საკითხავისასარგებლოსაქართველო

დოლისყანა

fb534be6629b

დოლისყანა — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში

დოლისყანა — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, თანამედროვე სოფელ ჰამამლი ქოიში (თურქ. Hamamlı köy), მაღალი მთის ფერდობზე. სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ მთავარი ტაძარია შემორჩენილი, დანარჩენი ნაგებობები კი უკვე XIX საუკუნისათვის მთლიანად იყო განადგურებული. კარგადაა შემონახული ეკლესიის მთავარი, ჯვრული ნაწილი, რადგანაც აქ ბოლო დრომდე მეჩეთი (ჯამე) ფუნქციონირებდა.

c59d6c371baf

როგორც ირკვევა, დოლისყანა, როგორც დასახლებული პუნქტი, მონასტრის აშენებმადეც არსებობდა. სუმბატ დავითის ძის ცნობით, 826 წელს, იანვარში დოლისყანის ტერიტორიაზე იდგა აშოტ კურაპალატის ლაშქარი, როდესაც იგი მოულოდნელად მოკლეს მტრებმა. მონასტერი აქ X საუკუნიდან დგას, თუმცა ზუსტი თარიღი დადგენილი არაა და მისი რამდენიმე ვერსია არსებობს.

დათარიღება

დოლისყანის მონასტრის დაარსებისა და აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერს, რომ დოლისყანა კლარჯეთის სხვა მონასტრებთან შედარებით გვიან აშენდა, ე. ი. 830–840–იანი წლების შემდეგ. გარდა ამისა, მონასტერი აგებულია 951 წლამდე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დაწერამდე. შესაბამისად, დოლისყანა 850–950 წლებს შორისაა დაარსებული. არსებობს თარიღის უფრო ზუსტად დადგენის სხვა მცდელობებიც. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ტაძრის წარწერები, რომლებშიც ქტიტორად იხსენიება სუმბატ მეფე. წარწერებში მოხსენიებული სუმბატი დ. ბაქრაძემ და ა. პავლინოვმა ადარნასე კურაპალატის ძედ, სუმბატ I-ად მიიჩნიეს და ამის საფუძველზე მონასტრის მშენებლობაც მისი მოღვაწეობის ხანას – 954-958 წლებს მიაკუთვნეს. ეს დათარიღება ბოლო დრომდე საკამათო არ გამხდარა. ნაწილობრივ განსხვავებული აზრი გამოთქვა ნ. შოშიაშვილმა, რომელიც თვლის, რომ სამხრეთ–დასავლეთი სათავსოს აღმოსავლეთი კედლის წარწერაში დაკარგულ ფილაზე სუმბატთან ერთად მისი უფროსი ძმა – ბაგრატიც (937–945) მოიხსენიებოდა. წარწერის ამგვარი აღდგენის საფუძველზე ნ. შოშიაშვილმა დოლისყანის ტაძარი X საუკუნის I ნახევრით დაათარიღა . ეს მოსაზრება გაიზიარა ვ. ჯობაძემაც. მან მიიჩნია, რომ ეკლესიის ძირითადი აღმშენებელი ბაგრატია, ხოლო სუმბატმა მხოლოდ აღადგინა ან განაახლა ძველი ტაძარი. ამ აზრის დამადასტურებელ არგუმენტად ვ. ჯობაძე მიიჩნევს რელიეფური გამოსახულებების სტილისტურ სხვაობასა და გუმბათის ყელისა და ძირითადი კორპუსის სხვადასხვაგვარ მოპირკეთებას

XIX-XX საუკუნეები

XIX საუკუნემდე დოლისყანის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. 1888 წელს ა. პავლინოვმა ტაო–კლარჯეთში მოგზაურობისას ინახულა დოლისყანის მონასტერიც. აღმოჩნდა, რომ ამ დროს ტაძარი უკვე მეჩეთად იყო ქცეული, ხოლო სამონასტრო კომპლექსში შემავალი სხვა შენობა–ნაგებობები — დანგრეული[10]. როგორც ჩანს, მეჩეთს (ჯამეს) თავიდან მთელი შენობა ეკავა, რასაც სამხრეთის მკლავში იატაკის დონეზე გამოღებული მიჰრაბი ადასტურებს[11]. შემდეგ კი თურქებმა ხის ფიცრებითა და ბოძებით აგებული სპეციალური კონსტრუქციით მეჩეთის იატაკი ეკლესიის თავდაპირველი იატაკის დონიდან ხუთიოდე მეტრით მაღლა, პატრონიკეს დონეზე აწიეს. იატაკაწეულ მეჩეთში შესასვლელად გამოიყენებოდა ჩრდილოეთის მკლავის სარკმელი, რომელიც გადიდებულია სიგანეშიცა და ქვემოთკენაც[12]. ახალი იატაკის ზემოთ მთლიანად შეუთეთრებიათ ქართული მოხატულობა[11]. იატაკს ქვემოთ, პირველ სართულზე, ჯამეს ფუნქციონირების დროს საწყობი იყო განთავსებული. 1970-1980-იან შენობას სოფლის იმდროინდელი იმამი ილქერ დემირი უვლიდა. მისი ინიციატივით შეკეთდა სახურავი და დანგრეული სამხრეთ-დასავლეთ სათავსისაგან დარჩენილი აღმოსავლეთ კუთხე, რამაც ეკლესია შემდგომი ნგრევისაგან იხსნა. 1999 წელს ტაძარში მოქმედი მეჩეთი გააუქმეს.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button