არქივი

მეცნიერები, რომლებიც ექსპერიმენტებმა იმსხვერპლეს

Image.geotorrents.com

ნათქვამია, მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვსო. ყველაზე კარგად ამ ფრაზას ალბათ ქვემოთ მოყვანილი პიროვნებები ადასტურებენ – მათ რომელიმე ორგანოს ან უარეს შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის დათმობა მოუწიათ დიდი აღმოჩენების სანაცვლოდ.

კარლ შეელე
Image.geotorrents.com
წარმოშობით გერმანელ-შვედი, შეელე მე-18 საუკუნის უდიდესი ფარმაცევტ-ქიმიკოსი იყო, რომელმაც მრავალი ელემენტი აღმოაჩინა – ჟანგბადი, მოლიბდენი, ვოლფრამი, მარგანეცი, ქლორი. როცა აღმოჩენებს აკეთებდა, ის სხვა მახასიათებლებთან ერთად ნივთიერების აღწერილობაში გემოსაც წერდა. ერთხელ ამის გამო ბეწვზე გადარჩა, როცა წყალბადის ციანიდი გასინჯა, მაგრამ ვერცხლისწყალთან მიმართებაში მისი იმუნიტეტი უძლური აღმოჩნდა.

ჟან–ფრანკო დე როზიე
Image.geotorrents.com
ფრანგი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (მე-18 ს.), ავიაციის ერთ-ერთი პიონერი. 1783 წლის 21 ნოემბერს მარკუს დ’არლანდესთან ერთად საჰაერო ბურთის რამდენიმე წარმატებული გაშვება მოაწყო. მას შემდეგ, რაც ამ გზით ააფრინა ცხვარი, ქათამი, იხვი, თავადაც მოუნდა გამოცდა. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, 900 მეტრზე მაღლა ავიდა, თუმცა მეტი მოუნდა და გადაწყვიტა, საფრანგეთიდან ინგლისში გადაფრენილიყო. უეცრად ამოვარდნილი ქარის გამო ბურთმა ჩაფუშვა დაიწყო და მართვა შეუძლებელი გახდა. საბოლოოდ, რამდენიმე წუთში მიწას დაეხეთქა და მეცნიერი იმსხვერპლა.

ელიზაბეტ ფლეიშმანი
Image.geotorrents.com
დედის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეტი ცოლად გაჰყვა ექიმს, დოქტორ ვულფს. პროფესიიდან გამომდინარე, ვულფი დაინტერესებული იყო ვილჰელმ რენტგენის აღმოჩენით – იქს-სხივებით. აღმოჩენამ მისი ცოლიც დააინტერესა და სხივების აპარატი იყიდა, რომელიც მისი ქმრის კაბინეტში დააყენებინა. ეს იყო პირველი X სხივების ლაბორატორია სან-ფრანცისკოში. ელიზაბეტმა და ვულფმა რამდენიმე წელი გაატარეს ექსპერიმენტებში, სხივების მოქმედებას საკუთარ თავზე სცდიდნენ. საუბედუროდ, მათ ვერ გააცნობიერეს , რა სავალალო შედეგები მოჰყვებოდა ამას და კიბოთი დაიღუპნენ.

ალექსანდრ ბოგდანოვი
Image.geotorrents.com
რუსი ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი, სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი სისხლის გადასხმების ექსპერიმენტებით გახდა ცნობილი, რომელიც 1924 წელს დაიწყო. 11 გადასხმის შემდეგ განაცხადა, რომ მხედველობა გაუუმჯობესდა და გამელოტებაც შეუჩერდა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში მეცნიერება ისე განვითარებული არ იყო, რომ ბოგდანოვს შეემოწმებინა იმათი ჯანმრთელობა, ვისგანაც სისხლს ისხამდა. 1928 წელს მან მალარიითა და ტუბერკულოზით დაავადებული სისხლი გადაისხა, რამაც ბოლო მოუღო.

რობერტ ბანსენი
Image.geotorrents.com
გერმანელი მეცნიერი კვლევებს ძირითადად ორგანულ ქიმიაში ატარებდა. ცდებისას ორჯერ კინაღამ დაიღუპა დარიშხანით მოწამვლისგან. ამ ამბიდან მალევე კაკოდილის ციანიდის აფეთქებისას მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. ამან მეცნიერი დააფიქრა და არაორგანულ ქიმიაში გადაინაცვლა, სადაც სპექტროსკოპიის შესწავლას მიჰყო ხელი.

სერ ჰემფრი დევი
Image.geotorrents.com
ბრწყინვალე ბრიტანელმა ქიმიკოსმა და გამომგონებელმა კარიერა თავიდანვე მარცხით დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა შეგირდი იყო ფარმაციის სფეროში, ნივთიერებების შერევისას რამდენჯერმე აფეთქებები გამოიწვია. ჰემფრის ჩვევად ჰქონდა აირების შერევა და მერე მათი დაყნოსვა, რასაც დადებითი შედეგიც ჰქონდა – უნებლიედ აღმოაჩინა აზოტის ოქსიდის საანესთეზიო თვისებები. მაგრამ რამდენჯერმე მძიმედ მოიწამლა და დაინვალიდდა. ასევე აზოტის ტრიქლორიდის აფეთქებისას მხედველობა სავალალოდ დაიზინა.

მაიკლ ფარადეი
Image.geotorrents.com
რადგანაც სერ ჰემფრი დევიმ მხედველობა დაიზინა, ფარადეი მას შეგირდად მიებარა. ის აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ ჰემფრის ელექტროლიზის მეთოდები გაეუმჯობესებინა და ელექტრომაგნეტიზმის სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა. თუმცა მასწავლებლის უიღბლობა გადაედო და აზოტის ქლორიდის აფეთქებისას მხედველობა მანაც დაიზიანა. შემდგომში ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტისას ქიმიური ნარჩენები ღრმად გაჯდა მის სხეულში, რამაც სიცოცხლის ბოლო წლები საშინელ ტანჯვაში გაატარებინა.

მარია კიური
Image.geotorrents.com
1898 წელს მარია კიურიმ და მისმა ქმარმა პიერ კიურიმ აღმოაჩინეს რადიოაქტიური ელემენტი რადიუმი. ცხოვრების ბოლო წლები მარიამ რადიოაქტიურ კვლევებსა და სხივური თერაპიის შესწავლას მიუძღვნა. რადიოაქტიურ ელემენტებთან დამეგობრებამ ლეიკემიით დააავადა და 1934 წელს გარდაიცვალა. მარია კიური ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ნობელის პრიზი ორ დარგში – ქიმიასა და ფიზიკაში – მიიღო. ასევე იყო პირველი ქალი-პროფესორი პარიზის უნივერსიტეტში.

გალილეო გალილეი
Image.geotorrents.com
გალილეოს შექმნილმა ტელესკოპმა მომავალ თაობებს სამყაროს უკიდეგანო სივრცეები გადაუშალა, თუმცა გამოგონების ავტორს მხედველობა დაუზიანა. საქმე იმაშია, რომ მეცნიერს განსაკუთრებით იზიდავდა მზე და მის გარშემო სივრცეებს აკვირდებოდა, რამაც თვალის ბადურა მნიშვნელოვნად დაუზიანა, ხოლო სიცოცხლის ბოლო ოთხი წელი “ფიზიკის მამას” თითქმის სრულ სიბრმავეში გაატარებინა.

მსგავსი ამბები

Back to top button