მისტიკასაკითხავიუცნაური

ვამპირების შემოსევა

სუსტი გულის მქონეებმა არ დააჭიროთ გაგრძელებას… დანარჩენებმა კი თვითონ იცით :)

თუ ადამიანს მზის შუქი აღიზიანებს, ნაკურთხი წყალი კანს უწვავს, მასთან მყოფი შინაური ცხოველები აგრესიულები ხდებიან, მისი გამოსახულება არ აირეკლება სარკეში და მხოლოდ სისხლით იკვებება, ის ვამპირი ყოფილა.

ვამპირები, უფრო სწორად – სისხლისმწოველები თითქმის ყველა მითოლოგიაშია აღწერილი, მაგრამ მათ სამშობლოდ მაინც ტრანსილვანია მიიჩნევა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეპიდემიამ იმსხვერპლა. გაუნათლებელი გლეხები მიცვალებულს ეგრევე მარხავდნენ; ხშირად, ადამიანები კატალეფსიის (ფსიქიკური გადახრა, რომლის დროსაც ადამიანი ხანგრძლივი პერიოდით, პოზას არ იცვლის, ხშირად შიზოფრენიას ახლავს) დროსაც გარდაცვლილად მიიჩნევდნენ, და შესაბამისად მიწას აბარებდნენ. ცოტა ხანში “მკვდრები” იღვიძებდნენ და საფლავიდან ამოსვლას ამაოდ ცდილობნენ. თავდაპირველად, სამარხების ქურდები, მიცვალებულთა გაძარცვის მიზნით, მოგვიანებით კი ვამპირების გამოსავლენად, დაკრძალვიდან რამოდენიმე დღეში თხრიდნენ. თუ ადამიანი ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდა, სხეული უცვლელი ხვდებოდათ, კატალეფსიის შემთხვევაში, გვამს პოზა შეცვლილი ჰქონდა, ხოლო თუ ფრჩხილების ქვეშ და პირში სისხლის კვალსაც აღმოუჩენდნენ, ვამპირად შერაცხავდნენ. ხშირად, გაცოცხლებული ადამიანებისთვისაც მიუსწრიათ, რომელსაც მაშინვე ვამპირად შერაცხავდნენ ხოლმე და გულ-მკერდში სარის ჩარჭობით საბოლოოდ კლავდნენ.

გარდაცვლილების გარდა, ვამპირად მიიჩნევდნენ წითურებს და ყველას, ვისაც დაბადებისას რაიმე ნაკლი ჰქონდა. საბერძნეთში, სადაც ძირითადი მოსახლეობა შავთვალებაა, ცისფერთვალებას აუცილებლად ვამპირად შერაცხავდნენ. ასევე ვამპირად მოიხსენიებდნენ თვითმკვლელებს, რომელთაც ეკლესია ცოდვილებად მიიჩნევდა. XIX საუკუნეში ბერძნებს ისე სჯეროდათ ვამპირების არსებობის (მათ ვრიკოლკასებს ეძახდნენ), რომ გარდაცვლილის საფლავს 3 წლის შემდეგაც თხრიდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ გვამი მიწად იქცა. ძველი ბერძნები გარდაცვლილს პირში ობოლოსს უდებდნენ (მათ სჯეროდათ რომ ამ მონეტით ჰადესის სამეფოში შეუშვებდნენ), რათა ბოროტ ძალებს სხეულში არ შეეღწიათ, XIX საუკუნეში კი, იმავე მიზეზით, პირზე ცვილის ჯვარს ასვამდნენ. უნგრელები და რუმინელები გარდაცვლილს კისერზე ცელს უმაგრებდნენ, რათა გაცოცხლების შემთხვევაში, თავი მოჰკვეთოდა. აგრეთვე მიაჩნდათ, რომ ვამპირები ვერ იტანდნენ ნივრის სუნს და გარდაცვლილს თავთან ნიორს უდებდნენ ან ნივრის გალას ყელზე ჰკიდებნენ. მე ვერ ვიტან ნივრის სუნს, ვამპირი ვყოფილვარ :lol2:

