არქივი

ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ თავიანთ გამოგონებებს

8f2696074b2f

ეს გახლავთ ფრანც რაიხელტი. (1879-1912) ის გახლდათ ფრანგი მკერავი, რომელიც თავისუფალ დროს ცდილობდა შეექმნა ტრენჩი-პარაშუტი. პირველი ესეთი ტრენჩი დატესტეს დაბალ სიმაღლეზე. ცდამ წარმატებით ჩაიარა. ფრანცმა გადაწყვიტა თავად დაეტესტა ტრენჩი უფრო მაღალი სიმაღლიდან. ის ეიფელის კოშკიდან გადმოეშვა და სამწუხაროდ შეეწირას ტავის გამოგონებას.
f8b7d8a1c9de

ტომას მიდჯლი (1899-1944) _ ქიმიკოსი, რომელმაც გამოიგონა ეთილირებული ბენზინი და ორთქლოვანი გაზი ფრიონი. (ფრიონი ეს ის ნივთიერებაა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ყოველდრე სარგებლობს ობიექტური გზით. კერძოდ ფრიონის საშუალებით მუშაობენ კონდენციონერები მაცივრები და ა.შ). როგორც გამომგონებელი ის არ იყო ფრთხილი, პირიქით თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ის ფრიონს 3 წუთის განმავლობაში იყნოსავდა ერთ-ერთ პრესკომფერენციაზე. უფრო ლოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ ის უიბრალოდ მოიწამლა, მაგრამ სინამდვილეში ის მოკლა მისმა სხვა გამოგონებამ. მან ასევე გამოიგონა უნარშეზღუდულტა საწოლი საავადმყოფოებისათვის, რომელშიც მოჰყვა და გაიგუდა.
2bc1422c16cf

ყველასათვის ცნობილი მარია კიური (1867–1934) ფიზიკოსი და ქიმიკოსი, რომელიც ცნობილია თავისი რადიოაქტიული კვლევებით. მარია გახლდათ ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაშიც და ქიმიაშიც. მის მიერ ჩამოყალიბებულ რადიოაქტიურობის თეორიის გამოცდისას ის თავისივე გამოგონებვის მსხვერპლი გახდა. ის დაიღუპა ჰიპოპლასტიკური ანემიით, რაც გამოიწვია გამოსხივებამ.
d629f201fcd5

დიდებული ვან ჰუ (ქართულად ნიშნავს ველურ მელას) _ ეს გახლდათ ჩინელი ჩინოვნიკი, რომელის პირველი ასტრონავტი გახლდათ ჩინეთში. მან შექმნა კოსმოსური ხომალდის მაგვარი მოწყობილობა ბამბუკების სავარძლისაგან და 47 რაკეტისაგან. ერთ დღესაც ის დაბრძანდა სავარძელში, ხოლო მისმა მსახურებმა აანთეს ყველა რაკეტა. უცებ მოხდა უზარმაზარი აფეთქება და როდესაც კვამლი გაიფანტა ვან ჰუს კვალი არსად ჩანდა. ვინ იცის იქნებ ჩაფრინდა კიდეც მთვარემდე. დღეს მისი სახელი ჰქვია ერთ-ერთ კრატერს ჩინეთში.

3ae3d271cc49

ლი სი (III საუკუნე) _ ჩინელი პოლიტიკოსი. მან მოიფიქრა ყველაზე საშინელი სასჯელი ჩინეთში. დამნაშავეებს ჯერ აჭრიდნენ ცხვირს, შემდეგ ხელებს, შემდეგ ხდებოდა მისი დასაჭურისება და ბოლოს მას შუაზე კვეთდნენ. როდესაც ლი სი დაადანაშაულეს ქვეყნის ღალატში ის დასაჯეს სწორედ მისივე მოფიქრებული სასჯელით.

fa5bb4b00bc2

ჰენრი სმოლინსკი _ ამერიკელი ინჟინერი, ჰენრიმ დატოვა კორპორაცია Northrop და  შექმნა თავისი კომპანია სადაც ცდილობდა აეგო მფრინავი მანქანა. 1973 წელს მან წარმოადგინა ორი სატესტო მანქანა. Cessna Skymaster და Ford Pintо. იქრობდნენ, რომ ეს მოდელები რამოდენიმე წელიწადში გაყიდვაში გავიდოდა, მაგრამ 1973 წლის 11 სექტემბერს ერთ-ერთი მოდელის გამოცდისას მანქანას მოტყდა ფრთა და ის დაიღუპა პილოტთან ერთად.

მსგავსი ამბები

Back to top button