საკითხავისასარგებლოუცნაური

ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები დედამიწაზე… (4 ნაწილი)

“ნადირობის სახეობებიდან ვერცერთი ვერ შეედრება ადამაინზე ნადირობას, მან ვინაც ინადირა შეიარაღებულ ადამიანებზე და გამოსცადა ეს გემო, მომავალში ყოველგვარ ინტერესს კარგავს, ნადირობის გარდა” – ერნესტ ჰემინგუეი. წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც  თავზარს სცემენ გარშემო მყოფებს და ითვლებიან ყველაზე სასტიკებად დედამიწაზე… 4 ნაწილი

1 ნაწილი
2 ნაწილი
3 ნაწილი

გრიმ სლიპერი – სერიული მკვლელი. 1985 წლიდან მან გააუპატიურა და მოკლა 13 ქალი. ერთ-ერთ მის მსხვერპლს გაუმართლა და გადარჩა, მას შემდეგ, რაც მანიაკი 4 საათის განმავლობაში აუპატიურებდა და ბოლოს ესროლა მკერდში. გოგონამ მოუყვა პოლიციას, რომ მოძალადე იყო დაბალი, გამხდარი აფროამერიკელი (შავკანიანი), დაახლოებით ოცდაათი წლის, რომელიც Ford Pinto-თი მოძრაობდა.

მკვლელი ყოველ წელიწადს იჩენს თავს. 2002 წელს მან გააუპატიურა და შემდეგ დაახრჩო 14 წლის გოგონა, ხოლო 2003 წელს მოკლა 35 წლის ქალბატონი, რის შემდეგადაც მკვლელობები შეწყდა და გრიმ სლიპერიც მიივიწყეს. თუმცა 2007 წელს საშინლად ნაწამები 25 წლის გოგონას ჯესიკა პიტერსის ცხედარი აღმოაჩინეს. დნმ-ის ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ გრიმ სლიპერმა ისევ დაიწყო ნადირობა.

სერიული მკვლელის მსხვერპლი შავკანიანი მეძავი მანდილოსნებია ხოლმე, რომელთაც ის ჯერ აუპატიურებს, შემდეგ კი საკონტროლო გასროლით მკერდის არეში ასრულებს თავის საქმიანობას.

ლოს-ანჯელესის პოლიციამ დააწესა ჯილდო 500 ათასი დოლარი ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მანიაკზე, რომელსაც ტერორში ჰყავს მთელი ქალაქი.

2010 წლის 7 ივნისს დააკავეს ლონი დევიდ ფრანკლინი უმცროსი (Lonnie David Franklin Jr.), რომელსაც ბრალად წაუყენეს 10 მკვლელობა. ყველას ეგონა, რომ ის გრიმ სლიპერი იყო და შვებით ამოისუნთქეს, მაგრამ სექტემბერში კვლავ აღმოაჩინეს ქალის ცხედარი, რომელიც გაუპატიურებული იყო, ტყვიით მკერდის არეში. მსხვერპლის ფრჩხილების ქვეშ აღმოჩენილ კანის ნაწილებიდან დადგინდა, რომ გრიმ სლიპერი კვლავაც თავისუფალია და აგრძელებს ნადირობას…

******************************************************************************
******************************************************************************

კრისტოფ კოქსი (ზედმეტსახელად დუდუსი) – იამაიკელი ნარკობარონი და ბანდა “საშხაპე პოსეს” (Shower Posse) ლიდერი. მათი საქმიანობაა: ადამიანებით ვაჭრობა, ნარკოტიკი და იარაღი. მოიცავს მთლიანად იამაიკას, ნიუ-იორკს, ნიუ-ჯერსის, ტორონტოს, კანადას და პენსილვანიას.

2009 წელს აშშ-მა იამაიკას მოსთხოვა კრისტოფ კოქსის ექსტრადაცია ნიუ-იორკში, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. თუმცა 2010 წელს ძლიერი ზეწოლის შედეგად იამაიკის პრემიერ მინისტრი იძულებული შეიქმნა დათანხმებოდა ამერიკას, რასაც მოჰყვა სამოქალაქო არეულობა კინგსტონში (იამაიკის დედაქალაქი), სადაც იმ დროსითვის ცხოვრობდა კოქსი. მოსახლეობამ ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო, პოლიციელების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქი 4 დღის განმავლობაში კონტროლის ქვეშ ჰყავდათ ცოცხალი კედელის მეშვეობით, სპეცრაზმს არ აძლევდნენ მანევრირების საშუალებას მანამ, სანამ კრისტოფმა ქალაქი არ დატოვა ჩუმად. ოპერაციის შედეგად დაიღუპა 73 მშვიდობიანი მოქალაქე, 4 პოლიციელი, 500-ზე მეტმა კი მძიმე ჭრილობა მიღო.

საინტერესოა თუ რატომ გააკეთა ეს ყველაფერი მთელმა ქალაქმა არა?

არაადეკვატური ქმედება მოსახლეობისა აიხსნება შემდეგნაირად: ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ იამაიკის მცხოვრებლები ტერორის ქვეშ იყვნენ, ასეულობით პატარა კრიმინალური დაჯგუფებები მოსვენებას არ აძლევდა მათ. მას შემდეგ, რაც “საშხაპე პოსეს” დაჯგუფება გაჩნდა სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. მათ ხელთ იგდეს მთლიანად კონტროლი ქვეყანაზე და მოქალაქეებმაც ამოისუნთქეს, აღარ უწევდათ შავი გადასახადების მიცება ათეულობით კრიმინალებისათვის. უხდიდნენ ერთს და ყველა კმაყოფილი იყო, სიმშვიდემაც დაისადგურა.

შეიძლება ზოგს მოეჩვენოს, რომ კოქსი შედარებით კეთილი კრიმინალი იყო არა? მეთოდებს, რომელსაც ის იყენებდა მიზნის მისაღწევად ნამდვილად საშინელი იყო. ის თავისი ხელით ანადგურებდა მოწინააღმდეგეს, არ ინდობდა მათ ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს, რათა ვინმეს არ გასჩენოდა შურისძიების სურვილი. ასე, რომ საქმე ეხება არა ასეულობით, არამედ ათასეულობით მკვლელობებს, რომელთა შორისაც უმეტესობას ქალები და ბავშვები იყვნენ.

დღეს ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც კოქს შეეხება 3 მილიონ დოლარს იძლევიან.

გაგრძელება იქნება….

****************************************************************************
****************************************************************************


ჩემი ყველა პოსტი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close