არქივი

სვირინგი

36684c73f37c

დღეს ტატუირება ძალიან მოდური გახდა განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. იშვიათად შეხვდებით დისკოთეკებზე

და სხვა გასართობ  წვეულებებზე მყოფ თინეიჯერებს შორის ისეთს, მხარზე მაინც არ ჰქონდეს ერთი პატარა სვირინგი. მნიშვნელობა არა აქვს იქნება ეს დროებითი თუ სამუდამო.

ევროპაში ტატუირების მოდა ინგლისელმა მეზღვაურმა ჯონ რეზერფორდმა შემოიტანა. მან ველურთა ტომის ათ წლიან ტყვეობას დააღწია თავი და ლონდონში მოხატული სხეულით დაბრუნდა, რომელზეც ველური ჩიტები და ცხოველები იყო ასახული. ბევრს სურდა საკუთარი თვალით ენახა ცოცხალი ნახატი და ჯონიც სიამოვნებით უჩვენებდა მათ საკუთარ სხეულს რათქმაუნდა ფულის სანაცვლოდ.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ტატუირებამ ზღვაოსნების წრეებიდან პატიმრების წრეში გადაინაცვლა სადაც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, მოგვიანებით კი ჰიპების მოძრაობასთან და როკ მუსიკის დამკვიდრებასთან ერთად ამ “გასართობმა” მთელი ახალგაზრდობა გაიტაცა.

ბევრი იხატავს სხეულს, თუმცა ხშირად არ იციან რა სიმბოლო რისი აღმნიშვნელია, არადა როგორც ტაილანდელები ამბობენ ტატუირება იდუმალი ხელოვნებაა და ადამიანის ბედის შეცვლაც კი შეუძლია.

ტატუირება მიანიშნებდა ადამიანის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე, მაგალითად პოლინეზიაში სადაც ტატუირებამ მაღალ განვითარებას მიაღწია, წარჩინებული ადამიანები, ტომების ბელადები მთელ ტანს იხატავდნენ

და ეს ნახატი აუცილებლად რაიმე მათ  მიერ ჩადენილი გმირობას ასახავდა.

სვირინგის მაგიური ძალის ოდიდგნვე სწამდათ, სხეულზე დახატული სულის გამოსახულებით  ტომის წევრები ნადირობაში და მტერთან ბრძოლაში წარმატებას იბედებდნენ. ბავშვებს ხშირად ახატავდნენ სახეზე წერტილებს, ეს იმის მაუწყებელი იყო რომ ისინი ტრავმებისგან იქნებოდნენ დაცულნი.

იაპონიაში დღეესაც არსებობს ტატუირების მუზეუმი და მისი მფლობელები ქუჩაში დაეძებენ მაწანწალებს რათა გარკვეული თანხსი სანაცვლოდ მუზეუმის მფლობელებს სიკვდილის შემდეგ  დარჩებათ მათი დახატული ტყავი ექსპონატად.

სვირიმგის სპეციალისტები ადამიანებს ურჩევენ რომ ტატუს გაკეთბამდე კარგად გაარკვიონ ესა თუ ის ნიშანი რას ნიშნავს და ასევე კარგად დაფიქრდნენ რადგან ადამიანის ბუნება ცვალებადია და ტატუს მოშორება შემდეგ არც თუ ისე ადვილი პროცედურაა!!!!!

მსგავსი ამბები

Back to top button