევაში საქმე მართლაც უცნაურ სიტუაციასთან გვაქვს. თუკი საერთოდ გადაწყვეტთ მექსიკაში მოგზაურობას, მაშინ გირჩევთ, რომ არავიტარ შემთხვევაში არ მოინახულოთ ქალაქი სიუდად-ხუარესი… 90-იანი წლების შემდეგ ამ ქალაქში დათარეშობს მანიაკი თუ მანიაკები, რომლებიც იტაცებენ ქალებს, აუპატიურებენ და კლავენ. დღეისათვის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის. ქალაქის პოლიციის დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ მათი რიცხვი 5 000-მდეა.

საინტერესო ის არის, რომ მკვლელი არ გამოირჩევა რაიმე მიდრეკილებით და მისი მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ქალი და ბავშვიც კი.

ყოველწლიურად ქალაქის მახლობლად პოულობენ ასეულობით დასახიჩრებულ ცხედარს. ექსპერტები შემდეგი დასკვნა გამოაქვთ: “დაკვირვებებით ჩანს, რომ მსხვერპლს არაადამიანურად ექცევიან, აუპატიურებენ რამოდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგი ზოგი შიმშილით იხოცება, ზოგი სისხლის დაკარგვით და ზოგიც უბრალოდ ვეღარ უძლებს კოშმარს. მათ სხეულზე დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ან დაჯგუფების ჩადენილია”

**********************************************************************************
**********************************************************************************

ხოსე ლუის საენსი – ყველაზე საშიში წევრი ბანდისა Cuatro Flats, რომელიც აკონტროლებს რაიონ ბოილ-ჰაიტს (ლოს-ანჯელესი).

1998 წელს საენსმა ასეულობით ადამიანის თვალწინ, დღისით მზისით მოკლა 2 ადამიანი კონკურენტი ბანდიდან. შემდეგ მოიტაცა თავისი საცოლე, გააუპატიურა და მოკლა. რის შემდეგადაც გამოაცხადეს ძებნილად. ის უკვე 10 წელზე მეტია პოლიციას გაურბის.

2008 წელს პოლიციამ შტატ მისურიში დააკავა Cuatro Flats-ის ორი წევრი, რომლებიც ავტომობილით მგზავრობდნენ და რომლის საბარგულშიც იპოვეს 650 000 დოლარი, წარწერით “ტორო” – ქუჩა, სადაც დაიბადა და გაიზარდა ხოსე ლუის საენსი. 2 თვის შემდეგ ამ ამბიდან, საკუთარ სახლთან მოკლეს გამომძიებელი, რომელსაც ეს საქმე მიჰყავდა. ვიდეოთვალმა ყველაფერი დეტალურად დააფიქსირა, თუ როგორ მიირბინა უკვე გაღებულ კარებთან ვიღაცამ და ორჯერ ესროლა მსხვერპლს თავში. მკვლელში საენსი ამოიცნეს.

დღეს საენსი მეხუთე ადგილზე იმყოფება იმ კრიმინალებს შორის, რომელსაც ყველაზე უფრო ეძებს FBI. ნებისმიერ ინფორმაციაზე 100 000 დოლარს იძლევიან.

დასასრული…

*********************************************************************************
*********************************************************************************


ჩემი ყველა პოსტი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close