არქივი

საინტერესო ფაქტების სამყაროში

Image.geotorrents.com
– 13 წლის ასაკში გრაფი დრაკულა ძმასთან, რადუსთან ერთად ქალაქ ადრიანოპოლში გაგზავნეს სტუმრად თურქებთან. ვლადი იქ 4 წლით დარჩა. მწირი ცნობებია ამ პერიოდის შესახებ, თუმცა არის გადმოცემები, რომ იქ მას რეგულარულად აუპატიურებდნენ, რამაც მისი ფსიქოლოგიური გადახრები გამოიწვია.

– გრაფ დრაკულას უცნაური იუმორი ჰქონდა: ჩამოსაცმელი სარის სიგრძეს მსხვერპლის სიმაღლის მიხედვით არჩევდა ხოლმე.

– გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ვლად დრაკულა არა ტრანსილვანიის, არამედ ვალაქიის რეგიონის მმართველი იყო.

Image.geotorrents.com
– ალკოჰოლი 6.5-ჯერ მეტ ახალგაზრდას კლავს, ვიდრე ყველა არალეგალური ნარკოტიკი ერთად.

– თუკი შენ ალკოჰოლურ სასმელებს ხშირად ეტანები, 50-ჯერ უფრო შესაძლებელია კოკაინის მომხმარებელი გახდე იმასთან შედარებით, ვინც საერთოდ არ ეკარება ალკოჰოლს.

– თინეიჯერები, რომლებსაც მშობლები რეგულარულად უხსნიან ნარკოტიკის საშიშროებას, 42%-ით ნაკლებად ეტანებიან მას.

Image.geotorrents.com
– ახალდაბადებული აინშტაინი ისეთი მსუქანი და დიდთავა იყო, რომ დედამისს ეგონა, რაიმე დაავადება სჭირდა.

– ალბერტი 5 წლის იყო, როცა მამამ კომპასი აჩვენა. მომავალი მეცნიერი ამ პატარა ხელსაწყომ ისე აღაფრთოვანა, რომ მეტი არაფერი აინტერესებდა. ფიზიკით დაინტერესებაც აქედან დაიწყო.

– აინშტაინს მისი სტუდენტისგან, მილევა მარიკისგან უკანონო შვილი ჰყავდა, სახელად ლისერლი. მისი ბედი უცნობია.

Image.geotorrents.com
– დაახლოებით 1,5 მილიარდ ადამიანს არ აქვს საშუალება, დალიოს სუფთა, სასმელად ვარგისი წყალი.

– წყლის რეკომენდებული მოცულობა ერთ სულზე დღეში სანიტარიის, ბანაობის, საჭმლის მომზადებისთვის და დასალევად არის ჯამში 50 ლიტრი. ერთი სული ამერიკელი ამ ნორმას 10-ჯერ აჭარბებს, ხოლო 1 მილიარდი ადამიანი 6 ლიტრზე ნაკლებს მოიხმარს.

– აფრიკასა და აზიაში ქალებს საშუალოდ 6 კმ-ის გავლა უწევთ წყლის მოსაპოვებლად.

Image.geotorrents.com
– 2009 წელი მნიშვნელოვანი პერიოდია აშშ-ს ისტორიაში იმ მხრივ, რომ საკმაოდ გაიზარდა სიღარიბის მაჩვენებელი. წლის ბოლოს სიღარიბეში ცხოვრობდა 45 მილიონი ამერიკელი.

– ყოველი მეექვსე ამერიკელი სარგებლობს მინიმუმ ერთი სახელმწიფო პროგრამით სიღარიბის წინააღმდეგ. 10 მილიონი ამერიკელი იღებს უმუშევრობის დაზღვევას, რაც 2007 წელთან შედარებით თითქმის ოთხჯერ მეტია.

– ამჟამად ყოველი მეხუთე ამერიკელი ბავშვი სიღატაკეში ცხოვრობს.

Image.geotorrents.com
– ჰიტლერს საოცრად დახვეწილი ხელწერა ჰქონდა. ცნობილმა ფსიქოლოგმა კარლ იუნგმა კი მისი ნაწერების შემხედვარე თქვა: “ამ ხელწერის უკან იმალება ტიპიური კაცი, რომელიც აღსავსეა ქალური ინსტინქტებით.”

– ადოლფის ერთ-ერთმა საყვარელმა თავი მოიკლა მისგან შევიწროების გამო. მისი გვამის გაკვეთის ყურებამ ისე იმოქმედა ჰიტლერზე, რომ მას შემდეგ ვეგეტარიანელი გახდა.

– როგორი სითბოც გინდა ყოფილიყო, ფიურერი საზოგადოებაში ქურთუკს არასდროს იხდიდა.

Image.geotorrents.com
– დღეს გაცილებით მეტი მონაა მსოფლიოში, ვიდრე რომელიმე პერიოდში ყოფილა აქამდე – 27 მილიონი. ბევრის გასაკვირად, მონობა აშშ-შიც არ აღმოფხვრილა. ყოველ წელს მათი რიცხვი დაახლოებით 17500-ით იზრდება.

– ადამიანებით ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კრიმინალური ბიზნესია წელიწადში 7 მილიარდი დოლარის ბრუნვით.

– მონები ისეთი საქონლის დამზადებაში იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც თქვენც მოიხმართ: კაკაო, ბამბა, აღმოსავლური ნოხები, ალმასები და აბრეშუმი.

მსგავსი ამბები

Back to top button