ვამპირიზმის გამოვლენის შემთხვევები დოკუმენტურად, პირველად 1721 წელს, აღმოსავლეთ ევროპაში აღწერეს. ვამპირებად მიიჩნიეს პრუსიელი პეტერ ბლაგოდევიჩი და სერბი არნოლდ პაოლე. ბლაგოდევიჩი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ დაკრძალვის შემდეგ, რამდენიმეჯერ შინ დაბრუნებული ნახეს. ერთხელაც მას, შვილისთვის საჭმელი უთხოვია და უარის მიღების შემდეგ, ვაჟი მოუკლავს. მოგვიანებით კი მეზობლებზე დაუწყია თავდასხმა – მათ სისხლგამოცლილებს პოულობდნენ… ყოფილი სამხედროსთვის, არნოლდ პაოლესთვის ვამპირს უკბენია და ისიც სისხლისმწოველი გამხდარა. ამის შემდეგ, მასაც მეზობლებზე დაუწყია ნადირობა… ამ ორმა შემთხვევამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ავსტრიის იმპერატრიცა, მარია ტერეზამ საქმეში გასარკვევად პირადი ექიმიც კი გაგზავნა. მან ვამპირიზმის შემთხვევები არ აღიარა და იმპერატრიცას ბრძანებით, საფლავების გათხრა, და მათი წაბილწვა აკრძალა.

ვამპირები დღესაც არსებობენ. 2003 წელს მალავიში (სახელმწიფო აფრიკაში) ქვით ჩაქოლეს ვამპირად შერაცხილი ადამიანი, ხოლო მისი დანაშაულის ოთხ თანამონაწილეს, მათ შორის, გუბერნატორ ერიკ ჩივაიასაც სასტიკად გაუსწორდნენ; 2004 წელს რუმინელი ტომ პეტრე ნათესავებმა ვამპირად გამოაცხადეს, გვამს გული ამოაცალეს, დაწვეს და წყაგარეული ფერფლი დალიეს; ვამპირად შეიძლება, ზოგიერთი ფიზიკურად დაავადებული ადამიანიც მივიჩნიოთ. მაგალითად სერიული მკვლელი პეტერ კურტენი (მას გერმანელ ჯეკ მფატრავსაც ეძახდნენ) მსხვერპლს დიუსელდროფის შემოგარენში იჭერდა და მის სისხლს სვამდა; ასევე იქცეოდა რიჩარდ ჩეიზიც, ხოლო 1974 წელს, სისხლის გამოწოვის მიზნით, 24 წლის ვალტერ ლოკმა 30 წლის ელექტრიკოსი , ჰელმუტ მეია, სახლში შეიტყუა, მაგრამ მსხვერპლი გადაარჩინეს.

ვამპირიზმის გამოვლინებად, ზოგიერთი მეცნიერი უიშვიათეს დაავადებას – პორფირიას მიიჩნევს. მასაც ისეთივე სიმპტომები აქვს როგორც – ვამპირს. ეს დაავადება, 1000 წლის წინათ ტრანსილვანიაში იყო გავრცელებული, სადაც ხშირი გახლდათ ინცესტი და ახლო ნათესავების ქორწინება.

ვამპირებზე უამრავი წიგნი დაწერილა, მათ შორისაა: ლორდ ბაირონის “გიაური”, და ჯონ პოლიდოის “ვამპირი”. ასევე ვამპირების შესახებ, ამ დროის, ყველაზე პოპულალური ფილმი არის “ბინდი”, Twilight ვინც ვერ მიხვდით. დარწმუნებული ვარ აქ ბევრი გიჟდებით ამ ფილმზე.

BY ბერო
ვინც ეს მოიპაროს და წყარო არ მიაწეროს, დაეცეს მეხი :)

თეგები

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close