კულტურაუცნაური

ადამიანი-ანომალები

68066ce5d415
ერთ-ერთ საოცარ ბუნებრივ ანომალიად ითვლებიან არსებები რომლებიც იზრდებიან სხვა ორგანიზმზე. ეს არსებიბი, ხშირ შემთხვევაში დეფორმირებულ მდგომარეობაში მთლიანად არიან დამოკიდებული თავიანთ “დაზე” ან “ძმაზე” და მთლიანად იკვებებიან მათი ორგანიზმიდან. სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ “პარაზიტულ ტყუპებს”.

a75d99eab152

ლალოო, დაიბადა ინდოეთში 1869წელს. მისი “პატარა ძმის” თავი მდებარეობდა მის მკერდში, ხოლო ტანი და კიდურები გადმოკიდებული იყო მის მუცელზე და არანაირ სიცოცხლის კვალს არ ტოვებდა. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ამოძრავებდა კიდურებს.

21793ac6259b

ყველაზე საოცარი იყო ის რომ მის “პატარა ძმას” ქონდა დიდი სასქესო ორგანო რომლიდანაც დროდადრო შარდავდა და ასველებდა თავის “უფროს ძმა”-ს. ლილოო იწვევდა საზოგადოების დიდ ინტერესს. მისი მენჯერი მას ასაღებდა ბოშად, ხოლო მის “პატარა ძმას” კი მოსავდა პატარა გოგონას ტანსაცმლით. მართავდნენ ჩვენებებს და მათ სარეკლამო აფიშაზე ეწერა ასე: “კიდევ ერთი საოცრება – ადამიანი ორ სხეულში – და და ძმა”

3bc8ac045621

დაახლოებით იმავე წლებში, ოღონდ ლონდონში ცხოვრობდა ჩინელი, ცნობილი სახელად A Ke, იგი ითვლებოდა ლალოოს “კონკურენტად”.  A Ke -ს ორგანიზმი შემორჩენილია დღევანდელ დღემდე.  მასზე კარგად ჩანს ნაწილობღივ განვითარებული ჩვილის ტანი ორი ხელითა და ორი ფეხით.

3a91c2fcdb5f

1931 წელს ბეტი ლუ ვილიამსი პატარობიდანვე გახდა ნიუიორკის დიკ ბესტის მთავარი “ექსპონატი”. ეს პატარა მშვენიერი შავკანიანი გოგონა აოცებდა ყველას.

0da6b9536a0e

მას მუცლის მარცხენა მხარეს ეზრდებოდა მისი ტყუპისცალი დის სხეული, ორი ხელით, ორი ფეხით და მასიური ტორსით.

242eb8e0454a

290b9c4c5ecb

ვინაიდან ბეტი ლუ კვებავდა ორ ორგანიზმს, იგი უზომოდ იკვებებოდა. მასთან ერთად იზრდებოდა მისი ტყუპის ცალიც.

36049d9c578f

ანომალიის მიუხედავად, ბეტი ლუი დადგა შესანიშნავი გოგონა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში.
იგი ყიდდა თავის ფოტოებს თავისი ავტოგრაფით და ამით იგი კვირაში 500 დოლარს გამოიმუშავებდა.

მიუხედავად ბუნებისაგან ბოძებული ანომალიური მდგომარეობისა, მან იმდენი შეძლო რომ 40000 დოლარად შეუძინა სახლი თავის მშობლებს და თითქმის მთელ თავის სანათესაოს დაუფინანსა სწავლება.

e5d886b0a7a8

22 წლის ასაკში მას უგონოდ შეუყვარდა ერთი ახალგაზრდა, უსაქმური ყმაწვილი რომელიც მხოლოდ მისი ფულით იყო დაინტერესებული. მან საბოლოოდ უარი თქვა ბეტის ცოლად მოყვანაზე და მიატოვა. ნათესავები ამტკიცებდნენ რომ ბეტი ლუმ ვერ გადაიტანა ეს დანაკარგი და გარდაიცვალა. თუმცა ოფიციალური წყაროთი ცნობილია რომ ბეტი ლუ გარდაიცვალა გულის შეტევით…

a1aff17b52f2

რუთი სანტოს მეტსახელად შეარქვეს “ადამიანი რბაფეხა”. მას ქონდა სამი ფეხი და ოთხი ხელი, თუმცა ერთ-ერთი ფეხი იყო მუხლს ქვევით განუვითარებელი.

მის “პარაზიტულ ტყუპისცალს” ჰქონდა აგრეთვე თავი, რომელზეც მხოლოდ ყურები და თავის თმიანი ნაწილი მოჩანდა.

b43eb3797030

შივშანკარი იამანაპპა მუტაგერი ჩვენი თანამედროვეა, იგი დაიბადა 1978 წელს ინდოეთში. მისი მესამე ფეხი, რომელიც ორი ფეხის შენაერთია, ააქვ ცხრა თითი.

შივანკარი და მისი თანასოფლელები სადაც ის ცხოვრობს  მიიჩნევენ რომ მისი მესამე ფეხი არის ღმერთის საჩუქარი და დალოცვა.

სწორედ მესამე ფეხი აძლევს მას საშუალებას იშოვოს ფული და შეინახოს თავისი დიდი ოჯახი.

78990ed7c3da

9b34f62bfed6

ჟოზეფინა მირტლ კორბინი – ოთხფეხიანი გოგონა დაიბადა 1868 წელს ტენესის შტატში. მას “საჩუქრად” ერგო დამატებითი ფეხები, უფრო ზუსტად მას ჰქონდა ორი ტანი ტანს ქვემოთ, ორი პატარა წელი რომელიც გადაბმული იყო შუა ფეხებით. გოგონა პატარა, შუა ფეხებს ამოძრავებდა მაგრამ სიარულში ვერ იყენებდა.

4ff3f8422f98

19 წლის ასაკში იგი გათხოვდა და და ცოლად გაყვა ექიმ კლაინტონ ბიკნელლს და გააჩინა ოთხი გოგო და ერთი ბიჭი.  ამბობდნენ თითქოს ჟოზეფინა კორბინმა სამი ბავშვი გააჩინა ერთი წყვილი ორგანოებიდან, ხოლო ორი კი მეორედან.

ეს ყველაფერი დოკუმენტალური რეალობაა და მსგავსი ანომალიები სამწუხაროდ მრავლად ხდება დედამიწაზე. მიზეზი კი კვლავ ამოუცნობი რჩება…..

მსგავსი ამბები

Back to top button