არქივი

დოქტორ კროსის უცნობი ექსპერიმენტები

Evil%20of%20Frankenstein,%20Universal influenced%20laboratory

მიჩნეულია, რომ მწერალ მერი შელის ღამეული კოშმარები გახდა ის იმპულსი, რომელიც საბოლოოდ მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში ~ფრანკენშტეინში~ აისახა. ამ ნაწარმოებს ამჟამად უფრო ეკრანიზაციიდან ვიცნობთ, მაგრამ დღეს უკვე აღარავის ახსოვს, რომ ~ფრანკენშტეინის ისტორიას~ რეალური მოვლენები უძღვოდა წინ და შეშლილი პროფესორი ასევე რეალური პიროვნებაა – დოქტორი ენდრიუ კროსი.

უფრო მეტიც, ისიც ცნობილია, რომ მწერალი შელი და დოქტორი კროსი ერთმანეთს იცნობდნენ და შელი არაერთხელ დასწრებია კროსის ექსპერიმენტებს.

არა, დოქტორ კროსს სულაც არ ჰქონია გამიზნული მიცვალებულის გაცოცხლება. იგი, უპირველეს ყოვლისა, ელექტროობის შესწავლით იყო დაკავებული და მისი ექსპერიმენტებიც ამ სფეროს შეეხებოდა. ესაა მხოლოდ, ექსპერიმენტების დროს იგი სრულიად უცნაურ მოვლენას წააწყდა.

დოქტორი კროსის ექსპერიმენტები უკვე ცნობილია, შელის ნაწარმოებმა უკვე მოიპოვა საყოველთაო აღიარება, მაგრამ ამ ექსპერიმენტებს დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და მას, შესაძლოა, თანამედროვეობისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

ამონაწერი კროსის დღიურიდან
კროსი დარწმუნებული იყო, რომ ელექტროობისსაშუალებით სასწაულების მოხდენა შეიძლება და ერთ დღეს ბრუმფილდში, თავის სახლში, რომელიც იმავდროულად მის ლაბორატორიასაც წარმოადგენდა, მან დაიწყო ცდები. ელექტროიმპულსების საშუალებით კვარცის კრისტალის მისაღებად. როგორც დღესაა ცნობილი, ამისათვის კროსი რკინის ზეჟანგისაგან დამზადებულ ჭურჭელში, რომელზედაც გარკვეული პერიოდულობით ელექტრული გამუხტვმა ხდებოდა, ატარებდა მარილმჟავასა და კალიუმის სილიკატის ნაზავს. მაგრამ მოდით, ვნახოთ, რას წერდა თვითონ კროსი თავის დღიურში:

~… ექსპერიმენტების მეთოთხმეტე დღეს გამადიდებელი მინით დაელექტროებული კრისტალის ცენტრში თეთრი ფერის ამობურცულობა შევნიშნე. მეთვრამეტე დღეს ეს ბორცვი საგრძნობლად გაიზარდა და მისგან 8 ცალი თმის მაგვარი წარმონაქმნი გამოიზარდა.

ოცდამეექვსე დღეს კი ამ წარმონაქმნა ჩამოყალიბებული მწერის სახე მიიღო. ამ დრომდე მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალი მინერალის წარმოქმნის ეტაპებს ვაკვირდებოდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც, რამდენიმე დღის შემდეგ ის მწერი ადგილს მოსწყდა და მოძრაობა დაიწყო.

იგი ერთადერთი როდი იყო, მომდევნო დღეებში მისი ასობით ~მოძმე~ გამოიჩიკა. ყოველივე ამას მე მიკროსკოპით ვაკვირდებოდი. მწერები სხვადასხვა ზომისანი იყვნენ. შედარებით მცირე ზომის მწერებს 6-6 ფეხი ჰქონდათ, მოზრდილებს – 8-8. ცხადია, ეს მწერები ტკიპების რომელიღაც სახეობას მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ კონკრეტულად ეს სახეობები ცნობილია თუ არა, მე არ ვიცი.

ამ მოვლენის ახსნა მე არ შემიძლია, ამიტომ თავს ვიკავებ მისი აფიშირებისგან. პირველი, რაც თავში მომდის, შეცდომაა. შესაძლოა, ჰაერიდან ამ მწერის კვერცხი მოხვდა და გამოიჩიკა, მაგრამ ასეთ გარემოში, წესით, კვერცხი უნდა დაღუპულიყო…~

რატომ მოუწოდებდა ფარადეი კოლეგებს, გაეგრძელებინათ ექსპერიმენტები
ასეა თუ ისე, დოქტორ კროსის ეს ექსპერიმენტი სხვა მეცნიერებისთვისაც გახდა ცნობილი და იგი მაშინვე დაცინვის ობიექტი გახდა. საერთოდ, კროსი კოლეგების წრეში ცნობილი იყო, როგორც მეცნიერ-მისტიკოსი. ამ შემთხვევის შემდეგ კი ასეთი შეხედულება კიდევ უფრო განმტკიცდა. კოლეგებისგან აბუჩად აგდებული და დევნილი კროსი თავის ლაბორატორიაში ჩაიკეტა და გარეთ აღარც გამოდიოდა. დღემდე უცნობია, თუ როგორ წარმართა შემდეგი კვლევები. არ არის გამორიცხულტი, რომ ექსპერიმენტების სერია მან გააგრძელა და სხვა უფრო მნიშვნელოვანი შედეგებიც მიიღო.

