ადამიანი-ანომალები
ერთ-ერთ საოცარ ბუნებრივ ანომალიად ითვლებიან არსებები რომლებიც იზრდებიან სხვა ორგანიზმზე. ეს არსებიბი, ხშირ შემთხვევაში დეფორმირებულ მდგომარეობაში მთლიანად არიან დამოკიდებული თავიანთ “დაზე” ან “ძმაზე” და მთლიანად იკვებებიან მათი ორგანიზმიდან. სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ “პარაზიტულ ტყუპებს”.
ლალოო, დაიბადა ინდოეთში 1869წელს. მისი “პატარა ძმის” თავი მდებარეობდა მის მკერდში, ხოლო ტანი და კიდურები გადმოკიდებული იყო მის მუცელზე და არანაირ სიცოცხლის კვალს არ ტოვებდა. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ამოძრავებდა კიდურებს.
ყველაზე საოცარი იყო ის რომ მის “პატარა ძმას” ქონდა დიდი სასქესო ორგანო რომლიდანაც დროდადრო შარდავდა და ასველებდა თავის “უფროს ძმა”-ს. ლილოო იწვევდა საზოგადოების დიდ ინტერესს. მისი მენჯერი მას ასაღებდა ბოშად, ხოლო მის “პატარა ძმას” კი მოსავდა პატარა გოგონას ტანსაცმლით. მართავდნენ ჩვენებებს და მათ სარეკლამო აფიშაზე ეწერა ასე: “კიდევ ერთი საოცრება – ადამიანი ორ სხეულში – და და ძმა”
დაახლოებით იმავე წლებში, ოღონდ ლონდონში ცხოვრობდა ჩინელი, ცნობილი სახელად A Ke, იგი ითვლებოდა ლალოოს “კონკურენტად”. A Ke -ს ორგანიზმი შემორჩენილია დღევანდელ დღემდე. მასზე კარგად ჩანს ნაწილობღივ განვითარებული ჩვილის ტანი ორი ხელითა და ორი ფეხით.
1931 წელს ბეტი ლუ ვილიამსი პატარობიდანვე გახდა ნიუიორკის დიკ ბესტის მთავარი “ექსპონატი”. ეს პატარა მშვენიერი შავკანიანი გოგონა აოცებდა ყველას.
მას მუცლის მარცხენა მხარეს ეზრდებოდა მისი ტყუპისცალი დის სხეული, ორი ხელით, ორი ფეხით და მასიური ტორსით.
ვინაიდან ბეტი ლუ კვებავდა ორ ორგანიზმს, იგი უზომოდ იკვებებოდა. მასთან ერთად იზრდებოდა მისი ტყუპის ცალიც.
ანომალიის მიუხედავად, ბეტი ლუი დადგა შესანიშნავი გოგონა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში.
იგი ყიდდა თავის ფოტოებს თავისი ავტოგრაფით და ამით იგი კვირაში 500 დოლარს გამოიმუშავებდა.
მიუხედავად ბუნებისაგან ბოძებული ანომალიური მდგომარეობისა, მან იმდენი შეძლო რომ 40000 დოლარად შეუძინა სახლი თავის მშობლებს და თითქმის მთელ თავის სანათესაოს დაუფინანსა სწავლება.
22 წლის ასაკში მას უგონოდ შეუყვარდა ერთი ახალგაზრდა, უსაქმური ყმაწვილი რომელიც მხოლოდ მისი ფულით იყო დაინტერესებული. მან საბოლოოდ უარი თქვა ბეტის ცოლად მოყვანაზე და მიატოვა. ნათესავები ამტკიცებდნენ რომ ბეტი ლუმ ვერ გადაიტანა ეს დანაკარგი და გარდაიცვალა. თუმცა ოფიციალური წყაროთი ცნობილია რომ ბეტი ლუ გარდაიცვალა გულის შეტევით…
რუთი სანტოს მეტსახელად შეარქვეს “ადამიანი რბაფეხა”. მას ქონდა სამი ფეხი და ოთხი ხელი, თუმცა ერთ-ერთი ფეხი იყო მუხლს ქვევით განუვითარებელი.
მის “პარაზიტულ ტყუპისცალს” ჰქონდა აგრეთვე თავი, რომელზეც მხოლოდ ყურები და თავის თმიანი ნაწილი მოჩანდა.
შივშანკარი იამანაპპა მუტაგერი ჩვენი თანამედროვეა, იგი დაიბადა 1978 წელს ინდოეთში. მისი მესამე ფეხი, რომელიც ორი ფეხის შენაერთია, ააქვ ცხრა თითი.
შივანკარი და მისი თანასოფლელები სადაც ის ცხოვრობს მიიჩნევენ რომ მისი მესამე ფეხი არის ღმერთის საჩუქარი და დალოცვა.
სწორედ მესამე ფეხი აძლევს მას საშუალებას იშოვოს ფული და შეინახოს თავისი დიდი ოჯახი.
ჟოზეფინა მირტლ კორბინი – ოთხფეხიანი გოგონა დაიბადა 1868 წელს ტენესის შტატში. მას “საჩუქრად” ერგო დამატებითი ფეხები, უფრო ზუსტად მას ჰქონდა ორი ტანი ტანს ქვემოთ, ორი პატარა წელი რომელიც გადაბმული იყო შუა ფეხებით. გოგონა პატარა, შუა ფეხებს ამოძრავებდა მაგრამ სიარულში ვერ იყენებდა.
19 წლის ასაკში იგი გათხოვდა და და ცოლად გაყვა ექიმ კლაინტონ ბიკნელლს და გააჩინა ოთხი გოგო და ერთი ბიჭი. ამბობდნენ თითქოს ჟოზეფინა კორბინმა სამი ბავშვი გააჩინა ერთი წყვილი ორგანოებიდან, ხოლო ორი კი მეორედან.
ეს ყველაფერი დოკუმენტალური რეალობაა და მსგავსი ანომალიები სამწუხაროდ მრავლად ხდება დედამიწაზე. მიზეზი კი კვლავ ამოუცნობი რჩება…..