კროსის მიმართ საზოგადოებრივი აზრი უკვე შექმნილი იყო და ცხადია, მის ექსპერიმენტებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. თუმც, გამოჩნდა ადამიანი, ასევე ელექტროობის მკვლევარი ვიკსი, რომელმაც გაბედა კროსის ცდების განმეორება და ექსპერიმენტის სტერილურობის დაცვის განსაკუთრებული ზომებიც გამოიყენა. რამდენად საოცარიც უნდა იყოს, მან ისეთივე შედეგი მიიღო – პატარა მწერები ქაოტურად მოძრაობდნენ მიკროსკოპის ქვეშ.

თავისი ექსპერიმენტების შედეგები მან ისეთ ცნობილ ფიზიკოსს გააცნო, როგორიც მაიკლ ფარადეი იყო. ყველა-ყველა და, ფარადეის რეპუტაციაში ვერავინ შეიტანდა ეჭვს. ცნობილია, რომ ფარადეი დიდი ყურადღებით გაეცნო ექსპერიმენტების შედეგებს და როგორც ჩანს, დაინტერესდა კიდეც. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ფარადეიმ თავის კოლეგა მეცნიერებსმოუწოდა, დამოუკიდებლად გაემეორებინათ კროსისა და ვიკსის ექსპერიმენტები, ხოლო მიღებული შედეგების განხილვისათვის სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია მოეწვიათ. ფარადეი მაშინ დარწმუნებული იყო, რომ კაცობრიობა უდიდესტი აღმოჩენის წინაშე იდგა. ფარადეის მოწოდება უპასუხოდ დარჩა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს ცდა მან თვითონაც ჩაატარა და მართლაც ~მიიღო~ პატარა მწერები.

1909 წელს ფარადეის მოწოდება კიდევ ერთმა ცნობილმა მეცნიერმა ჩარლზ ბენჰემმა გაიმეორა, მაგრამ მისი მოწოდებაც უპასუხო აღმოჩნდა. მას შემდეგ კროსის სენსაციური ექსპერიმენტები აღარავის გახსენებია, ხოლო იდეამ ლიტერატურულ ნაწარმოებში შეისხა ხორცი და ამ სახით მოვიდა ჩვენამდე…
საიდან გაჩნდნენ ტკიპები ხელოვნურ ხალიჩაში

სხვათა შორის, მეცნიერთა ერთი ნაწილისათვის დღემდე ამოუცნობი რჩება, თუ საიდან ჩნდება დიდი რაოდენობით ტკიპები ხელოვნურ ხალიჩაში. არადა, ეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემად იქცა. სპეციალური შხამქიმიკატები ხშირად არაეფექტურია. ტკიპებთან საბრძოლველად სპეციალური მტვერსასრუტებიც კი შეიქმნა.
საქმე ისაა, რომ ხალიჩის დასამზადებლად გამოიყენება ხელოვნური, ხშირად ნავთობპროდუქტებისგან მიღებული ბოჭკოები, რომლებიც ართ ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიმზიდველი იყოს მწერებისათვის. ამ მოვლენას მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ ექცევა. ითვლება, რომ ხალიჩაში დაგროვილი მტვერი და სხვა სახის საკვები ნამცეცები იზიდავს მწერებს. დიახ, ეს შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ რატომღაც იგივე ხალიჩაში ხელოვნურად ჩასმული ტკიპები იქ დიდხანს არ ჩერდებიან.

კროსის ექსპერიმენტების საიდუმლოს ამოხსნამ კი თუნდაც ამ კითხვაზე შეიძლება გასცეს პასუხი. დღემდე ხომ ფაქტობრივად არავინ ითვალისწინებდა იგივე ხელოვნური ხალიჩების ელექტრონულ მუხტს. ალბათ, თქვენც შეგიმჩნევიათ, სიბნელეში ხალიჩაზე სიარულისას ზოგჯერ როგორ იფრქვევა ნაპერწკლები, ე. ი. ხდება ელექტრული განმუხტვა. ხომ არ შეუწყობს ხელს ასეთი განმუხტვები ტკიპების წარმოშობას?

ეს მხოლოდ ერთი პატარა მაგალითია. ისიც ხომ ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში არამარტო ჩვენში სწრაფად ვრცელდება ადამიანის თმაში ჩაბუდებული ტილები, რომელთანაც ბრძოლა არც თუ იოლია. ხომ არ უწყობს ხელს ყოველივე ამას თანამედროვე ხელოვნური ქსოვილები თუ ინტერიერის ნაწილები, რომელთა ელექტრომუხტი ხშირად საკმაოდ მაღალია? ახლა, ჩვენს დროში ხომ არ ვაწყდებით ყოველდღიურად იმ საიდუმლოს, რომელიც კროსმა ლაბორატორიაში აღმოაჩინა? ამ კითხვებზე პასუხისათვის, ალბათ, ფარადეის მოწოდებას უნდა გამოვეხმაუროთ. არაცოცხალი გარემოდან სიცოცხლის ჩასახვის საიდუმლო, შესაძლოა, სადღაც აქვე, ჩვენს გვერდით იყოს.
მოამზადა რატი ჯანდიერმა

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button